“ვოლსბურგმა” ძაძაზე შესაძლოა უარი თქვას და გომესი დაიმატოს
“ვოლსბურგის” ხელმძღვანელობამ შესაძლოა სიმონე ძაძაზე უარი თქვას და გუნდში მარიო გომესი მიიყვანოს..
სპორტიტალიასა და პრემიუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მგლების ხელმძღვანელობა გომესის ტრანსფერზე დაფიქრდა.საქმე იმაშია, რომ 31 წლის ფორვარდი პაულო სოუზას სამომავლო გეგმებში არ შედის და ფლორენციელები მზად არიან, მარიოს 12 მილიონ ევროდ დაემშვიდობონ, გაცილებით იაფად, ვიდრე ტურინელები სიმონე ძაძას.მით უმეტეს, გომესს სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს და არაა გამორიცხული, ვოლსბურგის შემოთავაზებას დათანხმდეს კიდეც.
მაგათი პროექტით თუ ვიმსჯელებთ ალბათ მერვე-მეცხრე ადგილს უმიზნებენ
მოკლედ გვინდა არ გვინდა ძაძა ისევ იუვეჰი დარჩება