ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სასტუმრო ,,ბებერი ქალბატონი 1897″ | #Qasra

ასე და ამგვარად, დასრულდა ზაფხული, მივესალმებით შემოდგომას, ვხურავთ დარაბებს და იანვარში ზამთრის ჰაერის შესასუნთქად ისევ გავაღებთ ერთი თვით.


ბევრი დამსვენებელი მივიღეთ და გავუშვით, ბევრი წელსაც მოვიდა…

2 წლიანი დასვენების შემდეგ მორატა შინ დაბრუნდა.

პოგბას 5 წლის წინ უთხრეს, ცუდი მხვეტავი ხარო, და სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ისიც ადგა იტალიაში წამოვიდა, ბევრი ხვეტა, სტაჟი მიიღო, აიმაღლა დონე და ისევ უკან დაბრუნდა, რათა დაამტკიცოს, რომ კარგი მხვეტავი იყო.

მისი ოთახის ნომერი დაუთმო კასერესმა, მაროკოელ მეჰდი ბენატიას.

ასევე კაცურად მოიქცა რუბინიო, რომელმაც შვეიცარის პოზიცია ახალგაზრდა თანამშომელ აუდეროს გადაულოცა.

ტურინიდან, სარდინიაზე გადაბარგება და ბიზნესის აწყობა გადაწყვიტეს ისლამ და პადოინმა, რომლებსაც საცხოვრებელ კორპუსში მათი ძველი ნაცნობი მარკო სტორარი დახვდა.

ინგლისში გაემგზავრნენ პერეირა, ძაძა და კუადრადო, მაგრამ არგენტინელისაგან და იტალიელისაგან განსხვავებით, კოლუმბიელმა ლონდონური პასპორტი შეიცვალა და ტურინში დაბრუნდა, რობერტომ და სიმონემ კი ტურინული მოქალაქეობა დათმეს და უოტფორდისა და ვესტ ჰემის პასპორტები აიღეს.

და ბოლოს, იყო ერთი კინგსლი კომანი, რომელმაც ჯერ საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში ვერ იშოვა სამსახური, ეწვია ტურინს და შეიფარეს, შემდეგ კი მიუნხენში გამოცხადებულ ვაკანსიაზე გავიდა, ქასთინგი გაიარა და დღეს უკვე სამუშაო ვიზაც მისცეს.
ახლა კიდევ ჩვენს ახალ დამსვენებლებზეც ვთქვათ:

კასერესმა რომ მისი ოთახი მაროკოელ მეჰდი ბენატიას დაუთმო ეს უკვე ავღნიშნე.

ასევე ვთქვათ კონტრაქტ გასულ დანი ალვეშზეც, რომელსაც სამუშაო ვიზა არ გაუგრძელეს კატალონიაში, და როგორც გვჩევია მასაც დახმარების ხელი გავუწოდეთ და შევიფარეთ 2 წლიანი ვიზით.

დედაქალაქიდან ტურინში გადმოვიდა საცხოვრებლად მიალემ პიანიჩი, რომელიც ჯერ სამსახურში, ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ გასულა.

ფინანსურად დასუსტებული მარსელი, საბოლოოდ დატოვა და ტურინში საცხოვრებელი და სამუშაო ვიზა მიიღო, მარიო ლემინამ, რომლის ტურინში დასაქმება 9,5 მილიონი დაჯდა.

მანკუკიჩმა მისი თანამემამულე მარკო პიაცა დაპატიჟა ტურინში თავისთან, რომელიც იცხოვრებს ოთახში, ნომერი 20. მას სამწუხაროდ ზაგრებთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლა არ დასცალდა და შესაბამისად ბათუმის პიაცაზეც არ ყოფილა.

და ბოლო სტუმარიც, რომელიც ვიპ ნომერში მოათავსეს ეს არის გონსალო იგუაინი, რომელიც მაროტას მიერ გაკეთებული განვადებით ნეაპოლს და უპრემიო წლებს თავი დააღწია.

