“ვოლსბურგმა” გომესის ტრანსფერი დაადასტურა და ძაძა დაივიწყა
“ვოლსბურგმა” მარიო გომესის ტრანსფერი “ფიორენტინამაც” ოფიციალურად დაადასტურა..
ბოლო დღეების განმავლობაში მგლებს აქტიურად უკავშირებდნენ სიმონე ძაძას, თუმცა გუშინ გერმანელებმა გომესის თაობაზე დაიწყეს მოლაპარაკებები და დღეს უკვე ოფიციალურად დახურეს ტრანსფერი.სიმონეს სანაცვლოდ ბიანკონერები 25 მილიონ ევროს ითხოვნდნენ, ფლორენციელებმა კი გერმანელი ფორვარდი მხოლოდ 7 მილიონად გაყიდეს.
“ბავარიას” ექს-შემტევი ვოლსბურგში 33 ნომრით იასპარეზებს, მას უკვე მიესალმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიეტერ ჰეკინგი, რომელმაც სხვათაშორის დღეს განაცხადა, რომ ძაძას მის გუნდში სურს ასპარეზობა : “მარიო ჩემთვის საუკეთესო გერმანელი ფორვარდია, იგი სერიოზულად გაგვაძლიერებს, იდეალურად მოერგება ჩემს სათამაშო სქემას.”
ამ ტრანსფერით გერმანელებმა ფაქტობრივად, უარი თქვეს ძაძას შეძენაზე, საინტერესოა, ამჯერად ვის დაუკავშირებენ სიმონეს ჟურნალისტები.
მოკლედ დარჩა ძაძა ჩვენთან
ეს ძაძა ჰო ვერ გავასაღეთ რა