Live : ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია
რამდენიმე წუთის წინ ვინოვოს მედია ცენტრში მასიმილიანო ალეგრი მივიდა და ჟურნალისტებს შეხვდა.ბიანკონერების თავკაცი “ფიორენტინასთან” გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრებს..
“უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით.ეს ჩემი პირველი ოფიციალური პრესსკონფერენციაა ახალ სეზონში, აქამდე მხოლოდ ამხანაგური მატჩები გვქონდა.გასული სატრანსფერო პერიოდის მსგავსად გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, დავიმატეთ ხუთი ახალი მოთამაშე და ვცდილობთ, მალე შევთამაშდეთ.ამხანაგურ მატჩებში ბევრი რამ გამოჩნდა, გუნდი დღითიდღე უმატებდა როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად.ფეხბურთელების მდგომარეობა ? – ხვალ დილით შევაფასებთ მირალემ პიანიჩის ჯანმრთელობას, გადაწყდება ითამაშებს თუ არა ბოსნიელი.რაც შეეხება ევრას, იგი განაცხადში იქნება.”
“ხვალინდელი მეტოქე ? – ყოველთვის ვამბობ, რომ ფიორენტინასთან თამაში დიდი გამოცდაა.გასული სეზონის პირველ ნახევარში ფლორენციელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, ცხრილის ზედა ნაწილშიც იყვნენ.ვფიქრობ, პაულო სოუზას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.ჩემი შეგირდები ? – თითოეული მოთამაშის მდგომარეობას ინდივიდუალურად ვაფასებ, ნაწილმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ნაწილმა კოპა ამერიკაზე.დიდი ხანი არაა, რაც შვებულებიდან დაბრუნდნენ საფრანგეთში მოასპარეზე ფეხბურთელები, ხვალ გადავწყვეტ, რომელი მათგანი იქნება მინდორზე.”
“სასტარტო შემადგენლობა ? – ვფიქრობ, ჩემი კომენტარის გარეშეც ყველამ კარგად იცის დაახლოებით რა გუნდი იქნება მოედანზე პირველივე წუთებიდან.დაცვაში არანაირ ცვლილებებს არ ელოდოთ, ნახევარდაცვაში ჯანმრთელი მხოლოდ 4-5 ფეხბურთელია, ხედირა, ლემინა, ასამოა, ერნანეში და პიანიჩი, თუ მზად იქნება.შეიძლება შუახაზში გამოვიდეს სანდროც, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა.თავდასხმაში დიბალა ითამაშებს ( იცინის ), ვინ შეუწყვილდება პაულოს, ხვალ დილით მეცოდინება.პიანიჩის არყოფნის შემთხვევაში, მის ადგილს ჰერნანეში ან ლემინა დაიკავებენ.”
“სკუდეტო ? – არ მინდა გუნდმა იფიქროს, რომ უპირობო ფავორიტები ვართ, ქაღალდზე სიძლიერე არაფერს არ ნიშნავს.მართალია, იგუაინი, პიანიჩი, ბენატია, ალვეში და პიაცა დავიმატეთ, თუმცა ამ ფეხბურთელებმა მაღალი დონე მინდორზე უნდა დაამტკიცონ, გველის ურთულესი და დაძაბული მატჩები იტალიის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიის თასზე, სამივე ტურნირზე გამარჯვება გვინდა.ხვალ სკუდეტოსთვის ბრძოლა იწყება, ცხრილში თუ ჩაიხედავთ ნახავთ რომ ოცივე გუნდს ნული ქულა აქვს, თუ ფიორენტინას დავამარცხებთ და სამ ქულას ავიღებთ, ოდნავ მივუახლოვდებით ჩვენს მიზანს.იებთან დაძაბულ დაპირისპირებას ველი.”
