ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ძაძა ვესტ ჰემში გადაბარგებასთან ახლოსაა”

“ლაციოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“უპირველეს ყოვლისა, იმ ფეხბურთელებზე გავაკეთებ კომენტარს, რომლებიც განაცხადში არ იმყოფებიან. სიმონე ძაძა ლონდონში იმყოფება და ვესტ ჰემში გადაბარგებასთან ახლოსაა, გუნდს დატოვებს ლუკა მარონეც, ლეონარდო ბონუჩი კი პირადი მიზეზების გამო ტოვებს ბიანკოჩელესტისთან დაპირისპირებას.

ლიგის კენჭისყრა ? – ერთადერთი, რაც ამ მომენტისთვის მაინტერესებს იტალიის ჩემპიონატია, ხვალ მეორე ტურის შეხვედრა გველის, თან ძალიან მნიშვნელოვანი.ლაციალეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მათ დრამატულ მატჩში მოიპოვეს გამარჯვება ატალანტას წინააღმდეგ.დედაქალაქში სტუმრობისას მარტივი დაპირისპირებები არ არსებობს, სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ლიგას რაც შეეხება, სევილია ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროპის ლიგა სამჯერ მოიგო, შესანიშნავი შედეგია. სამპაოლი მაღალი დონის სპეციალისტია, თუმცა უნაი ემერისგან ოდნავ განსხვავებული.ჯგუფში მყოფი სამივე გუნდი სერიოზულ კონკურენტებს წარმოადგენენ ჩვენთვის, თუმცა მოდით, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ტურნირის დაწყებამდე სანაკრებო პაუზებია.”

“მატუიდი ? – სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი ჩემი მოვალეობა ნამდვილად არ არის, ის რაც ჯუზეპე მაროტამ თქვა, მისი უფლებაა.ამ მომენტისთვის მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ, შემდეგ შესვენებებია და კვლავ ვინოვოს დავუბრუნდებით.შემადგენლობა ? – რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტია, მაგალითად, ვინ ითამაშებს მცველების წინ, პიანიჩი თუ ლემინა.მირალები მწყობრშია და საკმაოდ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ადაპტაციის გავლას გარკვეული პერიოდი სჭირდება.იგუაინი იდეალურ ფორმას უახლოვდება, ბოლო დღეებში გონსალოს მცირე ტკივილები აწუხებდა და ამიტომ ხვალ ძირითადში მანჯუკიჩი იქნება.”

“დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ და რა ტაქტიკა გვაქვს არჩეული, ზოგჯერ ლემინას მსგავსი ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე გვჭირდება, ზოგჯერ ტექნიკური.გარწმუნებთ, იქნება მატჩები, როცა პიანიჩის წინ სამი ფორვარდი იასპარეზებს, დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი ან პიაცა.ყველაფერს თითოეული დაპირისპირების წინ გადავწყვეტ, ასე იყო წინა კვირას და ასე იქნება ხვალ.მინდა გითხრათ, რომ დაცვის მხრივ პიანიჩს არანაირი პრობლემა არ აქვს, იგი ფიზიკურ ბრძოლებში შესვლას არ ერიდება და მცველების წინ შესანიშნავად ასპარეზობს.”

“ბონუჩის არ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ოთხი მცველით ვითამაშებთ, ლეოს ბენატია ჩაანაცვლებს, ან ბენატია, ან დანიელე რუგანი.მეტოქეები ? – მათზე ნამდვილად არ ვფიქრობ, წარუმატებელი სტარტი არაფერს წყვეტს, შარშან ათი თამაში გაგვიჭირდა ფორმაში ჩადგომა, თუცმა დავბრუნდით.მახსოვს, სადღაც წავიკითხე, მანჯუკიჩს გოლები ვერ გააქვს და იუვენტუსი სკუდეტოსთვის ვერ იბრძვისო, შემდეგ ყველაფერი პირიქით მოხდა.პირველი მატჩების შემდეგ თუ გავაკეთებთ დასკვნებს, ტიტულისთვის ვერც ინტერი იბრძოლებს და ვერც ნაპოლი, რომას კი ოთხშაბათს ხასიათი გაუფუჭდა.11 კაცის წინააღდეგ 9 ფეხბურთელს ბრძოლა გაუჭირდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა სპალეტის კარგი გუნდი ჰყავს და ისინი იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძლებენ.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Egre idzaxoda marota iguze Ar gadavixdit amxela tanxaso, xamesi ro gadmovides gavartyi pogbas iset gunds shevkravt :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

