მატუიდი? რაიოლა საქმეშია..

მატუიდის თაობაზე მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს:
საქმე ფინანსურ საკითხს ნამდვილად არ ეხება.. ბიანკონერი მზადაა ინვესტირებისთვის, მაგრამ პრობლემას თავად პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ჰქმნის..
მათ ჯერ კიდევ სწამთ, რომ მატუიდი პსჟ-სთვის საჭირო კადრი იქნება.. თუმცა, არ ეკითხებიან ფეხბურთელს, რომელსაც არ სურს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა და მოცდა თუ როდის მისცემს მწვრთნელი მინდორზე გასვლის საშუალებას..
მინო რაიოლა საქმეშია და თუ ვინმემ არ იცის, გეტყვით, რომ იგი მატუიდის საფეხბურთო აგენტია.. კულუარული ინფორმაციით სწორედ იგი ცდილობს მატუიდის ტრანსფერის გამოსყიდვას და მოთამაშის ტურინში წაყვანას.. რაიოლას სიჯიუტეს და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ იუვეს კარგი შანსი აქვს..
40 მილიონის გამომუშავებაზე 500,000 აკლდება წელს და ბარემ მატუიდის გაჩარხავს.