მაროტასა და იუვენტუსის ხელმძღვენელობის სასამართლო

დამცველი – 70% გულშემატკივებისა
მოსამართლე – იუვენტუსის სიყვარული
მოსარჩელე – ქასრა
ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული წესების მქონე სპორტია, მაგრამ საერთოც ბევრი აქვთ. პირველი და მნიშვნელოვანი ესაა გუნდურობა, სეზონური მარათონი და ტრანსფერები.
მაგრამ ფეხბურთი წინ უფრო დგას თავისი მასიური ინტერესით, პრეს გაშუქებებითა და აურაცხელი გულშემატკივარით. სეზონის განმავლობაში ველოდებით თითოეულ მატჩს, ვგულშემატკივრობთ და სეზონს ხან მაჟორულ ნოტაზე ვამთავრებთ ხან…
აი შემდეგ კი, იწყება ორ-სამ თვიანია ნერვიულობა, ათასი იმედების გაჩენა და იმედგაცრუება, ათასი ჭორ/მართალის მოსმენა და ბოლოს 30 აგვისტოს ვღებულობთ
სრულ/დასრულებულ სახეს.
არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი, ათას რამეს დაგვპირდნენ, ათასი რამე დავიჯერეთ, ვირწმუნეთ, ბოლოს კი რა მოხდა? მოდი ერთად გადავავლოთ თვალი და გავასამართლოთ მაროტა და კომპანია.
– ქასრა: ბატონო მოსამართლევ, მე ხელთ მაქვს ციფრები თუ რა თანხა დაიხარჯა წელს იუვენტუსის ბიუჯეტიდან.
– მოსამართლე: შეგიძლიათ წარმოადგინოთ.
– ქასრა: პიანიჩი 32, პიაცა 23, იგუაინი 90, (ნახევარს გაისად გადაიხდიან) ლემინა 9,5 ბენატია 3. ანუ ჯამში: 157,5 მლ
– მოსამართლე: ანუ დიდი თანხა დახარჯულა და თქვენ კიდევ რას ითხოვთ?
– ქასრა: პატივცემულო მოსამართლევ, ახლა შემოსული თანხის რაოდენობა მინდა გაგაცნოთ:
– მოსამართლე: გისმენთ.
– ქასრა: სკიავონე 0,4 პადოინი 0,6 გაბრიელი 1, ფიორილი 1, ბუჩელი 1,2 მაგნუსონი 2,5 ისლა 4, პერეირა 13, მორატა 30, პოგბა 75, + ძაძა 28, მარონე 5, ჰერნანეში 7-8 მიდის, მაგრამ ეს ბოლო სამი ჯერ კიდევ არაა ფაქტი, შესაბამისად მათ არ ვათვლი დაკრებილ თანხას, რომელიც 128,7 მილიონს შეადგენს.
შესაბამისად გამოდის, რომ დახარჯულ 157 მლს, გამოვაკლოთ იგუაინში გაისად გადასახდელი 45 მლ და მივიღებთ დახარჯულ 112 მლს და გამოდის, რომ იუვენტუსი წელს საკუთარ ბიუჯეტს არც კი შეხებია და ამ მომენტისათვის 16,7 მილიონიან მოგებაშია. ახლა ამ თანხას დავუმატოთ რომას გავარდნით მიღებული 10 მლ და + რა პოტენციური მილიონები შემოვა ძაძა (28), მარონე (5), ჰერნანეშის (7-8) წასვლით, გამოდის რომ იუვენტუსის ბიუჯეტი 50მლს სცდება და საკუთარი 2016-2017 წლის ბიუჯეტიდან თანხა 50მლ რაც გამოიყო ტრანსფერებისათვის ხელშეუხებელია! ასე რომ, ამ მომენტისათვის იუვენტუსს აქვს საშუალება 100 მილიონი კიდევ დახარჯოს დარჩენილ 3 დღეში! შესაბამისად, მარტივად შეიძლება ერთი ,,ჩამშლელის” და ერთი გამთამაშებლის მოყვანა, ისკო ან დრაქსლერი ან როდრიგესი… კუადრადო არენდით და ჩამშლელად მატუიდი. მაგრამ რა იქნება დარჩენილ 3 დღეში? ბროზოვიჩი თუ გუსტავო?!
