ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს კიელინის “ჩელსიში” ხილვა სურს

ბრიტანული პრესა ჯორჯო კიელინისთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს..

The Sun – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტეს ჯორჯო კიელინის შეძენა სურს.დაცვაში შექმნილი პრობლემების გამო ლონდონელებს დაცვის ხაზის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად სწორედ იტალიელ ფეხბურთელს მიიჩნევენ.32 წლის ცენტრალურ მცველს ბიანკონერებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა მოლაპარაკებები ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მალე დასრულდება.კონტე მზადაა ჯორჯოს სანაცვლოდ ტურინელებს 25 მილიონი ფუნტი, ანუ 28.9 მილიონი ევრო შესთავაზოს.მცირეა შანსი იმისა, რომ ფეხბურთელმა შავ-თეთრების დატოვება გადაწყვიტოს, შესაბამისად, კონტეს ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდება.

წყარო : Football Italia

9 thoughts on “კონტეს კიელინის “ჩელსიში” ხილვა სურს

  1. კი გეგონოთ რო იუვე ჯორჯოს 100 ლიმონად არ გაუსჰვებს. ლიელო არ წავა უბრალოდ 15 მილიონ ხელფასზეც კი, იმიტო რო ნაღდი კაცია და არა მონა. იუვეს ხელმძღვანელობას რაც შეეხება მაგათი იმედი აღარ მაქ რო ვინმეს სადმე არ გაუშვებენ. ვინმე სერიოზული ტიპი თუ გვყავს ეხლა გუნდში, მხოლოდ ისინი ვინც უარი თქვა თიტონ წასვლაზე, ან გადმოსვლა კონკრეტულად მისი სურვილიდან გამომდინარე იყო.

  2. განწირული მცდელობა. 100 მილიონადაც არ გაუშვებს იუვე კინგ კონგს. ბუფონის მერე ის უნდა გახდეს ჩვენი კაპიტანი. :forza: :forza:

  3. თვითონ კონტემაც კარგად იცის რომ იუვეში არიან მოთამაშეთა ის კატეგორია რომელიც ფულზე არ იყიდებიან და რაღა აზრი აქვს რამდენს შესთავაზებენ თითოეულს ბუფონი, კიელინი, ბონუჩი და ბარძალი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.