ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძას მამა : “ვესტ ჰემის წინადადება კონკრეტული და მეტად საინტერესოა”

სიმონე ძაძას მამამ, ანტონიო ძაძამ გაზეტამერკატოსთან ინტერვიუში მისი შვილის გარშემო არსებული სიტუაცია მიმოიხილა..

“სიმონე გერმანიაში მეგობართან ერთად ჩავიდა და ვოლსბურგის წინადადება განიხილა, თუმცა რეალურად სულ სხვა სიტუაცია დახვდა, ვიდრე ელოდა.გამორიცხული არაფერია, თუმცა გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებების აღდგენის მცირე შანსი არსებობს.ვესტ ჰემის შემოთავაზება მეტად კონკრეტულია, ვნახოთ, იუვენტუსი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.ბებერ ქალბატონთან ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი აქვს და აქ დარჩენა ცუდი არ იქნებოდა, თუმცა სათამაშო დრო ფორვარდისთვის მნიშვნელოვანია.აღსანიშნავია, რომ მაროტას არ სურს ძაძა პირდაპირ კონკურენტში გაყიდოს, შესაბამისად, მილანთან, რომასთან ან ნაპოლისთან მოლაპარაკებები ინტერესის გაჩენის შემთხვევაში რთულად წარიმართება.”

წყარო : Football italia

29 thoughts on “ძაძას მამა : “ვესტ ჰემის წინადადება კონკრეტული და მეტად საინტერესოა”

  1. გამარჯობა ბებრებო :mrgreen: იუვენტუსი ფავორიტია მოგების, რომას არ მჯერა რო გაქაჩოს,არც ნაპოლი, ინტერი საერთოდ მგონია უეფასთვის იბრძოლებს, ერთადერთი კონკურენტი მილანია ტUმცა ტრანსფერი თუ არ გაკეთდა 31 აგვისტომდე 1ში შემოვალ და მოგილოცავთ ჩემპიონობას :)) ლიგაზე იმედი მაქვს იუვეს

    1. ანუ შენ ამბობ, რომ მილანი გაუწევს კონკუტენციას იუვეს? რა ტრანსფერები უნდა გააკეთოს მილანმა ასეთი მითხარი :mrgreen: სპალეტის რომა კაი ფეხბურთს უბერავს. რაც შეეხება მილანს, დონარუმას უთხარით მადლობა თორე უდიდესი სირცხვილი იქნებოდა თქვენი გუნდისთვის. პრობლემა არაა მწვრთნელში, პრობლემა თავად მილანია და მისი განვითარების პროექტი. შენ წარმოიდგინე ჩინური მილანი რა იქნება :mrgreen:

      1. მე ვთვი ტრანსფერებს თუ გააკეთებს კონკურენტუნარიანი იქნება თქო ეხლა ისეც აშკარაა რო ვერრ გაუწევს კონკურენციას, ცნობისთვის ან ამ ფანჯარაზე ან ზამთრის უნდათ თუ არუნდათ 100 მილიონი უნდა დაიხარჯოს

    2. კაი თუ ძმა ხარ გაჩერდი მილანის კუნკურენტობა რა ვთქვი ტორინოს რო პენალი გაიეტანა თამაჰას ვერ იგებდა პირველს ვინც ზემოთ ახსენე ისინი ხო საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს

  2. ინტერზე ვფიქრობდით უმრავლესობა რომ იუვეს მთავარი კონკურენტია და კიევოსთან 2-0-ს აგებს ამასობაში :chuvak: არადა რა კარგი შემადგენლობა ყავთ

  3. ნაპოლი იგუაინის გარეშე იგივეა რაც ნაპოლი კავანის ან მარადონას გარეშე :chuvak: კაროჩე სუსტია რა. მერტენსი, ინსინიე და ჰამშიკი მაგრები ყავთ მაინც, მაგრამ დრისი და მარეკი ასაკში შედიან

  4. ნაპოლს ერხევა პესკარასთან დვა ნოლს აგებს პირველ ტაიმს იგუ აღარ ჰყავთ და იჰლება გუნდი უკვე მემგონი

  5. პაიე არ ჩანს ვესტჰემში, არც სასტავში არც სათადარიგოებში და არც დატრამვულების სიაში …

    ვაიმე, ძაძა რომ მანდ გაყიდონ და პაიე დაითრიონ რა თქმა ფულის დამატებით, ეგ იქნება სასწაული რამე. მამენტ პოგბას საერთოდ დავივიწყებ სამუდამოდ :achuu: :forza:

  6. უახლესი ინფორმაციით რუბენ ნავასი შესთავაზა ხორხე მენდესმა იუვეს. აქ მახსოვს ბიჭები აქებდნენ და ადიდებდნენ, მართლა ძაან ნიჭიერი ბიჭია. თან არც 1 ტური უთამაშია პორტუგალიის არც რომასთან ლიგის საკვალიფიკაციო ზნაჩიტ წასვლა უნდა. თუ მოიყვანენ კარგი იქნება მარა 19 წლის ბიჭზე პოგბას წასვლის წნეხის დაწოლა რამდენად იმოქმედებს კარგად ეგ მეორე საკითხია

  7. იგუაინმა ძაძაზე ნიჭიერი გაბიადინი გააქრო საერთოდ ფეხბურთიდან )) ხოდა ზაზასაც ეგ ელოდება , ამიტომ კარგი იქნება თუ სხვაგან წავა და სათამაშო დრო ექნება ) იუვეში მყარად იჯდება სკამზე და საერთოდ დაიკარგება

  8. პოგბას წასვლის შემდეგ მხოლოდ ასეთ იუვენტინოებს ვცემ პატივს https://www.facebook.com/Juventus/videos/1470525679641323/ ბავშვობიდან იუვეს რო გულშემატკივრობენ და ფულის გამო რომ არსად გაიქცევიან :love:

  9. 3 თავდამსხმელით ვაპირებთ სეზონის ჩამთავრებას ამას რომ ვუშვებთ? არ გამოვა ეგ ამბავი. მატრი აღარ დავინახო გუნდში!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.