ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა ლონდონს უახლოვდება, მატუიდი ტურინს

დღის ბოლოს სკაი სპორტმა ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო სიახლეები შეაფასა..

უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ სიმონე ძაძა “ვესტ ჰემში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა.მხარეებმა ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს და უახლოეს დღეებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.სიმონე ჩაქუჩებთან ოთხ ან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რა დროშიც მისი ანაზღაურება 3,5 მილიონი ევრო იქნება, რაც შეეხება ბებერ ქალბატონს, ტურინელები ჯამში 28 მილიონი ევროთი გაზრდიან ბიუჯეტს, თუმცა ეს თანხა ნაწილ-ნაწილ იქნება გადახდილი.ძაძას ლონდონში შაბათს ელიან, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ იგი სლავენ ბილიჩის განკარგულებაში იქნება.

რაც შეეხება ბლეიზი მატუიდის, მის თაობაზე მაროტა პოზიტიურადაა განწყობილი.მინო რაიოლა მაქსიმალურად ცდილობს პარიზელების დაყოლიებას და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ტრანსფერი 22,5 მილიონ ევროდ დაიხუროს.29 წლის ნახევარმცველს ბიანკონერებში ასპარეზობა სურს და პსჟ – ში სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას ნამდვილად არ აპირებს.

წყარო : Tuttojuve

14 thoughts on “ძაძა ლონდონს უახლოვდება, მატუიდი ტურინს

  1. ხამესი მაღალ ხელფასს თუ არ დახამდა,რეალურია ტრანსფერი რეალი ყიდის,იუვე იყიდის…

  2. ჰალა მადრიდმა ახალი სტატია დაწერა ხამესის ბოლო მატჩიო რეალში და ბოლო ბოლო მართალია ვითომ???იგუანზე რომ უარს ამბობდა მაროტა არ ვიყიდითო და სამ დღეში მოაყომარა მასეა ვითომ???რამე ახალი სტატიები არ დაწერილა ადმინ???

    1. WTF :chuvak: აუ ისე დიეგო არმანდო რა იყო… იუვეს გულშემატკივარი კი ვარ, მაგრამ ეგ კაცი მაინც ყველა დროის საუკეთესოდ მიმაჩნია

  3. ოფიციალურად!!!
    ბროზოვიჩი იუვეს ფეხბურთელია.
    ტრანსფერი 31 მილიონი ევრო დაჯდა.

  4. “29 წლის ნახევარმცველს ბიანკონერებში ასპარეზობა სურს და პსჟ – ში სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას ნამდვილად არ აპირებს.” იუვეში ძირითადის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, ამისთვის საჭიროა ხედირას, ასამოას, მარკიზიოს და პიანიჩს აჯობოს. ალბათ კლადვოს და სემის ტრავმები რომ არ აწუხებდეთ არც მოიყვანდნენ მატუიდის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.