ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი იგუაინზე, პიანიჩზე და კონკურენტებზე საუბრობს

კიელინი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა:


“სტარტით ბუნებრივია კმაყოფილები ვართ.. მითუმეტეს ნუ დაგავიწყდებათ, რომ უმეტესობა ჩვენთაგანი გუნდს გვიან შეუერთდა სანაკრებო ბატალიების გამო.

რომა? დედაქალაქელები ჩვენთან შედარებით უკეთეს კონდიციებში იმყოფებიან, რადგან მათ ლიგაზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს.

ინტერი და ნაპოლი? იმედი მაქვს სწორ ბალანს იპოვნიან.

ლაციოს კარგი და მებრძოლი გუნდი ჰყავს.. შარშან გარკვეული პრობლემები ჰქონდათ ფანებთან, მაგრამ იმედი მაქვს სიტუაცია საბოლოოდ დალაგდა.. მითუმეტეს ბიელსას გიჟური საქციელის შემდეგ გუნდში ტიფოზერიის საყვარელი ფიგურა მოვიდა.. ინძაგის მათი მხარდაჭერა აუცილებლად დაჭირდება.. მათ წინააღმდეგ დიდი შეხვედრა უნდა გავმართოთ.. ჩვეულ სტილში ლაციოს ნამდვილად ვერ დავამარცხებთ.

იგუაინის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არასოდეს შეგვპარვია.. უბრალოდ რთულია ერთი ქალაქიდან მეორეში გადაბარგდება, რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.. მაგრამ გონსალოს სასახელოდ უნდა ითქვას, საკუთარი თავის დემონსტრირება საუკეთესო კუთხით დაიწყო და თითოეულ სამწვრთნელო სესიაში მაქსიმუმს დებდა..

პიანიჩი უნიკალურია.. მას არა აქვს პოგბას და მარკიზიოს მახასიათებლები, მაგრამ გააჩნია საკუთარი.. მოედნის იდეალური ხედვა, სტანდარტულების უზადო შესრულება და ბურთის ბრწყინვალე კონტროლი.. დარწმუნებული ვარ მირალემი ყბა-დაღებულ რეჯისტას პოზიციაზე დიდ დახმარებას გაგვიწევს.

ერთი სიტყვით ახალწვეული აქ მოსაგებად მოვიდნენ და ყველას დაუმტკიცებენ, რომ გუნდმა სახსრები სწორი კუთხით გაიღო..

ჩვენ კი შეგვმატებს ახალი სისხლი.. როგორც ანდრეა ანიელიმ განაცხადა, გუნდი თითოეული ტიტულის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს”.

14 thoughts on “კიელინი იგუაინზე, პიანიჩზე და კონკურენტებზე საუბრობს

  1. აუ ჩემი სადამდე უნდა ათრიოს მარტო იუვენტუსმა იტალისიის სახელიის დაცვა ევროპაჰი მეცოდება რა იუვე რო არა იტალიური ფეხბურთი მკვტარია და გაცოცხლდება თუ არა ეს კიდე საკითიახავია

  2. აი რომ ვამბობდი და ფეისბუქზე გამოვაქვეყნე, რომ რომას რთული მეტოქე ეყოლებათქო ლამის დამწვეს რომას ფანებმა! :loool:

  3. სად არიან რომას ფანები 5-0 მოვიგებთ სახლში ბურთს გადავახევთ თავზე პორტოსო, ვერც სპალეტი ვეღარ შველის მემგონი ამათ, სასუოლო უფრო ორგანიზებულად და ჟირკიანად ტამაშობს გაცილებით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.