l’Equipe | “ბავარია” კომანს 21 მილიონ ევროდ გამოისყიდის
l’Equipe კინგსლი კომანთან დაკავშირებით უახლეს ცნობებს ავრცელებს..
ფრანგული გამოცემის მტკიცებით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა და სულ მალე ტურინელების ანგარიშზე 21 მილიონ ევროს ჩარიცხავს.ჯუზეპე მაროტა მზადაა, სწორედ ამ თანხად დაუთმოს კომანის უფლებთა სრული პაკეტი რეკორდმაისტერებს, მიღებული ფული კი რომელიმე ნახევარმცველის შეძენაში გამოიყენოს.აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგაში დარჩენა თავად კინგსლისაც სურს და ბებერ ქალბატონში დაბრუნებას ვარიანტად არც განიხილავს.
გერმანიის მოქმედ ჩემპიონებს შეეძლოთ არა წელს, არამედ მომავალ წელს გამოესყიდათ კომანი, თუმცა, როგორც სჩანს, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს და საქმე დააჩქარეს.
ძაან გაასწორებს ეს ვაფშე ის გაიტრამვოს რომ ბრაგაშიც გაუჭირდეს თამაში,მერე იტლიკინოს ბევრი
ძველი ინფოა ეს. მაგის მერე სერიოზული ტრავმა მიიღო კომანმა და არავინ იცის რას იზამს ბაიერნი.
http://www.tuttojuve.com/calciomercato/coman-si-definiscono-i-dettagli-327965 დღევანდელია :)
ტუტოზე დღეს დაიდო, მაგრამ სხვა საიტებზე რამდენიმე დღის წინ დაწერეს. გუშინწინ კიდე ტრავმა მიიღო და გაძეტამ დაწერა რომ მოლაპარაკება შეჩერდა. დეტალურ სამედიცინო შემოწმებას ელოდებიან გერმანელები.
გაუჰვით ერთი ამისი