ასე და ამგვარად, ტურინში არსებული სასტუმრო ,,ბებერი ქალბატონი 1897″ ბოლომდე დაიჯავშნა. გთავაზობთ მაცხოვრებლების სიას თავიანთი ოთახის ნომრების მიხედვით:

1.ბუფონი 3.კიელინი 4.ბენატია 5.პიანიჩი 6.ხედირა 8.მარკიზიო

9.იგუაინი 11.ერნანეში 12.სანდრო 15.ბარძალი 16.კუადრადო

17.მანჯუკიჩი 18.ლემინა 19.ბონუჩი 20.პიაცა 21.დიბალა

22.ასამოა 23.ალვეში 24.რუგანი 25.ნეტო 26.ლიხტშტაინერი

27.სტურარო 32.აუდერო 33.ევრა

როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნე, ხელმძღვანელობა შეხედავს, შეაფასებს და აწონ დაწონის სასტუმროს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, იანვარისაკენ დარჩენილ ოთახებს, ნომრებით 2-7-10-13-14-28-29-30 გაარემონტებს და შემდეგ ისევ მიიღებს დამსვენებლებს. არის კიდეც უკვე ერთი ბელგიელი მსურველი, რომელსაც 28-ე ოთახიდან გადაშლილი ხედები მოსწონებია და იანვარს ელოდება, რომ რუსეთის ცივ კლიმატს ტურინში არსებულ კომპორტულ სასტუმროში შეაფაროს თავი.

2016-2017 წლების სეზონი ოფიციალურად გახსნილია. სასტუმრო ,,ბებერი ქალბატონი 1897″ კეთილ დასვენებასა და კომფორტულ სეზონს გისურვებთ.

 

სასტუმროს ადმინისრატორის მოადგილე: გიორგი ქასრაშვილი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დავით, ძალიან კარგია, უბრალოდ სულ არასწორად წერ ხოლმე – მედჰი ბენატიაა სწორი და არა მეჰდი ბენატია

დათკა
დათკა
8 years ago

არ დამიწერია მე ) შევასწორებ მერე ) ვიცი ვიცი მედჰი რომ არის )

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

რაც შეეხება ვიტცელის არ მოყვანაში მაროტას დადანაშაულებას ჩემის აზრით არაა სწორი,ზენიტი ითხოვდა 25-30 მილიონს როცა 2017 წელს კონტრაქტი უმთავრდება მოთამაშეს და სულ უფულოდ მოიყვანენ გუნდში,თან იკლავს თვითონაც თავს იუვე მინდაო,აგერ უკვე თებერვალში შეუძლია კონტრაქტი გააფორმოს გუნდთან და რომელი სჯობს ამ ზაფხულზე გადაყრილი 30 მილიონი თუ თებერვალში გაფორმებული კონტრაქტი უფასო???

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

აგერ მანჩესტერი გრანდია და რამხელია ბრენდია ბოლო ბოლო,მაგრამ ლიგა სულ მოგებული აქ 3-ჯერ მგონი,რამხელა ფულს ხარჯავს სატრანსფერო ბაზარზე ყოვეთვის,მაგრამ ლიგის მოგება ვერა და ვერ შეძლეს როგორც რეალი,ბარსა და ბაიერნი აკეთებს ამას,ადრე მილანი იყო მათ რიცხვში,ამით იმის თქმა მინდა რომ ფულს ხარჯავენ უზარმაზარს და ლიგის თასით გვისწრებენ მხოლოდ ერთით,აშკარად იუვეს ლიგის მოგება მომწიფებულია,ახლო მომავალში იუვე ჩემის აზრით დადებს თასს ალბათ უახლოეს 2-3 წელიწადში და ელკანს ბიზნესი ბიზნესად რჩება წარმატებული ხოლო მისი გუნდი სერია-ა-ს იგებს და იგებს პლიუს თასებს და ლიგის სერიოზული პრეტედენტია,ტიპი ფულსაც აკეთებს და ტიტულებსაც იგებს,ეხლა ჩვენ კი გვინდა მოიგოს სულ ლიგა,მაგრამ ისინი მაინც ბიზნესმენები არიან სხვანაირად უყურებენ თავიანთ საქმეს

