პიაცა : “ბუფონი ნამდვილი ფენომენი და ლეგენდაა”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, მარკო პიაცამ გაზეტა დელო სპორტს საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო, სხვა ქვეყანა, სხვა ქალაქი, ახალი ენა განსხვავებული ვარჯიშები.იმედი მაქვს, ამ ყველაფერს მალე შევეჩვევი.იუვენტუსს საოცარი სამყარო გააჩნია, წამით არ ვნანობ რომ არჩევანი ტურინულ გრანდზე შევაჩერე.პირველივე დღეს მივხვდი, რომ საოცარ ატმოსფეროში მოვხვდი, ისტორიული გრანდია.უმაღლესი დონის თანაგუნდელები მყავს, ტოპ კლასის ფეხბურთელები.ერთის გამოყოფა რომ მთხოვოთ, რა თქმა უნდა ჯანლუიჯი ბუფონს დავასახელებ.როცა მას ყოველდღიურად აკვირდები, ვარჯიშებზე, გასახდელში თუ თამაშის მიმდინარეობისას ხვდები, რომ უბრალოდ მოთამაშეს კი არა, ლეგენდას ხედავ.”
“3-5-2 სქემაში თავს მშვენივრად ვგრძნობ, მეორე ფორვარდად, თითქმის შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.რაც შეეხება ფლანგებს, ორივე მხარეს შემიძლია თამაში, მარცხნივ განსაკუთრებით კარგად ვგრძნობ თავს.მიყვარს მარცხნიდან ცენტრისკენ შემოსვლა და მარჯვენა ფეხით დარტყმა.ყოველდღიურად დაუღალავად უნდა ვიშრომო, საქმეს სერიოზულად ვეკიდები, მინდა საკუთარ შესაძლებლობებში ყველა დავარწმუნო.სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ? – შესანიშნავად მესმის, რომ ახალგაზრდა ვარ და ძირითადში მოხვედრა ჯერ გამიჭირდება, ამ ასაკში ასეთი დონის კლუბში მოვხვდი და მინდა ეს შანსი გამოვიყენო.”
“მანჯუკიჩი ? – მარიოსთვის იგუაინის გუნდში მოსვლა პრობლემა არ არის, მან იცის, რომ დრო ყველას მიეცემა.ჩემს თანამემამულესთან საუბარი მქონდა ტურინში გადმოსვლამდეც და მას შემდეგაც, ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი ადაპტაციაში მეხმარება.”
დელპიეროს რათქმაუნდა.ალექსამ იცოდა ეგეთი შესვლები;)
დასტოინი ტიპი ჩანს
მარცხნიდან შემოსვლა და მარჯვენა ფეხით დარტყმა, ეჰ ნეტა ვის მაგონებს