ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაპელო : “იუვენტუსი წელს უფრო ძლიერი იქნება”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კორიერე დელო სპორტის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“ჩვენთვის, იტალიელებისთვის შეუძლებელია ისეთი ტრანსფერების განხორციელება, როგორსაც მადრიდის რეალი ან ბარსელონა ახორციელებენ.უდიდეს ფინანსურ რესურსს ფლობენ პსჟ, ბავარია და ინგლისური გუნდებიც.მიუხედავად ამისა, ლა ლიგასა და პრემიერლიგას შორის დიდი განსხვავებაა, ინგლისელებს არ შეუძლიათ მესი, რონალდო, ბეილი, სუარესი ბენზემა ან გრიზმანი იყიდონ.ვფიქრობ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი სერიოზულად გააძლიერებს მანჩესტერს.”

“იუვენტუსი ? – ისინი გასულ სეზონთან შედარებით გაძლიერდნენ, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა შეუძლია.ტურინელთა მთავარი სიძლიერე სამკაციანი დაცვაა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მცველითაც ალეგრის გუნდი კარგად თამაშობს.ნაპოლი ? – იტალიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენ გოლს გაიტან, შესაბამისად, მთავარი ბომბარდირის დაკარგვა ნეაპოლელებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.რომამ სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვანი სვლები განახორციელა და ვნახოთ, რამდენად აჩვენებენ ისინი შედეგს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კაპელო მაგარი ხარ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x