ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” სავარაუდო შემადგენლობა იებთან მატჩში

დადგა დღე, რომელსაც ტურინის “იუვენტუსის” თითოეული გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა, დღეს იტალიის ჩემპიონატი იწყება..

სოციალურ ქსელში დილიდან განსაკუთრებული აქტივობით ლეონარდო ბონუჩი, პაულო დიბალა, დანი ალვეში გამოირჩევიან, ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით გამოაქვეყნა საინტერესო პოსტი გონსალო იგუაინმა.მოკლედ, ტურინი “ფიორენტინასთან” მატჩის მოლოდინშია.

საინტერესოა, პარალელურად რა ხდება ტურინულ ბანაკში ? – მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკა გადაწყვეტილი აქვს, გასარკვევი მხოლოდ რამდენიმე მცირე დეტალია.გუნდი 3-5-2 სქემით იასპარეზებს, კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, მის წინ კი ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი ითამაშებენ, მარჯვნივ დანი ალვეში, მარცხნივ სავარაუდოდ პატრის ევრა.იმ შემთხვევაში, თუ მირალემ პიანიჩი მზადყოფნაში იქნება, პირველივე წუთებიდან მინდორზე სწორედ ბოსნიელს ვიხილავთ, მის შემცვლელად კი ალეგრი მარიო ლემინას განიხილავს, ცენტრალური ნახევარმცველების საკითხი კარგა ხნის წინ გადაწყდა, ვგულისხმობ სამი ხედირასა და კვადვო ასამოას.სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს მატჩს ტურინელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, გონსალო იგუაინი, მის ნაცვლად მინდორზე მარიო მანჯუკიჩი იქნება.რაც შეეხება ხორვატის მეწყვილეს, ალეგრის თქმისა არ იყოს, ვინ თუ არა პაულო დიბალა.

“იუვენტუსი” ( 3-5-2 ) – ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ალვეში, ხედირა, ლემინა, ასამოა, ევრა; დიბალა, მანჯუკიჩი

წყარო : Tuttojuve

22 thoughts on ““იუვენტუსის” სავარაუდო შემადგენლობა იებთან მატჩში

  1. დამესიზმრა, ნაღდად ვიცი:
    გოლს შეაგდებს მანჯუკიჩი.
    სკამზე დასვა ალექს სანდრო:
    არააო უკან სანდო.
    იბუღრავებს კიელინი
    ვით აქლემი, როგორც ვირი.
    შემიყვარდა მე ნათია,
    თაურს გათხრის ბენატია.
    დრო მიეცით პიაცას,
    ხუთ-ექვს კაცს კი მიაცვავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.