“როცა საუბარი იუვენტუსს ეხება, ყველა გუნდი მეტი მონდომებით გადის მოედანზე, ხუთი წელია სკუდეტოს ვიგებთ და რა თქმა უნდა, ნებისმიერ იტალიურ კლუბს სურს ჩვენი ჰეგემონიის დასრულება.გასული სეზონი არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, საწყის ტურებში უამრავ პრობლემას გადავაწდით, შეთამაშებას დიდი დრო დასჭირდა, წელს იგივე არ უნდა დაგვემართოს.როცა გუნდში ხუთი ახალწვეულია, ყველაფერი იცვლება, ამ ცვლილებებს კი ალღო უნდა ავუღოთ.”
“გასული სეზონისგან განსხვავებით მოსამზადებლად მეტი დრო გვქონდა, გეხსომებათ, 6 ივნისს ლიგის ფინალი ვითამაშეთ, შეკრებიდან რამდენიმე დღეში კი იტალიის სუპერთასზე ვიასპარეზეთ.წელს უფრო მშვიდად, ფრთხილად ვემზადებოდით ახალი სეზონისთვის, ჩავატარეთ მეგობრული მატჩები, რომელშიც ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და სამწვრთნელო შტაბს გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მიეცა.ესპანიოლთან და ვესტ ჰემთან შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ფიზიკურად იდეალურ ფორმაში არ ვართ და ეს კონკრეტული დეტალი უნდა დავხვეწოთ, რისკზე არცერთი ფეხბურთელის ჯანმრთელობას არ შევაგდებთ, ითამაშებს ის, ვინც მწყობრში იქნება.როცა იუვენტუსი გქვია ტრავმებმა არ უნდა შეგაშინოს, ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნას მატჩის შედეგს ვერ დააბრალებ, ამ გუნდმა შედეგი ნებისმიერი შემადგენლობით უნდა აჩვენოს, რადგან ფეხბურთელი აქ ირიცხება, მან თავისი საუკეთესო მახასიათებლები უნდა წარმოაჩინოს.”
“პოგბა ? – მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, წარმატებებს ვუსურვებ.როცა იუვენტუსი ახალი სეზონისთვის ემზადებიდა, პოლს ჯერ კიდევ ჰქონდა შვებულება და როგორც სჩანს, კონკრეტული გადაწყვეტილება ამერიკაში ყოფნისას მიიღო.გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა ფრანგის შენარჩუნებას, თუმცა მან ტურინის დატოვება გადაწყვიტა.მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთეს გახდეს, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა იშრომოს.“
“კონკურენტები ? – სამ გუნდს დავასახელებ, რომელსაც განსაკუთრებით კარგი შემადგენლობა ჰყავს.ინტერი, ახალი მწვრთნელით, რომა და ნაპოლი.”
“კუადრადო ? – სატრანსფერო ბაზარზე საუბარი არ მსურს, ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ჩემი საფიქრალი სწორედ ესაა.იანვრის სატრანსფერო ფანჯრისგან განსხვავებით აქ გუნდი ოფიციალურ შეხვედრებს არ ატარებს და შესაბამისად რთულია, ფეხბურთელების მდგომარეობა შეაფასო, იანვარში კი კარგად სჩანს, რომელი პოზიციის გაძლიერებაა საჭირო.ხელმძღვანელობამ საკუთარი საქმე კარგად იცის და იდეალურად უძღვება, 15 დღეში ჩემს განკარგულებაში ჩამოყალიბებული გუნდი უნდა იყოს.”
