მაროტამ კუადრადოს ტრანსფერი “ჩელსისთან” შეათანხმა
აქსელ ვიტსელის მსგავსად ტურინულ გზას ადგას ხუან კუადრადოც..
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტამ ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ხვალ კოლუმბიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.არისტოკრატების საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ბებერ ქალბატონში არენდის წესით 5 მილიონ ევროდ დაბრუნდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 20 მილიონი იქნება.სკაის ცნობით, ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ კუადრადო გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს შავ-თეთრი მაისურით, გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.ხვალ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და წესით ტურინში ფიორენტინას ექს-წევრსაც უნდა ველოდოთ.
Xo da ertit naklebi matchi atamashon da rgaaaa:):) gamovida witcelze daklebuli tanxa amas moxmardeba