ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live : ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

რამდენიმე წუთის წინ ვინოვოს მედია ცენტრში მასიმილიანო ალეგრი მივიდა და ჟურნალისტებს შეხვდა.ბიანკონერების თავკაცი “ფიორენტინასთან” გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრებს..

 “უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით.ეს ჩემი პირველი ოფიციალური პრესსკონფერენციაა ახალ სეზონში, აქამდე მხოლოდ ამხანაგური მატჩები გვქონდა.გასული სატრანსფერო პერიოდის მსგავსად გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, დავიმატეთ ხუთი ახალი მოთამაშე და ვცდილობთ, მალე შევთამაშდეთ.ამხანაგურ მატჩებში ბევრი რამ გამოჩნდა, გუნდი დღითიდღე უმატებდა როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად.ფეხბურთელების მდგომარეობა ? – ხვალ დილით შევაფასებთ მირალემ პიანიჩის ჯანმრთელობას, გადაწყდება ითამაშებს თუ არა ბოსნიელი.რაც შეეხება ევრას, იგი განაცხადში იქნება.”

“ხვალინდელი მეტოქე ? – ყოველთვის ვამბობ, რომ ფიორენტინასთან თამაში დიდი გამოცდაა.გასული სეზონის პირველ ნახევარში ფლორენციელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, ცხრილის ზედა ნაწილშიც იყვნენ.ვფიქრობ, პაულო სოუზას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.ჩემი შეგირდები ? – თითოეული მოთამაშის მდგომარეობას ინდივიდუალურად ვაფასებ, ნაწილმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ნაწილმა კოპა ამერიკაზე.დიდი ხანი არაა, რაც შვებულებიდან დაბრუნდნენ საფრანგეთში მოასპარეზე ფეხბურთელები, ხვალ გადავწყვეტ, რომელი მათგანი იქნება მინდორზე.”

“სასტარტო შემადგენლობა ? – ვფიქრობ, ჩემი კომენტარის გარეშეც ყველამ კარგად იცის დაახლოებით რა გუნდი იქნება მოედანზე პირველივე წუთებიდან.დაცვაში არანაირ ცვლილებებს არ ელოდოთ, ნახევარდაცვაში ჯანმრთელი მხოლოდ 4-5 ფეხბურთელია, ხედირა, ლემინა, ასამოა, ერნანეში და პიანიჩი, თუ მზად იქნება.შეიძლება შუახაზში გამოვიდეს სანდროც, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა.თავდასხმაში დიბალა ითამაშებს ( იცინის ), ვინ შეუწყვილდება პაულოს, ხვალ დილით მეცოდინება.პიანიჩის არყოფნის შემთხვევაში, მის ადგილს ჰერნანეში ან ლემინა დაიკავებენ.”

“სკუდეტო ? – არ მინდა გუნდმა იფიქროს, რომ უპირობო ფავორიტები ვართ, ქაღალდზე სიძლიერე არაფერს არ ნიშნავს.მართალია, იგუაინი, პიანიჩი, ბენატია, ალვეში და პიაცა დავიმატეთ, თუმცა ამ ფეხბურთელებმა მაღალი დონე მინდორზე უნდა დაამტკიცონ, გველის ურთულესი და დაძაბული მატჩები იტალიის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიის თასზე, სამივე ტურნირზე გამარჯვება გვინდა.ხვალ სკუდეტოსთვის ბრძოლა იწყება, ცხრილში თუ ჩაიხედავთ ნახავთ რომ ოცივე გუნდს ნული ქულა აქვს, თუ ფიორენტინას დავამარცხებთ და სამ ქულას ავიღებთ, ოდნავ მივუახლოვდებით ჩვენს მიზანს.იებთან დაძაბულ დაპირისპირებას ველი.”