Samtrediel90
8 years ago

ხოდა რო ხარჯავენ და ვერ იგებენ ეგაა საქმე,შენ დაუხარჯველად გინდა მოიგო რამე? თან მანიუ ყოველთვის ნაღდად არ ხარჯავდა დიდ ფულს,ეხლახანს დაიწყო მაგ უაზრო ტრანსფერების კეთება რაც ფერგი წავიდა მას მერე.გაამდიდრეს საუთჰემპტონი :დ მანამდე რავი 98დან ფეხბურთს ვუყურებ და მაგათი რამე დიდი ან სენსაციური ტრანსფერი არ მახსენდება,ძირითადად ახალგაზრდებს ყიდულობდა სულ რუნიი რონალდო სმიტი ნანი ფერდინანდი ვიდიჩი ნისტელროი ესენი ყველა .მანჩეში გახდნენ ვარსკვლავები… ან კიდე თავისი სკოლის აღზრდილებზე აკეთებდა აქცენტს

ომგ
ომგ
8 years ago

Mანჩე ფულს როდის ხარჯავდა შემახსენე ასე ჩახედული კი ყოფილხარ ფერგიმ სუ 2 ტრანსფერი ქნა მგონი ანდერსონი პერსი დალშე ყველა მანდ იქცა ვარსკვლავად თან ინგლისში არ ისვენებენ შობაზეც + ათასი რჯულის თასი და ძან გადაღლილები. Aრიან

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

თქვენ როგორ გგონიათ ძმებო მაროტა,რომ არ სჭირდებოდეს ელკანს და ანიელის იქ ვინმე მაგ თანამდებობაზე გააჩერებს???არცკი დაფიქრდებიან ისე გაუშვებენ გუნდიდან და მიაყოლებენ კიდე ბევრს კიდე ვინც არ მოეწონებათ,მაგრამ მაროტა მათ დაკვეთას იმენნა იდეალურად ასრულებს, ტიპი არის უნიკალური მენეჯერი,ყველანაირად ჯდება ელკანის და ანიელის გემოვნებაში,გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ რომ იუვეს გამონაკლისი სიტუაციების გარდა არ ხარჯავს ძალიან დიდ ფულს ბაზარზე,მაგალითად იგუანის მოყვანა იყო ის,რომ წავიდა პოგბა და შემოსული თანხით მოიყვანეს იგუ პლიუს პიანიჩი ანუ ჩაჯდნენ იმ თანხაში თითქმის თორე ესენი ეძებენ იაფად და მერე ყიდიან ძვირად, ჩვეულებრივი ბიზნესი,კიდევ ერთხელ ვიმეორებ კლუბის პოლიტიკაა ასეთი და არანაირი მაროტა,მათ აწყობთ ესე, კარგია თუ ცუდი,ლიგას მოიგებენ თუ არა… Read more »

Samtrediel90
8 years ago

მაგარი სტატიაა საღოლ … ეხლა ვიტსელს რაც შეეხება,არ მყავდეს ეგეც ვიეირა… სულ არ მინდოდა მაგის მოსვლა,ისე ელოდებოდა სასტავი გეგონება მხსნელი მოყავთო,არაფერი ტოპ იგროკი ეგ არ არი ვერც გამოცდილებით დაიკვეხნის ვერც მიღწევებით და არც ისეთი კლასის პატრონია რო მაგის გარეშე ვსიო უშანსოდ ვიყოთ.ნუ იგივეს ვიტყვი მატუიდზე გუსტავოზე და სხვებზე.მაგათ რომელიმეს მოყვანას მე პირადად ლემინას და ჩვენ ახალგაზრდებს მიეცეს შანსი მირჩევნია,არავიზე ნაკლებები არ დადგებიან… მაგრამ არ იფიქროთ რო მაროტას ვიცავ ტიპი უნიათობის და უკლასობის განსახიერებაა,მიუხედავად იმისა რო სულ არ მწყენია ვიტსელუს ვერმოსვლა მაინც როგორ შეიძლება ზენიტიდან ვერ გადმოიყვანო კაცი რომელსაც იუვეში უნდოდა სულით და გულით თამაში და უამრავი კლუბი დაბლოკა… სულ როგორ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ადმინ შემადგენლობის გრაფა ძველი მოთამაშეები ახლით შეცვალეთ თუ შეიძლება???

