ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ზედიზედ მეორედ “გადააგდეს”

სიტუაცია მატუიდისთან დაკავშირებით ძალიან წააგავს ერთ ჩვენთვის არასასიამოვნო ეპიზოდს:

დეჟავიუ, რომელიც მაროტასთვის ცივი შხაპის ეფექტს ატარებდა..

იუვეს გენერალური დირექტორი დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდა მატუიდისთან მოლაპარაკებებს, რომელიც თანახმა იყო კარიერის ტურინში გაგრძელებაზე..

საგულისხმოა, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგაც კი ბეპე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ..

ყველაფერი გუშინ გვიან ღამით შეიცვალა, როდესაც პსჟ-ს არაბმა მფლობელმა ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწია.. წლიური 8 მილიონი ევრო.. დიახ, სწორედ ამ ციფრების გამო მატუიდი კარიერას პარიზულ კლუბში განაგრძობს..

იუვენტუსი კი უკვე მეორედ ზედიზედ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მთავარი მიზნის გარეშე რჩება..

27 thoughts on “იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ზედიზედ მეორედ “გადააგდეს”

  1. მატუიდი თუ არ გადმოვიდა ეგ არაფერი.. თქვენ იყავით კარგად, ამის გამო ნერვებს ნაღდად არ ავიშლი

    ბოლო წლებში ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც დამენანა რო ვერ ვიყიდეთ აგუერო იყო.. 5 მილიონი დაენანა იუვეს მაშინ

  2. მოიყვანენ გუსტაოს და პულიც დარჩებათ აბა ისე როგორ თუ ტრანსფერებიდან ფული არ დაგჩა

  3. ფუი,ჯანდაბა…უკვე ამევსო მოთმინების ფიალა..
    ვიტსელს თავი ვერ მოაბეს,ესეც გაუშვეს ხელიდან.სისოკოს ბენიტესი გაუათმაგებს ალბათ ხელფასს.ლუის გუსტავოს ალბათ განვადებით გამოიტანენ(ჰო,გამოიტანენ)და ტკბილ ლუკმად კოვაჩიჩის განვადებასაც მოაყოლებენ… :down:

  4. ბიჭო გადამრევთ მე თქვენ. გონებასუსტები ხართ? ან რამე უარესი? როგორ შეიძლება ზედიზედ მეორე წელს ყლაპავდეს და ფეხბურთელის და ნორმალური ვარიანტის გარეშე ვრჩებოდეთ. ვერატის და კროოსის მოთხოვნით არ გამოვდივართ და იმასაც არ გვაცლით გუსტავო არ გვინდოდეს.
    ის დიავარა მაინც დაედოთ საყრდენად.
    რა ხოტბას ასხამდა ადმინისტრაცია მაროტას, შარშანდელი რომ აღარ მოხდეს, ეგრევე მოიყვანა პიანიჩიო. რეალობის აღქმაში გიჭირთ მაგრად. ცენტრი ახლა გვყავს სუსტი და აპრავეთ რამდენიც გინდათ ეგ მაროტა და გუსტავო ნათლეთ ახალ ვიეირად

  5. რაიოლა არ ცენზურა – მაგის ჭორების გამო დათანხმდნენ პოგბას გაშვებას სანაცვლოდ მატიუდზს სთავაზობდა. მაგ ცენზურასთან აღარ უნდა ითანამშრომლოს არავინ.

  6. ამას ურჩევნია ხამესი ან ისკო მოათრიოს ან საერთოდ არავინ. ერთი კუადრადო დავიბრუნოთ და ეგაა :forza:

  7. მერე და ეს სასიხარულო ინფორმაცია არააა???

    ად გვინდოდა მატუიდი როცა:

    ხედირა, ლემინა, სტურარო, ასამო გვყვავს? + მარკიზიო და ჰერნანეში და ამდენი ჩამშლელი ად გვინდა რააად?! თან 29 წლის 35მილიონად? კაით რა…

    ეხლა მთავარია გუსტავო და ბროზოვიჩი არ მოათრიოს

  8. გაანებონ ამ საყრდენს თავი ბევრი ფეხბურთელი გვყავს ეგეთი პიანიჩი მარკიზიო ხედირა სტურარო ლემინა ერნანეში ასამოა. მოიყვანონ ხამესი და დამთავრდება ცენტრშიც შეუძლია თაამაში და კრეატივსაც შეიტანს გუნდში ი ვსიო

  9. გაყიდო მორატა 30 მილიონად + პოგბა 105 პერეირა 13 + ძაძა 25 და იყიდა პიანიჩი 32 იგუაინი 90 მილონად თხა გავყიდე თხა ვიყიდეო იგივე თემა გამოდის, პორტუ ვართ თუ იუვე ტო

  10. ოფიციალურად მაროტას დე და ყველაზე მოთხოვნადია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე

  11. სისოკო არ ჯობს ამას ყველაფრით??? რა გაუყარეს შეიხების ფეხბურთელს, თავიდანვე სისოკო ჯობდა და შანსიც მეტი იქნებოდა ამდენი ძალა და ენერგია რომ ჩაედოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.