ხვალ ვიტსელი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
ბელგიური და იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქსელ ვიტსელი ტურინში მიფრინავს..
მოლაპარაკებები “იუვენტუსისა” და “ზენიტის” ხელმძღვანელობას შორის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც სჩანს, მხარეებმა საერთო ენა გამონახეს.ბელგიელი ფეხბურთელი ბიანკონერებში 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გააგრძელებს კარიერას, სამედიცინო შემოწმებას კი ხვალ გაივლის.როგორც გითხარით, რამდენიმე წუთის წინ მოთამაშის თვითმფრინავმა ტურინისკენ აიღო გეზი და დილიდან ჩვენი ვებ-გვერდი ვიტსელის პირველ ტურინულ დღეს გააშუქებს.
Kargi bichia sakamod da pasi xo saertod
ხოხ. ეს კაი ამბავია მართლაც რომ.