“როცა საუბარი იუვენტუსს ეხება, ყველა გუნდი მეტი მონდომებით გადის მოედანზე, ხუთი წელია სკუდეტოს ვიგებთ და რა თქმა უნდა, ნებისმიერ იტალიურ კლუბს სურს ჩვენი ჰეგემონიის დასრულება.გასული სეზონი არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, საწყის ტურებში უამრავ პრობლემას გადავაწდით, შეთამაშებას დიდი დრო დასჭირდა, წელს იგივე არ უნდა დაგვემართოს.როცა გუნდში ხუთი ახალწვეულია, ყველაფერი იცვლება, ამ ცვლილებებს კი ალღო უნდა ავუღოთ.”

“გასული სეზონისგან განსხვავებით მოსამზადებლად მეტი დრო გვქონდა, გეხსომებათ, 6 ივნისს ლიგის ფინალი ვითამაშეთ, შეკრებიდან რამდენიმე დღეში კი იტალიის სუპერთასზე ვიასპარეზეთ.წელს უფრო მშვიდად, ფრთხილად ვემზადებოდით ახალი სეზონისთვის, ჩავატარეთ მეგობრული მატჩები, რომელშიც ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და სამწვრთნელო შტაბს გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მიეცა.ესპანიოლთან და ვესტ ჰემთან შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ფიზიკურად იდეალურ ფორმაში არ ვართ და ეს კონკრეტული დეტალი უნდა დავხვეწოთ, რისკზე არცერთი ფეხბურთელის ჯანმრთელობას არ შევაგდებთ, ითამაშებს ის, ვინც მწყობრში იქნება.როცა იუვენტუსი გქვია ტრავმებმა არ უნდა შეგაშინოს, ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნას მატჩის შედეგს ვერ დააბრალებ, ამ გუნდმა შედეგი ნებისმიერი შემადგენლობით უნდა აჩვენოს, რადგან ფეხბურთელი აქ ირიცხება, მან თავისი საუკეთესო მახასიათებლები უნდა წარმოაჩინოს.”

“პოგბა ? – მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, წარმატებებს ვუსურვებ.როცა იუვენტუსი ახალი სეზონისთვის ემზადებიდა, პოლს ჯერ კიდევ ჰქონდა შვებულება და როგორც სჩანს, კონკრეტული გადაწყვეტილება ამერიკაში ყოფნისას მიიღო.გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა ფრანგის შენარჩუნებას, თუმცა მან ტურინის დატოვება გადაწყვიტა.მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთეს გახდეს, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა იშრომოს.

“კონკურენტები ? – სამ გუნდს დავასახელებ, რომელსაც განსაკუთრებით კარგი შემადგენლობა ჰყავს.ინტერი, ახალი მწვრთნელით, რომა და ნაპოლი.”

 “კუადრადო ? – სატრანსფერო ბაზარზე საუბარი არ მსურს, ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ჩემი საფიქრალი სწორედ ესაა.იანვრის სატრანსფერო ფანჯრისგან განსხვავებით აქ გუნდი ოფიციალურ შეხვედრებს არ ატარებს და შესაბამისად რთულია, ფეხბურთელების მდგომარეობა შეაფასო, იანვარში კი კარგად სჩანს, რომელი პოზიციის გაძლიერებაა საჭირო.ხელმძღვანელობამ საკუთარი საქმე კარგად იცის და იდეალურად უძღვება, 15 დღეში ჩემს განკარგულებაში ჩამოყალიბებული გუნდი უნდა იყოს.”

“საერთო ჯამში, სეზონი გვიპასუხებს, გაძლიერდა თუ არა იუვენტუსი.წინა წელს გვყავდა პოგბას მსგავსი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი, თუმცა პიანიჩისნაირი გამთამაშებელი გვაკლდა, არ გვყავდა არც გონსალო იგუაინი, ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია სეზონში უამრავი გოლი გაიტანოს.წინა წელს მარჯვენა ფლანგზე ლიხტშტაინერი-კუადრადოს დუეტი იყო ჩემს განკარგულებაში, წელს დანი ალვეში და ლიხტშტაინერი მყავს, ბრაზილიელი კოლუმბიელისგან განსხვავებული მოთამაშეა.ბენატია ? – გუნდი კასერესმა დატოვა და ამ სიცარიელის შევსება აუცილებელი იყო, მით უმეტეს, მარტინი დიდ დროს ლაზარეთში ატარებდა.პიაცა ? – მარკო ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მას შეუძლია გადატრიალება მოახდინოს ახალ სეზონში, ტექნიკურად და ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული.მისი გამოყენება რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია, შემტევ ნახევარმცველად, გარემარბად, მეორე ფორვარდად, ხორვატის მსგავსი მოთამაშე ჩემთვის დიდი ფუფუნებაა.ასე რომ, რთულია შევადაროთ ეს ორი გუნდი ერთმანეთს, შარშანდელმა შემადგენლობამ 26დან 25 მატჩი მოიგო, ვნახოთ წელს რა შედეგს ვაჩვენებთ.”