“საერთო ჯამში, სეზონი გვიპასუხებს, გაძლიერდა თუ არა იუვენტუსი.წინა წელს გვყავდა პოგბას მსგავსი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი, თუმცა პიანიჩისნაირი გამთამაშებელი გვაკლდა, არ გვყავდა არც გონსალო იგუაინი, ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია სეზონში უამრავი გოლი გაიტანოს.წინა წელს მარჯვენა ფლანგზე ლიხტშტაინერი-კუადრადოს დუეტი იყო ჩემს განკარგულებაში, წელს დანი ალვეში და ლიხტშტაინერი მყავს, ბრაზილიელი კოლუმბიელისგან განსხვავებული მოთამაშეა.ბენატია ? – გუნდი კასერესმა დატოვა და ამ სიცარიელის შევსება აუცილებელი იყო, მით უმეტეს, მარტინი დიდ დროს ლაზარეთში ატარებდა.პიაცა ? – მარკო ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მას შეუძლია გადატრიალება მოახდინოს ახალ სეზონში, ტექნიკურად და ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული.მისი გამოყენება რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია, შემტევ ნახევარმცველად, გარემარბად, მეორე ფორვარდად, ხორვატის მსგავსი მოთამაშე ჩემთვის დიდი ფუფუნებაა.ასე რომ, რთულია შევადაროთ ეს ორი გუნდი ერთმანეთს, შარშანდელმა შემადგენლობამ 26დან 25 მატჩი მოიგო, ვნახოთ წელს რა შედეგს ვაჩვენებთ.”
“დიბალა ? – პირდაპირ გეტყვით, რომ ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. მე მახსოვს, რა პროგრესი განიცადა მას შემდეგ, რაც მხოლოდ სამი თვის მოსული იყო იუვენტუსში.პაულომ იცის, რომელი კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშავოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.მერწმუნეთ, ასე გაგრძელების შემთხვევაში არგენტინელს მსოფლიოს საუკეთესო სამ მოთამაშეში მოხვედრა შეუძლია, მუდმივად კარზე დაგეშილი, საოცარი დარტყმით, პასის კულტურით, შეუძლია გაიტანოს და თანაგუნდელსაც გაატანინოს.დიბალას თამაშზე ყურება სიამოვნებაა.”
“ძაძა ? – სიმონე ხვალ განაცხადში იქნება, ჩემს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ხვალინდელ დაპირისპირებაში.ხედირა ? – დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც სამი გუნდს შემოუერთდა, თუმცა მან იცის როგორ უნდა დაუბრუნდეს სასურველ ფორმას.სამი ნამდვილი პროფესიონალია და მისი იმედი ყოველთვის მაქვს, იდეალურად კითხულობს თამაშის სცენარს.”
“რას ვეტყვი გულშემატკივრებს ? – ვეტყვი მხოლოდ ერთს, ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ ყველანი ერთად ვალდებულნი ვართ სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ.ფიორენტინამ გუნდის მთავარი ბირთვი შეინარჩუნა და გაძლიერდა კიდეც, ამიტომ რთულ დაპირისპირებას ველი.”
მონგბას რას აპახავებენ აპორნიკად. მაგისს………………..
აუ როგორ მჯეროდა რო ასე უკან დაწეული ეყოლებოდა ამ სი… მწვრთნელს
ნახეთ გენიოსი მოურინიო საყრდენად ათამაშებს პოლს. მარტო პოგბა ჯობია მთელს იუნაიტედს, ამიტომ ურჩევნია ფრანგს მოარგეს თავისი ტაქტიკა
პოგბა ისე მინდა დაიტრამვოს რომ ეს სეზონი გაუცდეს
ძაან გამიტყდა ახლა მანჩეს შემადგენლობა რო ვნახე და რო გავაცნობიერე თუ რამხელა განსხვავებაა იუვესა და იუნაიტედს შორის. რა ამაზრზენი კლასის მქონე ფეხბურთელების გვერდით თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ნახეთ მაგის დონესთან ახლოსს მხოლოდ მატა, დე ხეა და იბრა არიან, ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი წელი იქნება მაგ გუნდში. ფული რამდენს ნიშნავს დღევანდელ ფეხბურთში. იუვე როგორ უნდა მიატოვო ეგეთი გუნდის სანაცვლოდ ფელაინის, ბლინდის და ველანსიას გვერდით თამაში როგორ ამჯობინა ტურინში დარჩენას. არ უყვარს მაგას ფეხბურთი მხოლოდ ფული იზიდავს
11 მანჩესტერი თამაშობს და უყურეთ პოგბა სასტავშია , დატკბით
ფულის ხამია პოგბა და ალბათ დედამისსაც გაყიდის ლიმონების გამო, მაგრამ მაინც ძალიან მევასება ეგ ფეხბურთელი, იუვეს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა
ძალიან გაწონასწორებული ადამიანი და მწვრთნელია ალეგრი:) ძალიან დიდი იმედი მაქ ამ კაცის
ელეგანტური და აგრესიული გენიოსი. როგორ შეგვაყვარა უკვე თავი.
