ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “ჩვენი სიძლიერე მინდორზე უნდა დავამტკიცოთ”

პრიმავერასთან გამართული მეგობრული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს საინტერესო ინტერვიუ ჯანლუიჯი ბუფონმა მისცა..

“ზედიზედ მოგებული ხუთი სკუდეტოს შემდეგ ახლოვდება არანაკლებ მნიშვნელოვანი სეზონი.დასვენების დრო უბრალოდ არ გვაქვს, ჯერ კიდევ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე.ვფიქრობ, გასულ სეზონში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და ბევრი რამ ვისწავლოთ.ფურცელზე შეიძლება იუვენტუსი ფავორიტი და ყველაზე ძლიერია, თუმცა ყველაფერი მინდორზე უნდა დავამტკიცოთ.”

“ახალწვეულები ? – დანი ალვეშს შევხვდი თუ არა ვთხოვე, მთელი მისი გამოცდილება გუნდისთვის გაეზიარებინა.ბრაზილიელს შეუძლია საჭირო რჩევები მოგვცეს და საერთო დონე აამაღლოს.ბარსელონაში ასპარეზობისას დანიმ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო, მისთვის არ არსებობს დაბრკოლებები და ცდილობს, ყველაფერი გადალახოს.სხვა ახალწვეულები კი ნელ-ნელა ადაპტაციას გადიან, მათ იციან რას ნიშნავს შავ-თეთრი მაისურის ტარება და ყველაფერს აკეთებენ ტურინული გრანდისთვის.”

“მორატა ? – მას ტრანსფერის დადასტურებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე, ყველაზე ახლოს კი ესპანელი სიმონე ძაძასთან იყო.ალვარომ წასვლის წინ მესიჯი გამომიგზავნა და სიტუაცია გამაცნო, ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ორი წლის მანძილზე დიდ ჩემპიონთან ერთად თამაში.პოგბა ? – ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, ნამდვილი ჩემპიონი, რომელსაც წინ დიდი კარიერა ელის.მასზე პრესამ ბევრი ისაუბრა და ვფიქრობ, ყველაფერი გარკვეულია.კარიერაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა კლუბის გამოცვლა სურს, მორატასა და პოგბას წარმატებას ვუსურვებ, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ.”

“სეზონის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, დაველოდოთ ყველაფრის დაწყებას.ინტერს ჰყავს ის შემადგენლობა, რომელიც გასულ სეზონში ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში მილანელებმა 15-16 ფეხბურთელი შეინარჩუნეს, არ დაგვავიწყდეს რომა და ნაპოლი, სერიოზული კონკურენცია იქნება.ლუჩიანო სპალეტის გუნდი ძალიან მომწონს, ვფიქრობ, დედაქალაქელები საკუთარ სიტყვას იტყვიან.ნაპოლიმ კი სერიოზული ძალა დაკარგა იგუაინის სახით, მაგრამ გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Milani minda ro amoiqachos

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჯიჯი ყველაფერი უნდა მოიგოთ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x