ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკაი სპორტი | კუადრადოს აგენტი ლონდონშია და ტრანსფერს აგვარებს

ხუან კუადრადოს ტურინში დაბრუნების თაობაზე ჯუზეპე მაროტა მუშაობას განაგრძობს..

გუშინ ტურინის “იუვენტუსის” დირექტორები ფეხბურთელის აგენტს შეხვდნენ და პირადი კონტრაქტის დეტალები განიხილეს, დღეს კი ალესანდრო ლუჩი ლონდონში გაფრინდა და არისტოკრატებთან ეცდება საერთო ენის გამონახვას.”ჩელსის” უკვე მოთამაშის შენარჩუნების იმედი არ აქვს და მიიღებს თუ არა დამაკმაყოფილებენ წინადადებას, კოლუმბიის ნაკრების წევრს დაემშვიდობება.დიდი ალბათობით, ტრანსფერს კვლავ არენდის სახე ექნება, ბიანკონერებს კი ისევ ექნებათ გამოსყიდვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ალესანდრო ლუჩი პარალელურად ლეონარდო ბონუჩის აგენტიცაა და საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებასაც შეეხო.ორივე მხარე თანამშრომლობის გაგრძელების მომხრეა და წესით უახლოეს პერიოდში, სკუადრა აძურას ცენტრალურმა მცველმა ბებერ ქალბატონთან ახალ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი, გაუმჯობესებული პირობებით.

მასიმილიანო ალეგრისთვის კი ყველაზე სასურველი კადრი ნახევარდაცვაში ბლეიზი მატუიდია.მართალია, “პსჟ” მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მაროტას იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე ტრანსფერს 25 მილიონის ფარგლებში დახურავს.29 წლის შუახაზელი უნაი ემერის სამომავლო გეგმებში ნაკლებად შედის და პარიზის დატოვება სურს, თუმცა დედაქალაქელები მას იოლად არ შეელევიან.მატუიდის ალტერნატივად ლუის გუსტავო განიხილება.

სიმონე ძაძას თაობაზე კი სიახლეს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით უკვე შეიტყობდით, იმ შემთხვევაში, თუ ბას დოსტი მგლებს დატოვებს, ვოლსბურგი კვლავ მიუბრუნდება იტალიელი ფორვარდის ვარიანტს.

წყარო : Tuttojuve

4 thoughts on “სკაი სპორტი | კუადრადოს აგენტი ლონდონშია და ტრანსფერს აგვარებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.