cuadradoze kidev rodamde apireben ase gagrzelebas…datanxmdnen mag gamosyidvis punqts tu egari problema,gana ra tanxas itxoven londonelebi
mand kontec magars axurebs mgoni dakanca apirebs brzolas

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

peseje naxe raa rogor gvevachreba kapikebze(magattvis)
vitom gushin shemdgarI transferi am wutasac ki buqsaobs ert adgilas
presac imena chorbiuroa ra

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

raxdeba ragaca miyuchda saiti statiebis da komentarebis mxrivac
nu ivlisis tvestan shedarebit ratqmaunda ;-) tore dgis ganmavlobashi namdvilad sakmao statia ideba,arada mgoni piriqit unda iyos,saatebiga rcheba fanjris daxurvamde da axla iqneboda kargi e.w. non stop rejimi ;-)

aravis ar viwvev,jigrul pontshi vambob da ubralod azrs vafiqsireb :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

xamesi kargia mara 10 mxolod dibalas

bugitto
8 years ago

თუ ხამესი ან ისკო არ მოვიდა 3-5-2 ტაქტიკას ვერ ავცდებით…
მარკიზიო
ხედირა მატუიდი
პიანიჩი
დიბალა იგუაინი
რაღაც არ მგონია

lasha khvichia
G10
8 years ago

Gvtrolaven :D

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Auu xamesi halamadridze gamoigloves da beta martla gadmovides, chavcvat 10 ekutvnis iseti magaria :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

gabigoli gaaoficialura interma…principshi aq skami unda gaetbo da mament verc gaamtyuneb

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

vafshe da sxva iuventusic xomar arsebobs? an sxva marota? :lool:
sad awydebian martla mag infoebs,an rashi awyobt tu shegnebulad txzaven :chuvak:
mesmis zogadad subieqturi infoebi vrceldeba xolme roca piriqit yiduloben fexburtels . . .
da eseni imena dzalit agdeben xamess gundidan :lool:lool:

lasha naxucrishvili
8 years ago

ნახეთ რა საკაიფოდ დაჯდა ლიგის კალენდარი იუვესთვის :) მშვენიალურია.

DP10
DP10
8 years ago

იმიტომაა კარგი პირველ კალათაში მოხვედრა.

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

ჰალამადრიდზე მაროტას კომენტარი გაიჩითა ხამესი გვსურსო,მაგრამ პერესთან მოლაპარაკება რთულიაო :))))) საიდან ჩითავენ ამინტერვიუს ესიზმრება მაგ საიტს :)))

jjj jjj
8 years ago

დანი ალვეშსაც გაუკეთებია კომენტარი ხამესზე))) ესენი მართლა რას ეწევიან? :lool: ჰალამადრიდ.ჯი = ასავალ დასავალი

kaxaber chantladze
8 years ago
Reply to  jjj jjj

ხამესის 10 ნომრიანი იუვეს მაისური თუ ნახე?

lasha khvichia
G10
8 years ago

Sad naxe ? . . An egeti xo ar iyo dibalas 10 nomriani ro iyo fotoshofit gaketebuli

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ნუ ხა მურიდებული კაცი ერთი სახლჰი ყველა თამაჰს მოვიგებთ

juv
juv
8 years ago

ჯიჯო. ალვეში.კელინი.ბონუჩი.სანდრო. მარკიზიო.ხედო.მატუიდი. ხამესი გიბალა იგუაინი. და გამოვიდეს ბებისმიერი. ზამენაზე კუადრადო .

ანზორი
ანზორი
8 years ago
Reply to  juv

პიანიჩის ადგილი არ მოიძებნა შენ ფორმაციაში თუ რა მაფიაა?!!!!! :D

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x