ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” გუსტავოს თაობაზე წინადადებას ამზადებს

ტურინის “იუვენტუსი” ცდილობს ლუის გუსტავო მანამ ჩაიგდოს ხელში, სანამ ბრაზილიელი “ვოლსბურგთან” ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს..

29 წლის ნახევარმცველის აგენტი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მგლების ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, თუმცა უკანასკნელ მომენტში საქმეში ჯუზეპე მაროტა ჩაერთო და სიტუაცია ოდნავ შეცვალა.მედიასეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიანკონერები ოფიციალური წინადადებით მიმართავენ “ვოლსბურგს” და შეეცდებიან გუსტავო უკეთესი წინადადებით მოხიბლონ, ისე კი, ლუისის ამჟამინდელ კონტრაქტს 2018 წელს ეწურება ვადა.

წყარო : Football Italia

38 thoughts on ““იუვენტუსი” გუსტავოს თაობაზე წინადადებას ამზადებს

  1. ჯერ წერენ გუსტავოზე ჭორიაო და მასეთ ნაგავს არ მოიყვანს მარტოაო. მოიყვანს ამ ლუის გუსტავოს და საიტის ადმინისტრაცია თავისი რამდენიმე ოუზერით ეგრევე მონათლავს ძალიან ძლიერ ცენტრად.
    მერე კიდე იტყვიან პესიმიზმიო და ბოდვებს მოყვებიან.
    ვიდალი რომ გავუშვით გავძლიერდით მერე? წელს პოგბა წავიდა და პიანიჩი დადეს, რომელიც ვიდალის წავსლის გამო დასუსტებას უშველის. ამიტომ პიანიჩზე ნუ აბბ ოყინებთ რაღაცას.
    გაყიდვებზე ხმას არ ამოვიღებ. პერეირა რა ფასად გაუშვეს. ახლა ძაძასაც იაფად გაყიდიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.