“დიბალა ? – პირდაპირ გეტყვით, რომ ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. მე მახსოვს, რა პროგრესი განიცადა მას შემდეგ, რაც მხოლოდ სამი თვის მოსული იყო იუვენტუსში.პაულომ იცის, რომელი კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშავოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.მერწმუნეთ, ასე გაგრძელების შემთხვევაში არგენტინელს მსოფლიოს საუკეთესო სამ მოთამაშეში მოხვედრა შეუძლია, მუდმივად კარზე დაგეშილი, საოცარი დარტყმით, პასის კულტურით, შეუძლია გაიტანოს და თანაგუნდელსაც გაატანინოს.დიბალას თამაშზე ყურება სიამოვნებაა.”

“ძაძა ? – სიმონე ხვალ განაცხადში იქნება, ჩემს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ხვალინდელ დაპირისპირებაში.ხედირა ? – დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც სამი გუნდს შემოუერთდა, თუმცა მან იცის როგორ უნდა დაუბრუნდეს სასურველ ფორმას.სამი ნამდვილი პროფესიონალია და მისი იმედი ყოველთვის მაქვს, იდეალურად კითხულობს თამაშის სცენარს.”

“რას ვეტყვი გულშემატკივრებს ? – ვეტყვი მხოლოდ ერთს, ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ ყველანი ერთად ვალდებულნი ვართ სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ.ფიორენტინამ გუნდის მთავარი ბირთვი შეინარჩუნა და გაძლიერდა კიდეც, ამიტომ რთულ დაპირისპირებას ველი.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10_means_alex
10_means_alex
8 years ago

მონგბას რას აპახავებენ აპორნიკად. მაგისს……………….. :blin: :blin:

lasha naxucrishvili
8 years ago

აუ როგორ მჯეროდა რო ასე უკან დაწეული ეყოლებოდა ამ სი… მწვრთნელს :down:

forza bianconeri
8 years ago

:lool: :lool: ნახეთ გენიოსი მოურინიო საყრდენად ათამაშებს პოლს. მარტო პოგბა ჯობია მთელს იუნაიტედს, ამიტომ ურჩევნია ფრანგს მოარგეს თავისი ტაქტიკა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პოგბა ისე მინდა დაიტრამვოს რომ ეს სეზონი გაუცდეს

forza bianconeri
8 years ago

ძაან გამიტყდა ახლა მანჩეს შემადგენლობა რო ვნახე და რო გავაცნობიერე თუ რამხელა განსხვავებაა იუვესა და იუნაიტედს შორის. რა ამაზრზენი კლასის მქონე ფეხბურთელების გვერდით თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ნახეთ :blin: მაგის დონესთან ახლოსს მხოლოდ მატა, დე ხეა და იბრა არიან, ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი წელი იქნება მაგ გუნდში. ფული რამდენს ნიშნავს დღევანდელ ფეხბურთში. იუვე როგორ უნდა მიატოვო ეგეთი გუნდის სანაცვლოდ :blin: ფელაინის, ბლინდის და ველანსიას გვერდით თამაში როგორ ამჯობინა ტურინში დარჩენას. არ უყვარს მაგას ფეხბურთი მხოლოდ ფული იზიდავს :blin:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

11 მანჩესტერი თამაშობს და უყურეთ პოგბა სასტავშია , დატკბით

forza bianconeri
8 years ago

ფულის ხამია პოგბა და ალბათ დედამისსაც გაყიდის ლიმონების გამო, მაგრამ მაინც ძალიან მევასება ეგ ფეხბურთელი, იუვეს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