OLD Juventus
OLD Juventus
8 years ago

კარგი სტატიაა :-)

ჟორიკა
ჟორიკა
8 years ago

თქვენ პიანიჩის თამაში როდის ნახეთ ბოლოს? ) რეალურად 26 წლისაა უკვე ძალიან ბევრი აქვს დამტკიცებული და რა დონის ფეხბურთელია აააზე ლაარაკი სასაცილოა. ახალი თაობის ნახევარმველებში, პირლოს ყაიდის პასის მქონე მოდრიჩიღაა შემორჩენილი მარტო და გინდათ თუ არა მეორე მირალემია. რომელიც 26 წლისაა მხოლოდ რა კიდევ განვითარება შეუძლია ბევრად. გუნდს კიდევ 1 ნახევამრცველი ჭირდებოდა ეს ფაქტია და დიდი მინუსი მაროტასი 31 აგვისტოს 12 საათამდე რო მიიყვანა ეგ საქმე თორე, პიანიჩის შესაძლებლობებსი ეჭვის შეტანა უბრალოდ ფეხბურთის უცოდინრობაა და სხვა არაფერი

zuriko vacheishvili
8 years ago

ერნანეში ლაციოში მაგარი იყო მერე მოუკლო პიანიჩიდან ბევრს ველით ყველა

jjj jjj
8 years ago

:up: :up: :forza:

juve goal
juventus vinci per noi
8 years ago

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სირცხვილია იუვე 10 ნომრის გარეშე და ამ ნახევარდაცვით ვერაფერს ვიზავთ პიანიჩი დიდად არ განსხვავდება ერნანეშისგან და მაგასაც გვანახებს ეს სეზონი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მაქსიმუმ მატრის უნდა ველოდოთ ისევ ზამთარში არაფერს დახარჯავს ანიელი. მოკლედ სერია ასთვის იბრძოლებს გუნდი . ჩემპიონთა ლიგაზე შანსი არ გვაქვს ჯგუფშიც დიდი ბრძოლებია გადასატანი გასვლა არ აქვს გარანტირებული გუნდს. პოგბასთან ერთად შოუ იყო იუვე ეხლა არის ცირკი

jjj jjj
8 years ago

პიანიჩიო :mrgreen:

OLD Juventus
OLD Juventus
8 years ago

მასეც არაა საქმე რომ სერეა ა სთვის ბრძოლების გადატანა მოგვწიწევს, გამოაჩინა 2 ტურმაც, ეგ დევს :)

ლიგის ჯგუფშიც პირველზე გავალთ წელს, ალბათ ერთსაც გავდალახავთ (თუ ვინმე ძაან ძLიერი შემთხვევით მეორეზე არ გავიდა) და აი მერე უკვე ოპტიმიზმი აგარ მაქვს :((((

იქნებ ზამთარში მაინც მოვიდეს ერთი გათამაშებელი (ოგონდ ვერ გავარკვიე ლიგაზე თუ შეეძლება თამაში) და იქნებ მეტიც ვქნათ :)

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:no

Bianconeri.10
8 years ago

საროლ ქასრა ! დავით , უფრო და უფრო იმატებს ეს არასასურველი კამანდის კომენტარები საიტზე,დააბრუნე სავალდებულო ავტორიზაცია :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Bianconeri.10

:up:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:juvee: :juvee: :forza: :forza: :up:

lashaam
ლაშა
8 years ago

მანდრაგორა ???

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza:

Qასრა
Qასრა
8 years ago

:chuk:

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

:lool: :lool: საღოლ დათკა ამდენი პესიმიზმის მერე მშვენიერ ხასიათზე დავდექი :lool: :lool:

BURATINO
BURATINO
8 years ago

ძალიან კარგია

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x