ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატია : “ჩვენი მიზანი ტრიპლეტის შესრულებაა”

პრიმავერასთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტებს ბიანკონერების ერთ-ერთი ახალწვეული, მეჰდი ბენატია გაესაუბრა..

“არ დაგავიწყდეთ, რომ ორი წლის წინ იუვემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, წინა სეზონში კი ბავარიასთან ძალიან არ გაუმართლა.ეს უძლიერესი გუნდია, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა, ვგულისხმობ გონსალო იგუაინისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერს.მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ზედიზედ მეექვსე სკუდეტოს მოგებაა, ანუ იმის მიღწევა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.ასევე კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა, გვინდა სეზონის დასრულების შემდეგ სამივე ტიტული ჩვენი იყოს.დაბრკოლებას შეიძლება გადავაწყდეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მატჩში, ჩვენთვის არ არსებობენ სუსტი და ძლიერი გუნდები, ჩვენთვის თითოეულ მატჩში გამარჯვებაა უმნიშვნელოვანესი.”

“ტურინელთა დაცვა ? – ევროპის ჩემპიონატზე მათ ასპარეზობას თვალი ვადევნე და მოვიხიბლე, თავიანთ პოზიციებზე იტალიელები საუკეთესოები არიან.იუვეს სეზონში 55 შეხვედრის ჩატარება მაინც მოუწევს და ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი თანაბრად საჭიროა.წარმატებისთვის აუცილებელია ყველა პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეები გყავდეს.მათთან კონკურენციაზე არ ვფიქრობ, მთავარია ალეგრის დავჭირდე, მე მზად ვიქნები.იმედი მაქვს, ტრავმები არ შემაწუხებს, გერმანიაში ორი წლის განმავლობაში დიდი ხანი გავატარე ლაზარეთში, მინდა მომავალ სეზონს მწყობრში შევხვდე.იუვე ავირჩიე იმიტომ, რომ უდიდესი გრანდის ნაწილი ვიყო, ძილის წინ სასტარტო შემადგენლობაზე კი არა, ფორმაში ყოფნაზე ვფიქრობ.ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იდეალურ მდგომარეობაში უნდა ვიყო და წარმატებას აუცილებლად მივაღწევ.”

“ადაპტაცია ? – ვფიქრობ, მარტივად გავიარე, პირველი დღიდან თანაგუნდელებთან ერთად ვვარჯიშობდი და უკვე ორი გოლის გატანაც შევძელი ახალი მაისურით, მართალია, მეგობრულ მატჩებში თუმცა მაინც.იუვენტუსის თითოეულ ფეხბურთელს სისხლში აქვს გამარჯვება, მეც ზუსტად ასეთი ვარ, მინდა ბევრი ტიტული მოვიგო.თავს ბედნიერად ვგრძნობ.”

“მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჰერვე რენარდს ტრანსფერამდე რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ იუვეში მივდიოდი, გადაწყვეტილება მომეწონა, იტალიის ჩემპიონატში ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.პიანიჩი ? – ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ რომიდან მოდის და ყველამ იცის, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.როცა ახალ გუნდში ასეთ მეგობარს პოულობ, ყველაფერი გიადვილდება.საერთო ჯამში კი, იუვენტუსი მეგობრული კოლექტივია, აქ ყველა ცდილობს ერთმანეთს დაეხმაროს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro k
8 years ago

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთ ვიცე-კაპიტან კლაუდიო მარკიზიოს ტრავმირებულ ფეხზე მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვბეგვერდი იტყობინება, 29 წლის მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და იგი მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის მიწურულს, უარეს შემთხვევაში კი ნოემბრის დასაწყისში შეძლებს.

არადა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლაუდიო მიმდინარე წელს თამაშს ვერ შესძლებდა. შეგახსენებთ, მარკიზიომ ტრავმა გასული სეზონის მიწურულს “პალერმოსთან” მატჩში მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის გაუცდა.

“ილ პრინჩიპინო” (როგორც მას იტალიაში ეძახიან) “იუვეს” აკადემიის აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში გაუტარებია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2007-2008 წლების სეზონში “ემპოლიში” იყო განათხოვრებული.

sandro k
8 years ago
Reply to  sandro k

დავით იქნებ გადაამოწმო

რომა
რომა
8 years ago

რა ბოგმუანი ხალხია რა რომა ვერ გაგვიწევსო კონკურენციას ვიტომ რატომ ერტი? პირველ ტამაშიდან რა და დაასკვენი? ჯერ სადაა პორტოს 5:0 მოვუგებტ ოლიმპიკოზე . გუნს კაცი გაუგდეს პენალტი დაუნიშნეს და კიდე კარგად ითამაშეს ვნახოოტ ნუ იბოგმებიტ ცინასცარ კაცმა არ იცის იუვე რას იზაამს

bugitto
8 years ago
Reply to  რომა

ARRIVEDERCI SCUDETTO ! :lool:

bugitto
8 years ago
Reply to  რომა

ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ ალესანდრო დელ პეროს შეუძლია მარტო ისე წავიდეს დიდი ფეხბურთიდან რომ სკუდეტო აღმართოს და ტოტის ხვედრი არაა ეგ იმიტომ რომ ის ალეა და ეს ტოტი :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ტრიპლეტი მაგარია

forza bianconeri
8 years ago

რომა ვერ გაგვიწევს კონკურენციას სკუდეტოზე, შარშანდელთან შედარებით ბევრად დასუსტდნენ. ისევ ნაპოლი ან ინტერი თუ იზავს რამეს

forza bianconeri
8 years ago

ნახეთ უბრალოდ რა ძირითადი ყავთ: პეროტი, ჯეკო ( :lool: :lool: ) სტოოტმანი (2 წელი საავადმყოფოში იწვა) ვერმალენი :no ჟუან ჟესუსი. არაა ამ სასტავით უშანსოდ არიან. ხუთეულში შესვლაც გაუჭირდება რომას. იმედია პორტოს რამენაირად გამოაგდებენ

Lb19
Lb19
8 years ago

ვაიმე რა თამაში ყოფილა მე კიდევ გერმანია ნიგერიას ვუყურებდი :blin: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წარმატებები :forza:

forza bianconeri
8 years ago

ფუ ვერმალენი რა უკლასოა წითელი მიიღო :blin: მაგ ქათამ ფეხბურთელს რატომ ათამაშებენ ასეთ მნიშვნელოვა მატჩში

forza bianconeri
8 years ago

შენი მიზანი კოპა იტალიაზე კარგად თამაშია :chuvak: დანარჩენი ჩემპიონატები შენ არ გეხება

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

4 მცველიან ტაქტიკაში ეს ბონუჩის ყველაზე უკეთ შეუწყვილდება რატომღაც ასე მგონია

forza bianconeri
8 years ago

კიელო ვიცე კაპიტანია იუვესი, ის და ბონუჩი ძირითადის მცველები არიან, პირველი შემცვლელი ბარძალია, ხოლო რუგანის სათამაშო დრო თუ არ მიეცა ვერ განვითარდება, ამიტომ ჩემი აზრით ამ ჩუვაკის ადგილი საერთოდ არაა გუნდში, მაგრამ რახან არენდითაა არაუშავს

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x