ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#Qasra -ს წინასამატჩო მიმოხილვა

სერია-Aს მე-2 ტურში, იუვენტუსი დედაქალაქს ეწვევა და ადგილობრივ ლაციოსთან ეცდება მორიგი 3 ქულის აღებას:


ჩვეულებისამებრ გთავაზობთ წინასამატჩო მცირე მიმოხილვას:

როგორც პირველ ტურში, იუვენტუსი აქაც 3-5-2 ტაქტიკით გავა მოედანზე სათამაშოდ.

კარს რათქმაუნდა ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, ბონუჩის არ ყოფნაში (საოპერაციოა მისი შვილი) ბარძალი-კიელინისთან ერთად დაცვის ხაზის ტრიოს, ახალწვეული მეჰდი ბენატია დააკომპლექტებს. ფლანგებზე ლიხშტაინერი და ალექს სანდრო გაირჯებიან. ნახევარდაცვის ტრიოშიც ცვლილებებია, რადგან მარიო ლემინას ნაცვლად, ახალწვეული მირალემ პიანიჩი იქნება ძიითადში. თავდასხმაში კი მეტია შანსი, რომ არგენტინული დუეტი ვიხილოთ.

გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ სიმონე ძაძა და ლუკა მარონე, რომლებიც ალეგრის განცხადებით უკანასკნელნი იქნებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში გუნდს დატოვებენ. შესაბამისად ჰერნანეში გუნდში რჩება. ძაძა ლონდონშია და ვესტჰემთან აფორმებს კონტრაქტს, მარონეს კი ბელგიური ვარეგემი ეპატიჟება.

რაც შეეხება სათადარიგოთა სკამს, საჭიროების შემთხვევაში, ალეგრის შეუძლია შემდეგი ფეხბურთელები იხმოს მწვანე მოედანზე:

ნეტო, აუდერო, რუგანი, ალვეში, ევრა, ლემინა, ჰერნანეში, პიაცა, მანძუკიჩი.

პირველ ტურში, ფიორენტინასთან ნაჩვენებმა თამაშმა გვაჩვენა, რომ მარკიზიო-პოგბა-პიანიჩის გარეშეც, კარგად გამოიყურება ნახევარდაცვის ხაზი. დღეს კი ძირითადში ვიხილავთ მირალემ პიანიჩს, რაც იძლევა იმის იმედს, რომ ბიჭები შინ 3 ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდებიან.

რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინა ტურში, ბერგამოში 4 გოლის გატანა შეძლეს. საგოლე ანგარიში გახსნა ახალწვეულმა და იუვენტუსის აკადემიის აღზრდილმა ჩირო იმობილემ, რომელიც იუვენტუსს გოლის გატანაზე უკვე მე-4 კლუბით ემუქრება, ვნახოთ რამდენად მოახერხებს ახალგაზრდა იტალიელი იმის გაკეთებას, რაც დორტმუნდი, სევილია, ტორინოში თამაშის დროს ვერ მოახერხა. ასევე საინტერესოა ლაციოს შეტევითი პოტენციალია როგორ აისახება გატანილი 4 გოლით, თუ ეს ატალანტას სისუსტეზე მიუთითებს? ასევე არ დავივიწყოთ, რომ ამ ,,სუსტმა” 3 გოლი უთავაზა სიმონე ინძაგის და მის შეგირდებს.

მცირე სტატისტიკისათვის: შარშანდელ სეზონში იუვენტუსი ლაციო ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და 4-ვეჯერ ბიანკონერებმა იმარჯვეს. თან ისე, რომ ლაციომ გოლოს გატანაც კი ვერ მოახერხა. (2-0, 2-0, 1-0, 3-0)

მოკლედ დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00ზე იტალიის ჩემპიონატის მეორე ტური, ლაციო – იუვენტუსის დაპირისპირებით გაიხსნება და შაბათის უიქენდი ნაპოლი-მილანის ჯახით დასრულდება.

წარმატებები ჩვენს ბიჭებს. ფორცა იუვე!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: მოვიგებთ აუცილებლად

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

bolobolo pogbadan ra tanxa dagvrcha?

Qasra
Qasra
8 years ago
Reply to  Dutch

“ბონუჩის არ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ოთხი მცველით ვითამაშებთ, ლეოს ბენატია ჩაანაცვლებს, ან ბენატია, ან დანიელე რუგანი. – ალეგრი

გიგა
გიგა
8 years ago

ქასრა ალეგრიმ ბონუჩის არ ყოფნის გამო ოთხი მცველით ვითამაშებო და შენ სტატიაში გიწერია 3-5-2ით გავლენოო გაასწორო ცუდად არ მიიღო :forza: :forza:

Qasra
Qasra
8 years ago
Reply to  გიგა

მადლობა ინფორმაციისავის, მაგრამ მე ვნახე ბენატია შეცვლის ბონუჩისო და :)

ვნახოთ, ამიტომ ჰქვია ამას წინასამატჩო, რომ ვარაუდები გამოითქმება და სიზუსტეს მოითხოვს შემდეგი სახის ინფორმაცია, მაგ: ვინაა დისკვალიფიცირებული, ვინაა განაცხადში, ვინ ტრამვირებული, რომ მერე სათადარიგოზე არ ვეძიოთ და რატო არ ათამაშებს ბონუჩისო არ იკითხონ შუია თამაშისას… :)

Forza Nedved
Forza Nedved
8 years ago
Reply to  Qasra

ალეგრიმ ისიც თქვა იგუს მუხლი თუ რაღაც აწუხებსო და ძირითადში მანძუ იქნებაო :)))

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x