ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩეჩარინი იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

სპორტმედიასეტის პოპულარული ჟურნალისტი ნიკოლა ჩეჩარინი იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს:

“ბიანკონერი, რომ მატუიდის მალე გააოფიციალურებს ამას წყალი არ გაუვა..

მაროტამ სასურველ შედეგს მიაღწია და დარჩენილია უკანასკნელი დეტალების მოგვარება.. ბიანკონერის ტრანსფერი 22 მილიონი და ბონუსები დაუჯდება. საგულისხმოა, რომ მატუიდის გაშვება პსჟ-ს არ სურდა, მაგრამ ფეხბურთელის ჯიუტმა სურვილმა იუვეს საქმე იოლი გახადა.

კუადრადოსთან ანალოგიური სიტუაციაა, მაგრამ აქ პრობლემა მთლიანად ანტონიო კონტეშია, რომელსაც არ სურს კოლუმბიელთან დამშვიდობება.. შესაძლოა მისი სიყვარული ცალმხრივია, მაგრამ როგორც ჩანს იტალიელი სპეციალისტი ამითაც კმაყოფილია.. იუვე არ ნებდება, მაგრამ ჩელსისთან ურთიერთობას ის ფაქტიც ართულებს, რომ მაროტას დიდად არ კლავს სურვილი კონტრაქტში “აუცილებელი გამოსყიდვა” შეიტანოს..

და ბოლოს სიმონე ძაძა.. მისი ბედი მსგავსად მატუიდისა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და იტალიელი კარიერას ვესტ ჰემში განაგრძობს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მატუიდი დაითრიე იუვე და მაგარი იქნება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x