ალეგრიმ კუადრადოს დაბრუნებას მწვანე შუქი აუნთო
ჯუზეპე მაროტა ცდილობს, ხუან კუადრადოს ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნება რაც შეიძლება მალე მოაგვაროს..
მასიმილიანო ალეგრიმ კოლუმბიელის ტურინში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და წესით სულ მალე, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.კუადრადომ “ჩელსის” ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ ლონდონში დარჩენა არ სურს, მისი პრიორიტეტი იტალიის მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობაში ასპარეზობაა.გასული ზაფხულის მსგავსად ბიანკონერები კუადრადოს არენდის წესით 3-4 მილიონ ევროდ აიყვანენ, სურვილის შემთხვევაში კი გამოისყიდიან მას.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე ტურინული გრანდი რობერტო პერეირას “უოტფორდში” ტრანსფერს დაადასტურებს და არგენტინელის სანაცვლოდ გუნდში სწორედ გილერმე კუადრადო მოვა.
უუუ მაგარი იქნება
აი მაგარი ხარ დზაან გელოდებით