ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს კიელინის “ჩელსიში” ხილვა სურს

ბრიტანული პრესა ჯორჯო კიელინისთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს..

The Sun – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტეს ჯორჯო კიელინის შეძენა სურს.დაცვაში შექმნილი პრობლემების გამო ლონდონელებს დაცვის ხაზის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად სწორედ იტალიელ ფეხბურთელს მიიჩნევენ.32 წლის ცენტრალურ მცველს ბიანკონერებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა მოლაპარაკებები ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მალე დასრულდება.კონტე მზადაა ჯორჯოს სანაცვლოდ ტურინელებს 25 მილიონი ფუნტი, ანუ 28.9 მილიონი ევრო შესთავაზოს.მცირეა შანსი იმისა, რომ ფეხბურთელმა შავ-თეთრების დატოვება გადაწყვიტოს, შესაბამისად, კონტეს ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდება.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10_means_alex
10_means_alex
8 years ago

კი გეგონოთ რო იუვე ჯორჯოს 100 ლიმონად არ გაუსჰვებს. ლიელო არ წავა უბრალოდ 15 მილიონ ხელფასზეც კი, იმიტო რო ნაღდი კაცია და არა მონა. იუვეს ხელმძღვანელობას რაც შეეხება მაგათი იმედი აღარ მაქ რო ვინმეს სადმე არ გაუშვებენ. ვინმე სერიოზული ტიპი თუ გვყავს ეხლა გუნდში, მხოლოდ ისინი ვინც უარი თქვა თიტონ წასვლაზე, ან გადმოსვლა კონკრეტულად მისი სურვილიდან გამომდინარე იყო.

8 years ago

კონტე იუვეს იქით ვერ იყურება. შეგვეშვას რა.

VIKING
VIKING
8 years ago

ტურინში არ აპირებს ეს კაცი ჩამოსვლას?რა შეგვჭამა ტო,დაგვანებე რა თავი ანტონიო…

bneli
bneli
8 years ago

Momaval kapitani me bonuchi minda markiziistan ertad:)

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დავაი კონტე რა

forza bianconeri
8 years ago

კიელო იუვეს ლეგენდაა 11 წელი იუვენტინო და გუნდის ვიცე კაპიტანი :love: კარიერას ტურინში დაასრულებს :forza:

osvaldo ardiles
8 years ago

განწირული მცდელობა. 100 მილიონადაც არ გაუშვებს იუვე კინგ კონგს. ბუფონის მერე ის უნდა გახდეს ჩვენი კაპიტანი. :forza: :forza:

vaxo19
leo 1999
8 years ago

მოკლედ იუვენტუსს დაცვა ყავს უმაგლესი დონის :forza: :forza: :forza: :forza:

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

თვითონ კონტემაც კარგად იცის რომ იუვეში არიან მოთამაშეთა ის კატეგორია რომელიც ფულზე არ იყიდებიან და რაღა აზრი აქვს რამდენს შესთავაზებენ თითოეულს ბუფონი, კიელინი, ბონუჩი და ბარძალი.

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x