ისევ იგივე განმეორდა! ბოლო ტრანსფერი ისევ გვიანდება.დარწმუნებული ვარ თვითონაც არ იციან ვინ იყიდონ, გააჩნია რამდენ ხარახურას მოიშორებენ თავიდან და იმისდამიხედვით უნდათ ფულის დახარჯვა! კიდევ კაი ლიგის დაწყებამდე ჯერ კიდევ კაი დროა დარჩენილი თორე მაგარ მოუმზადებლობას აქ ადგილი რა ამათი სატრანსფერო პოლიტიკა ერთმანეთს გვანან ყოველ წელს იგივე, კარგად იწყებენ ბოლოს იჭედებიან თუ თავიანთ თავს ჭედავენ რა
პოგბა რო არ წსულიყო ძაან ძLიერი გუნდი იქნებოდა იუვე 3 ძლიერ გუნდშI იქნებოდა ევროპაში
მადლობა, დარჯა! მაგარი თარგმანია!
tqveni arvici da am sezonis mtavari forma dzalian ar momwons,ramxela zolebia ra ubedurebaa,meora da mesame forma bevrad mirchevnia….
saertod ligis finali ro vitamashet ai mag sezonshi gvqonda yvelaze magari shavtetri forma
არც მე არ მომწონს. 99-ში ქონდა იუვეს მსგავსი ფორმა, მაგრამ ის უკეთესი დიზანისი იყო შავი ზოლები მომრგვალებული ქონდა. იმედია მალე გაივლის ეს სეზონი რო შეცვალონ.
xo ragaca ver daumugame ra :)
ფორმას რა მნინჰველობა აქვს კარგი რა ჰედეგი იყოს კარგი
tqveni azrit romeli gundi moigebs ufro adre shida chempionats?
baierni peseje tu iuventusi
იუვე რათქმაუნდა და დაგისაბუთებ რატომაც იუვეს იტალიაჰი კუნკურენტი არ ყავს ახლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ იქ რომა ნაპოლი ფიორე და მილანურუ გუნდები არ მიმაჩნია სერიუზოლ კუნკურენტად იუვე ყველაზე ათი თავით მაღლა დგას და ამ სეზონჰიც გამოჩდება ეს 1,იუვე გაინაღდებს მერე ბავარია , მერე ბარსა და მერე ლივერპული მაგრად დაიწყო ლივერპულმა სეზონი არენალჰი ოთხი გოლის გატანა და მოგება პატარა საქმე არაა
sasuolo ras uberavs evroze
roma gava
juve 2:0 fiore
(asamoah 1-0;2-0)
მე უფრო მაცეკის დუბლი მგონია
არა ხუთით ნოლი ჰეთრიკი დიბალა დუბლი იგუანი
ალეგრი ნუ ხარ მორიდებული კაცი თქვი რო ფიორე უნდა გავანადგუროთ მე რა რო მაგარი გუნდა ჩვენ ბევრად მაგრები ვართ ყველა ერთად წარმატები სკუდეტო ჩვენია ლიგა ჩვენია ევროპა ჩვენია არ ვოცნებობ ეს რიალობაა მთავარია გჯეროდეს ჰენ გუნდს და გულჰემატკივრებს ყველაფერი მაგრად იქნება
რა ჯიგარი ხარ და რა ჯიგრულად დაწერე.. აბა რაა ყველაზე და ყველაფერზე წინ ვდგავართ და დიდ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ Juveeeeeeeeeeeee