ძალიან გაწონასწორებული ადამიანი და მწვრთნელია ალეგრი:) ძალიან დიდი იმედი მაქ ამ კაცის

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ელეგანტური და აგრესიული გენიოსი. როგორ შეგვაყვარა უკვე თავი.

lasha naxucrishvili
8 years ago

ისევ იგივე განმეორდა! ბოლო ტრანსფერი ისევ გვიანდება.დარწმუნებული ვარ თვითონაც არ იციან ვინ იყიდონ, გააჩნია რამდენ ხარახურას მოიშორებენ თავიდან და იმისდამიხედვით უნდათ ფულის დახარჯვა! კიდევ კაი ლიგის დაწყებამდე ჯერ კიდევ კაი დროა დარჩენილი თორე მაგარ მოუმზადებლობას აქ ადგილი რა :boli: ამათი სატრანსფერო პოლიტიკა ერთმანეთს გვანან ყოველ წელს იგივე, კარგად იწყებენ ბოლოს იჭედებიან თუ თავიანთ თავს ჭედავენ რა :vaime: :vaime:

alex-97
Delpieronedved
8 years ago

პოგბა რო არ წსულიყო ძაან ძLიერი გუნდი იქნებოდა იუვე 3 ძლიერ გუნდშI იქნებოდა ევროპაში

8 years ago

მადლობა, დარჯა! მაგარი თარგმანია!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

tqveni arvici da am sezonis mtavari forma dzalian ar momwons,ramxela zolebia ra ubedurebaa,meora da mesame forma bevrad mirchevnia….
saertod ligis finali ro vitamashet ai mag sezonshi gvqonda yvelaze magari shavtetri forma :forza:

osvaldo ardiles
8 years ago

არც მე არ მომწონს. 99-ში ქონდა იუვეს მსგავსი ფორმა, მაგრამ ის უკეთესი დიზანისი იყო შავი ზოლები მომრგვალებული ქონდა. იმედია მალე გაივლის ეს სეზონი რო შეცვალონ. :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

xo ragaca ver daumugame ra :)

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ფორმას რა მნინჰველობა აქვს კარგი რა ჰედეგი იყოს კარგი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

tqveni azrit romeli gundi moigebs ufro adre shida chempionats?
baierni peseje tu iuventusi

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვე რათქმაუნდა და დაგისაბუთებ რატომაც იუვეს იტალიაჰი კუნკურენტი არ ყავს ახლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ იქ რომა ნაპოლი ფიორე და მილანურუ გუნდები არ მიმაჩნია სერიუზოლ კუნკურენტად იუვე ყველაზე ათი თავით მაღლა დგას და ამ სეზონჰიც გამოჩდება ეს 1,იუვე გაინაღდებს მერე ბავარია , მერე ბარსა და მერე ლივერპული მაგრად დაიწყო ლივერპულმა სეზონი არენალჰი ოთხი გოლის გატანა და მოგება პატარა საქმე არაა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

sasuolo ras uberavs evroze

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

roma gava

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

juve 2:0 fiore
(asamoah 1-0;2-0)

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მე უფრო მაცეკის დუბლი მგონია :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არა ხუთით ნოლი ჰეთრიკი დიბალა დუბლი იგუანი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი ნუ ხარ მორიდებული კაცი თქვი რო ფიორე უნდა გავანადგუროთ მე რა რო მაგარი გუნდა ჩვენ ბევრად მაგრები ვართ ყველა ერთად წარმატები სკუდეტო ჩვენია ლიგა ჩვენია ევროპა ჩვენია არ ვოცნებობ ეს რიალობაა მთავარია გჯეროდეს ჰენ გუნდს და გულჰემატკივრებს ყველაფერი მაგრად იქნება :forza: :forza: :juvee: :juvee:

ako medolishvili
palma
8 years ago

რა ჯიგარი ხარ და რა ჯიგრულად დაწერე.. აბა რაა ყველაზე და ყველაფერზე წინ ვდგავართ და დიდ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ Juveeeeeeeeeeeee :forza:

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x