იგუაინი “ნაპოლის” ფანებს : “მადლობა ყველაფრისთვის”
გონსალო იგუაინი ხვალ პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს ტურინის “იუვენტუსის” მაისურით, დღეს კი არგენტინელმა სოციალური ქსელის მეშვეობით “ნაპოლის” ფანებს მიმართა..
“ხვალ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი და გამოცდილება იწყება, პირველ მატჩს ჩავატარებ ახალ გუნდში, ფანებთან ერთად, რომლებმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.ხვალიდან მე და თქვენ, ნაპოლის ქომაგები ერთი მიზნისთვის სხვადასხვა სახელით ვიბრძოლებთ, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც თქვენგან ნეაპოლში გატარებული სამი წლის განმავლობაში მივიღე.არასდროს დაგივიწყებთ..”
რა პასუხს გასცემენ მოღალატედ შერაცხულ იგუაინს ნეაპოლელი ფანები, ჯერ-ჯერობით უცნობია..
იგუან არ არინ მადლობის ღირსი ისე მოგეგცენ