სკაი | მაროტა და პარატიჩი კუადრადოს აგენტს ხვდებიან
სკაი სპორტი ხუან კუადრადოსთან და სიმონე ძაძასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს..
ამ წუთებში კუადრადოს აგენტს ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი ხვდებიან.ტურინის “იუვენტუსის” დირექტორები ალესანდრო ლუჩისთან პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ლონდონის “ჩელსისთან” განახლდება მოლაპარაკებები.28 წლის ნახევარმცველს ბებერ ქალბატონში დაბრუნება სურს და უკვე განუცხადა არისტოკრატებს, რომ ნისლიან ალბიონზე დარჩენას არ აპირებს.ანტონიო კონტეს მოთამაშის შენარჩუნების იმედი უკვე გადაეწურა და დიდი ალბათობით, “ფიორენტინას” ექს-მოთამაშე კვლავ აპენინებზე დაბრუნდება.არენდის სანაცვლოდ მაროტა დაახლოებით 3-4 მილიონ ევროს გადაიხდის.
რაც შეეხება სიმონე ძაძას, მის მიმართ “ვოლსბურგის” შემდეგ ინტერესს “ნაპოლი” იჩენს.მგლებმა იტალიელ ფორვარდს მარიო გომესი ამჯობინეს და ახლა ფეხბურთელის დამატებასთან აურელიო დე ლაურენტისია ახლოს, რომელიც მზადაა 21 მილიონი ევრო გადაუხადოს ჯუზეპე მაროტას.მართალია, ტურინელებს 25 მილიონის მიღება სურთ, თუმცა არაა გამორიცხული 22-23 მილიონზე მხარეებმა ტრანსფერი დახურონ.
ბერო მაგარიბხარ:)
ლიგის მოგება თუ გინდა ისეთი ნახევარ დაცვა უნდა გყავდეს რომ ბურთის ფლობა არ გაგიჭირდეს გადახედე რეალს ბარსას ბაიერნს ყველას ძლიერი ნახევარ დაცვა ყავს მარტო დაცვით და მეკარით შორს ვერ წავალთ ამ გუნდს მინიმუმ 2 მაღალი კლასის ნახევარ მცველი უნდა რომ ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ.
კვადრადო მოიყვანონ და როგორმე ერიკსენზე ან იულიანზე იჩალიჩონ ამ ეტაპზე გუნდს ტრანსფერებისთვის დახარჯული აქვს არც მეტი არც ნაკლები 25 ლიმონი როგორ დავიჯერო ეხლა რომ იუვეს ტრანსფერებისთვის მინიმუმ 100 ლიმონი არ ქონდეს გამოყოფილი + ძაძა, პერეირა და ჰერნანეშიდან დაახლოებით 40-50 ლიმონს გამოიმუშავებენ გამოდის რომ გუნდს მინიმუმ 130 ლიმონი აქვს ტრანსფერებისთვის
ადგენენ და ამ 130 ლიმონად ეს ხალხი მოიყვანონ
ერიკსენი – 45
იულიანი – 45
კვადრადო – 10 ლიმონამდე არენდით.
არსად არ დევს პიანიჩის ტრავმაზე ინფო რა. გადავატრიალე მთელი ინტერნეტი, ლამისაა ტურინში ჩავიდე რენტგენის აპარატთან ერთად.
განსაკუთრებული საბედნიეროდ არაფერი სჭირს, დიდი ალბათობით იქნება ზეგ
გაიხარე.