– მოსამართლე: დაასრულეთ?
– ქასრა: დიახ პატივცემულო, დავასრულე და ეხლა დამცველებმა და ნაფიცმსაჯულებმა გამოიტანონ სწორი განაჩენი, ჩემი ბრალდება უსაფუძვლოა, თუ სამართლიანი! გმადლობთ ყველას…
Your comment is awaiting moderation…
რომ წერს ჩემს კომენტარებზე, დაგიშავეთ რამე? :)
გულშემატკივრები ხართ თუ ბუღალტრები? გუნდი სპორტული შედეგით უნდა შეაფასოთ და არა მაყუთის ტრიალით.
პ.ს.: არშემდგარ გაყიდვებს რომ უმატებთ, არშემდგარი ყიდვებიც გამოაკელით ბარემ. ისე პოგბას ფულსაც ორ ნაწილად იხდიანო.
პ.ს.ს.: არავინ არაფერს არ დაგპირებიათ.
ყველაზე დიდი დანაშაული პოგბადან მეტი ფულის არ გაკეთებაა მარტო მაგიტო უნდა გაუკეთო სასიკვდილო ინექცია ბრუციანს კაცმა )))
მატუიდი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია…ასე თანაბრად ჩაშლას და შეტევას (ანუ ერთ დონეზე) ძალიან ცოტა აკეთებს…
მატუიდი დღეს მსოფლიოს ერ-თ ერთ0 საუკეთესო შუახაზელია…ასე თანაბრად ჩაშლას და შეტევას (ანუ ერთ დონეზე) ძალიან ცოტა აკეთებს…
BUTIGGO რა თქმა უნდა,უნდა ხარჯავდეს,მე უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეთ,რომ სწორი წარმოდგენა გვქონდეს ფინანსებზე… ბარემ აქვე დავამატებ,რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა,რო არა ექსორის ახალი მეგაგარიგება,რომლითაც კომპანიამ მომგებიანი კაპიტალდაბანდება გააკეთა,მაგრამ ფაქტიურად არ დარჩა თავისუფალი თანხები იუვესთვის გამოყოფას რო აპირებდნენ… თუმცა იუვემ ფაქტიურად დაასრულა მსხვილი დაბანდებები და ამიერიდან სერიოზულ დივიდენდებს მიიღებენ,გაისად კი საწუწუნო არაფერი ექნებათ.გაიზრდება სახელფასო ფონდიც.
შარშან ვიდალი რომ გაყიდეს მოგებაზე გვინდოდა კლუბი გასულიყოო 32 მილიონი რაც ავიღეთ 2 მილიონი მოგებაზე გაგვიყვანა და უნდა გვეჩვენებინა რომ მომგებიანი ბრენდია იუვეო მახსოვს კომენტარები კლუბის ხელმძღვანელობის და ნეტავ წელს თუ არ გამოყვეს ბიუჯეტი ტრანსფერებიდან რას იტყვიან მაგრად მაინტერესებს
აქ არის გასული წლის სრული ფინანსური მიმოხილვა http://www.sports.ru/tribuna/blogs/businessfoot/833672.html
ორიგინალური იდეაა ქასრა. კარგია!
რაც შეეხება ტრანსფერებს: მატუიდი ცხენ-ჯორაა, არ მომწონს მაგრა სასარგებლო ტიპი შეიძლება გახდეს ჩვენთვის -ტაქტიკა გააჩნია.
აი რაც შეეხება ხამესას თუ გავიფორმეთ ძალიან მაგარი იქნება. არის ეგ იმ დივიზიონში სადაც პოგბა, აზარი და კომპანია არიან. დიდი ფეხბურთელია, აქვს ის „რაღაც„ რაც ყველა სუპერსტარს აქვს ხოლმე.
მაგრამ, არ მჯერა რომ მოიყვანენ. იმედია დამაჯერებენე :)
ხამესი და მატუიდი ჩვენი გახდება. მატუიდი 29 აგვისტოს, 31–ში ხამესი. კუადრადო საეჭვოა რაღაც. მაგრამ უარს არ ვიტყოდი…
იმედია ხამესს გავიფორმებთ და კიდევ კვადრატას
ევროპა ლიგის კენჭისყრა რომელზეა ?????
