ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ინტერი” ბროზოვიჩის ინგლისში გაყიდვას ცდილობს

სკაი სპორტი მარსელო ბროზოვიჩის თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს..

გახსოვთ გონსალო იგუაინის საგა ? – სიტუაცია დაახლოებით ისევე ვითარდება, როგორც არგენტინელის ტრანსფერის დროს იყო.აურელიო დე ლაურენტისი მაქსიმალურაც ცდილობდა პიპიტა ლონდონის “არსენალში” გაეყიდა, თუმცა ფეხბურთელის სურვილმა და ჯუზეპე მაროტას მონდომებამ თავისი გაიტანა.ახლა ნერიაძური ცდილობს, 23 წლის ხორვატი ინგლისში გაყიდოს და ბებერ ქალბატონს ყველანაირი შანსი მოუსპოს ნახევარმცველის ხელში ჩაგდების.თანაც, “სტოკი” და “ევერტონი” მზად არიან 25-30 მილიონი გადაიხადონ მოთამაშის სანაცვლოდ.

მართალია, ბროზოვიჩს პირადი კონტრაქტის დეტალები თითქმის შეთანხმებული აქვს “იუვენტუსთან”, თუმცა “ინტერის” ხელმძღვანელობა ბებერ ქალბატონთან არ აპირებს მოლაპარაკებების წამოწყებას.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მაქს
მაქს
8 years ago

ამ პოლიტიკით იუვენტუსი ძალაინ ცუდ საქმეს აკეთებს. რა პონტია ყველა კონკურენტ წამყვანი ფეხბურთელები აახია იტალიაში, სხვა ჩემპიონატებიდან კიდე ზამენის ხალხი ვერ მოუყვანია. მოკლედ რაც დრო გადის და ჭორები იმატებს მით მეტად ფა.რჩ.აკდება ჩვენი ხელმძღვანელობა…

ცრუღმერთი
ცრუღმერთი
8 years ago

მანჯუმ დაურეეკოს და დაკერავს ვიცი მე მაგის ბაზარი… ამასაც შეაბამს და მერე მაროტა გადაუცვლის ინტერს 6 შეკვრა მაკარონში :forza: :forza: :chuvak: :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არც გვინდა ეს ფეხბურთელი

ვლადიმერ ილიას ძე
ვლადიმერ ილიას ძე
8 years ago

თავიდან რომ ბროზოვიჩზე გავარდა ხმა, ყველა ამტკიცებდა, გაატარეთ კაცო ჭორიაო. ამას რა უნდაო. რა ყველაფერი ცუდის გჯერათო. წუხელ შემოვიხედე კომენტარებში და რას ვხედავ; ზუსტად ისე მოხდა როგორც ერთი კვირის წინ დავწერე: გუშინ უკვე ყველა მაღალ დონედ მიიჩნევდა ბროზოვიჩს. პოზიციიდან რომ პოგბა წავა და ბროზოვიჩი მოვა, იმ გუნდის ბოსობა საკრიტიკებელია, მაგრამ თქვენი ბალღური გულუბრყვილობის საზღვრებს იქით გადასული ოპტიმიზმი სასწაულია რაღაც. ბროზოვიჩი მაღალი დონეა :დ
არ არის სასაცილო? შეიძლება იმაზე კარგი რამ დადგეს მაგისგან ვიდრე ახლაა, მაგრამ ეგ გვინდა ახლა ჩვენ?

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x