ბენატია : “ჩვენი მიზანი ტრიპლეტის შესრულებაა”
პრიმავერასთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტებს ბიანკონერების ერთ-ერთი ახალწვეული, მეჰდი ბენატია გაესაუბრა..
“არ დაგავიწყდეთ, რომ ორი წლის წინ იუვემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, წინა სეზონში კი ბავარიასთან ძალიან არ გაუმართლა.ეს უძლიერესი გუნდია, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა, ვგულისხმობ გონსალო იგუაინისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერს.მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ზედიზედ მეექვსე სკუდეტოს მოგებაა, ანუ იმის მიღწევა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.ასევე კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა, გვინდა სეზონის დასრულების შემდეგ სამივე ტიტული ჩვენი იყოს.დაბრკოლებას შეიძლება გადავაწყდეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მატჩში, ჩვენთვის არ არსებობენ სუსტი და ძლიერი გუნდები, ჩვენთვის თითოეულ მატჩში გამარჯვებაა უმნიშვნელოვანესი.”
“ტურინელთა დაცვა ? – ევროპის ჩემპიონატზე მათ ასპარეზობას თვალი ვადევნე და მოვიხიბლე, თავიანთ პოზიციებზე იტალიელები საუკეთესოები არიან.იუვეს სეზონში 55 შეხვედრის ჩატარება მაინც მოუწევს და ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი თანაბრად საჭიროა.წარმატებისთვის აუცილებელია ყველა პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეები გყავდეს.მათთან კონკურენციაზე არ ვფიქრობ, მთავარია ალეგრის დავჭირდე, მე მზად ვიქნები.იმედი მაქვს, ტრავმები არ შემაწუხებს, გერმანიაში ორი წლის განმავლობაში დიდი ხანი გავატარე ლაზარეთში, მინდა მომავალ სეზონს მწყობრში შევხვდე.იუვე ავირჩიე იმიტომ, რომ უდიდესი გრანდის ნაწილი ვიყო, ძილის წინ სასტარტო შემადგენლობაზე კი არა, ფორმაში ყოფნაზე ვფიქრობ.ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იდეალურ მდგომარეობაში უნდა ვიყო და წარმატებას აუცილებლად მივაღწევ.”
“ადაპტაცია ? – ვფიქრობ, მარტივად გავიარე, პირველი დღიდან თანაგუნდელებთან ერთად ვვარჯიშობდი და უკვე ორი გოლის გატანაც შევძელი ახალი მაისურით, მართალია, მეგობრულ მატჩებში თუმცა მაინც.იუვენტუსის თითოეულ ფეხბურთელს სისხლში აქვს გამარჯვება, მეც ზუსტად ასეთი ვარ, მინდა ბევრი ტიტული მოვიგო.თავს ბედნიერად ვგრძნობ.”
“მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჰერვე რენარდს ტრანსფერამდე რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ იუვეში მივდიოდი, გადაწყვეტილება მომეწონა, იტალიის ჩემპიონატში ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.პიანიჩი ? – ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ რომიდან მოდის და ყველამ იცის, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.როცა ახალ გუნდში ასეთ მეგობარს პოულობ, ყველაფერი გიადვილდება.საერთო ჯამში კი, იუვენტუსი მეგობრული კოლექტივია, აქ ყველა ცდილობს ერთმანეთს დაეხმაროს.”
იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთ ვიცე-კაპიტან კლაუდიო მარკიზიოს ტრავმირებულ ფეხზე მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვბეგვერდი იტყობინება, 29 წლის მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და იგი მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის მიწურულს, უარეს შემთხვევაში კი ნოემბრის დასაწყისში შეძლებს.
არადა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლაუდიო მიმდინარე წელს თამაშს ვერ შესძლებდა. შეგახსენებთ, მარკიზიომ ტრავმა გასული სეზონის მიწურულს “პალერმოსთან” მატჩში მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის გაუცდა.
“ილ პრინჩიპინო” (როგორც მას იტალიაში ეძახიან) “იუვეს” აკადემიის აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში გაუტარებია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2007-2008 წლების სეზონში “ემპოლიში” იყო განათხოვრებული.
დავით იქნებ გადაამოწმო
რა ბოგმუანი ხალხია რა რომა ვერ გაგვიწევსო კონკურენციას ვიტომ რატომ ერტი? პირველ ტამაშიდან რა და დაასკვენი? ჯერ სადაა პორტოს 5:0 მოვუგებტ ოლიმპიკოზე . გუნს კაცი გაუგდეს პენალტი დაუნიშნეს და კიდე კარგად ითამაშეს ვნახოოტ ნუ იბოგმებიტ ცინასცარ კაცმა არ იცის იუვე რას იზაამს
ARRIVEDERCI SCUDETTO !
ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ ალესანდრო დელ პეროს შეუძლია მარტო ისე წავიდეს დიდი ფეხბურთიდან რომ სკუდეტო აღმართოს და ტოტის ხვედრი არაა ეგ იმიტომ რომ ის ალეა და ეს ტოტი
ტრიპლეტი მაგარია
რომა ვერ გაგვიწევს კონკურენციას სკუდეტოზე, შარშანდელთან შედარებით ბევრად დასუსტდნენ. ისევ ნაპოლი ან ინტერი თუ იზავს რამეს
ნახეთ უბრალოდ რა ძირითადი ყავთ: პეროტი, ჯეკო ( ) სტოოტმანი (2 წელი საავადმყოფოში იწვა) ვერმალენი ჟუან ჟესუსი. არაა ამ სასტავით უშანსოდ არიან. ხუთეულში შესვლაც გაუჭირდება რომას. იმედია პორტოს რამენაირად გამოაგდებენ
ვაიმე რა თამაში ყოფილა მე კიდევ გერმანია ნიგერიას ვუყურებდი
წარმატებები
ფუ ვერმალენი რა უკლასოა წითელი მიიღო მაგ ქათამ ფეხბურთელს რატომ ათამაშებენ ასეთ მნიშვნელოვა მატჩში
შენი მიზანი კოპა იტალიაზე კარგად თამაშია დანარჩენი ჩემპიონატები შენ არ გეხება
4 მცველიან ტაქტიკაში ეს ბონუჩის ყველაზე უკეთ შეუწყვილდება რატომღაც ასე მგონია
კიელო ვიცე კაპიტანია იუვესი, ის და ბონუჩი ძირითადის მცველები არიან, პირველი შემცვლელი ბარძალია, ხოლო რუგანის სათამაშო დრო თუ არ მიეცა ვერ განვითარდება, ამიტომ ჩემი აზრით ამ ჩუვაკის ადგილი საერთოდ არაა გუნდში, მაგრამ რახან არენდითაა არაუშავს