Qasra როგორ ხარ ფეისზე?
Giorgi Kasrashvili – ბევრი იქნება და დაამატე ის, სადაც ბავშვთან ერთად ვარ, იუვეს ქოვერიაქ :)
ხამეს როდრიგესის აგენტმა, კლიენტთან დაკავშირებით ისაუბრა…
„ტურინის „იუვენტუსთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ საქმის მიმდინარეობის გამო სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ძალიან მალე ყველაფერს შეიტყობთ.“
„პრეზიდენტ პერეს უშუალოდ შევხვდი და გარკვეულ საკითხებზე ვესაუბრე. მთავარი თემა როდრიგესი იყო.“
ესენი ამბობენ არაფერი ხდებაო და აგერ აგენტი რას ამბობს. იმედია გამოვა ეს საქმე

გულშემატკივრები ხართ თუ ბუღალტრები? გუნდი სპორტული შედეგით უნდა შეაფასოთ და არა მაყუთის ტრიალით.
პ.ს.: არშემდგარ გაყიდვებს რომ უმატებთ, არშემდგარი ყიდვებიც გამოაკელით ბარემ. ისე პოგბას ფულსაც ორ ნაწილად იხდიანო.
პ.ს.ს.: არავინ არაფერს არ დაგპირებიათ.
ძალიან კარგი თემა წამოწიე,მაგრამ რამდენიმე შესწორებას შევიტან: მორატას ტრანსფერი იუვეს დაფარული არ ჰქონდა,ამიტომ 17 მილიონი მიიღო მხოლოდ.ასევე გასათვალისწინებელია წინა წლების ტრანსფერების ვალდებლებები,რომელმაც წელს 45 მილიონი შეადგინა.ჯამში -52 მილიონი…
რომელი სატრანსფერო ვალდებულებები ძმა?
წინა წლების განვადებები,მაგალითად დიბალა.. ყველა არ მახსოვს,ორი თვის წინ წავიკითხე ოფიციალური ინფორმაცია.
ეგ ხო მაგრამ წინა წელს 55 მილიონი გამოყვეს სატრანსფერო ბიუჯეტიდან რაც იუვეს დონის კლუბისთვის მინიმალურია… ანუ იმას ვგულისხმობ რომ წელს გვაქვს დასაფარი თუ იქეთ წელს არ აქვს მნიშვნელობა … წლის ბალანსია მთავარი … 10 წელიი რო აიღო იუვეს დონის გუნდმა მინიმუმ 400-500 მილიონი უნდა გამოვიდეს … და ყოველი წლის ბალანსით ისაზღვრება შემდეგ… წელს მარტო მანჩესტერი 300 მილიონზე ავიდა მგონი თუ პრეტენზია მართლა გვაქვს ლიგაზე -50 მილიონი წლიური ბალანსი ტრანსფერებზე სასაცილოა იუვეს დონის გუნდისთვის ამაზეა საუბარი
შემდეგ სასამართლოს 31 აგვისტოს მოვაწყობ, როცა 30-ში სარამოს დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა :)
Bugitto
ეს სტატია ძმა სწორედ შენი დამსახურებით დავწერე, მომეწონა შენი გუშინდელი კომენტარი, დავსქრინე და დღეს გამოვიყენე სტატიაში ციფრები…
გენაცვალე ძმა და მეც ეს დავწერე მიხარია თუ შენც ამ აზრზე ხარ … იუვეს სიყვარული გვაერთიანებს ჩვენ ყველას
მაგრად შრომობ ამ საიტისთვისაც და ყველა ბიჭებისთვის და მადლობა პირადად ჩემგან ამ საქმისთვის რასაც იუვეს და იუვენტინოებისთვის აკეთებ 
ჯიგარი ხარ <3 ფეისბუქზე მნახე :)
Gანაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება :D
სტრასბურგის სასამართლოა?:-) მე ვეთანხმები ქასრას))) იუვეს თავისუფლად შეუძლია ხამესის მოყვანა თუ თანხებთან დაკავშირებული პრობლემაა მარტო.
ზუსტად ასე ვფიქრობ მეც მაგრამ არამგონია მატუიდის და კვადრარო გარდა ვინმე შევიძინოთ
:D