ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ფიორენტინა” ახალი სეზონისთვის მზადებაშია..

ტურინის “იუვენტუსის” მსგავსად ახალი სეზონისთვის ჩვენი პირველი მეტოქე, ფლორენციის “ფიორენტინაც” ემზადება..

მიუხედავად გასულ სეზონში დაფიქსირებული მეხუთე ადგილისა, ანდრეა დელა ვალემ პაულო სოუზას ნდობა გამოუცხადა და იგი პოსტზე შეინარჩუნა.რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელებმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება შეძლეს და არ გამოემშვიდობნენ ისეთ ლიდერებს, როგორებიც გონსალო როდრიგესი, ბორხა ვალერო, მაურო ზარატე ან ფედერიკო ბერნარდერსკი არიან.ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, ზოგიერთი ფეხბურთელი კი არენდიდან დაბრუნდა გუნდში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ჯუზეპე როსისა და მარიო გომესის დაბრუნება, მართალია, ამ უკანასკნელმა შესაძლოა მაინც დატოვოს ფიორენტინა, თუმცა ჯერ-ჯერობით გერმანელი სოუზას განკარგულებაში რჩება.

გუნდში მოვიდნენ : მეკარე ბართლომეი დრაგოვსკი, კევინ დიკსი, ჟილბერტო, კარლოს სანჩესი, კრისტიან ტელიო, ესპანელი იებში გასულ სეზონშიც ირიცხებოდა და “ბარსამ” კვლავ გადაწყვიტა შემტევის არენდით გაშვება.როგორც ვთქვით, არენდიდან დაბრუნდნენ გომესი და როსი, ასევე ამიდუ სალიფუ და რიკარდო ბადაგური.

სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ფიორენტინამ 9 შეხვედრა ჩაატარა და აქედან ოთხი მოიგო, ბოლო ხუთი კი წააგო.14 ივლისს “ტრენტო” სოუზას შეგირდებმა 1:10 დაამარცხეს, შემდეგ “ფერალპის”, “ტრაპანის” და “პანეთოლიკოსს” მოუგეს, ჩეზენასთან, სელტასთან, ლევერკუზენთან, შალკესთან და ვალენსიასთან კი დამარცხდნენ, თან ისე, რომ ერთზე მეტი გოლი არცერთ შეხვედრაში არ გაუტანიათ.ფლორენციელთა მთავარი გამტანები იოსილ ილიჩიჩი, ნიკოლა კალინიჩი, ჯუზეპე როსი, მაურო ზარატე არიან, დაცვის ხაზს კი გონსალო როდრიგესი და დევიდე ასტორი ამაგრებენ, ეს უკანასკნელი დელა ვალემ კალიარიდან გამოისყიდა ერთწლიანი არენდის შემდეგ.

“ფიორენტინასთვის” “იუვე” ერთ-ერთი საძულველი მეტოქეა, ფლორენციელი გულშემატკივრებისთვის კი ტურინული გრანდის დამარცხება დიდი ბედნიერება.20 აგვისტოს გავიგებთ, რომელი გუნდი დაიწყებს სეზონს სამი ქულით..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რათქმაუნდა იუვე დაიწყებს 3 ქულით

svani
svani
8 years ago

ჭონქაძიდან ველოდებით იებს :juvee:

alex-97
Delpieronedved
8 years ago

:juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x