ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ტურინული გამომცემლობა ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:
ბუფონი – 6 – ზეიმი შეიძლებოდა კალინიჩს ჩაეშალა.. სხვა მხრივ ჯიჯი უფრო მეტად ფეხებით თამაშობს და დიდად დაკავებული ნამდვილად არ ყოფილა.
ბარძალი – 6.5 – ანდრეა ალვეშის ფლანგზე ირჯება და მისთვის საკმარისია უბრალოდ ბრაზილიელის ზონა დაიცვას მაშინ, როდესაც პარტნიორი შეტევაში ერთვება. სხვა მხრივ რა უნდა ითქვას.. რაც უფრო ასაკი ემატება უფრო და უფრო მარტივ თამაშს ეჩვევა.. ზედმეტი დაძაბვის გარეშე იგებს ორთაბრძოლებს.
ბონუჩი – 6.5 – ამ თამაშის შემდეგ ყველა მიხვდებოდა თუ რატომ აპირებდა გუარდიოლა 60 მილიონის გადახდას.. იდეალური ორგანიზატორი როგორც დაცვაში ასევე წინა ხაზში.. გრძელი დიაგონალური გადაცემები.. მაგალითად ალვეშზე.. ლეო გუნდს მუხტავს.
კიელინი – 6.5 – დაუღალავად ირჯება და ეხმარება გუნდს საჭირო ეპიზოდებში. დაცვაში, როგორც ყოველთვის ხისტია.. საგულისხმოა, რომ ხედირას დიდ დახმარებას უწევს.. ერთი სიტყვით ჯორჯო ფორმაშია.
ალვეში – 7 – აქტიურია საკუთარ ფლანგზე.. ხშირად მიიწევს წინ და ცდილობს დიბალასთან შეთამაშებას. როდესაც პიპიტა იდეალურ კონდიციებში იქნება, მაშინ მათი ხილვა საინტერესო იქნება.
ხედირა – 7 – როდესაც ხედირა ჯანმრთელია და ფორმაშია, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი ნახევარმცველია.. ტაქტიკურად განსწავლული, ბრწყინვალე ფიზიკური გაბარიტების მქონე ჭკვიანი შუახაზელი.. გაიტანა და მანამდე ერთი კარგი შანსიც გაუშვა ხელიდან.. ცენტრში მის წინააღმდეგ ფლორენციელებს ძალიან უჭირდათ რაიმეს მოფიქრება.
ლემინა – 6.5 – ახალგაზრდა მაგრამ უკვე ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ მარიო კარგი ნახევარმცველია.. მეორე ტაიმში ეს უფრო მეტად გამოჩნდა, როდესაც უფრო მარტივად დაიწყო ასპარეზობა. რიგ ეპიზოდებში თავის გამოჩენის კუთხით ოდნავ ზედმეტს აკეთებს, რის გამოც იუვე ბურთს კარგავს.
ასამოა – 7 – დაუღალავი გადაადგილება და ბრძოლა! დიახ, ეს ის კვადვო ასამოაა, რომელსაც ვიცნობთ! თუ განელი ფორმას შეინარჩუნებს და მომატებას განაგრძობს, ეს იუვეს დიდ დახმარებას გაუწევს.. როგორც მარცხნიდან – ცენტრში ასევე სხვა როლში ასამოა ნამდვილად საიმედო კადრი გახდება.
ალექს სანდრო – 6 – შეტევაში ნაყოფიერია.. მის წინააღმდეგ ასპარეზობა ფლოენციელებს ნამდვილად გაუჭირდათ.. თუმცა, დაცვაში.. ამ მხრივ სანდროს ევრასგან ბევრი რამ აქვს სასწავლი.. კალინიჩის გოლი სრულად მისი დამსახურებაა.
მანჯუკიჩი – 6.5 – სტანდარტულად.. იბრძვის თითოეული ბურთისთვის.. ცდილობს მცველები მუდმივი პრესინგის ქვეშ ამყოფოს.. თავად კი პარტნიორებისგან ბურთს რამდენიმეჯერ იღებს.
იგუაინი – 7 – ორი მიღება და ერთი გოლი.. ტიფოზერიამ პიპიტა უკვე ამ წამიდან შეიყვარა.. ფორვარდი რომელიც აკლდა იუვეს..
დიბალა – 7 – მართალია ვერ გაიტანა, მაგრამ 2-3 დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა.. მეტოქე მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა და თავდასხმაში რიგ ეპიზოდებში რიცხობრივ უპირატესობას უქმნიდა პარტნიორებს.
ალვეშს არ ეკუთვნის მაგდენი. ან ხედირას და ასამოას დაუწერონ უნდა მეტი. ალვეში ძალიან ხშირად კარგავს ბურთს და 10-დან 2 გამოსდის დადებითი.
ალვეშს 2 ქულა ეკუთვნის,რა თქმა უნდა,მაგრამ სხვა ნეგატივიც ბევრი იყო თამაშში,მაგალითად ბუფონს 1 ქულა ეკუთვნის,რადგან ერთხელ დაურტყეს კარში და ისიც გაუშვა…

ლოგიკური ჰეფასებეაა ყველასი