ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში

ტურინის “იუვენტუსიდან” ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს..

დავიწყოთ სამხრეთ ამერიკით და არგენტინის ეროვნული ნაკრებით.ალბიჩელესტე ურუგვაის საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა, ლეო მესის გოლით.ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა ბებერი ქალბატონის ერთ-ერთი ლიდერი, პაულო დიბალა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, მან პირველივე ტაიმში მიიღო ორი ყვითელი ბარათი და მოედნიდან გააძევეს.პირველი გაფრთხილება ტურინელთა შემტევს მცირე უხეშობისთვის უჩვენეს, ტაიმის მიწურულს კი პაულომ უხეში ვარდნა გაუკეთა ედინსონ კავანის და მსაჯი იძულებული იყო, არგენტინა მინდორზე 10 კაცით დაეტოვებინა.შემდეგ მატჩს ედგარდო ბაუზას გუნდი 7 ივნისს ჩაატარებს ვენესუელას წინააღმდეგ, თუმცა იმ შეხვედრაში დიბალა დისკვალიფიცირებული იქნება და სავარაუდოდ, ვადაზე ადრე დაუბრუნდება ვინოვოს ბაზას.ამ მომენტისთვის არგენტინელები 14 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.

ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა კოლუმბიის ნაკრებში ხუან კუადრადოც, რომელიც სულ ორი დღის წინ დაბრუნდა “იუვენტუსის” რიგებში.კოლუმბიელებმა ვენესუელა დაამარცხეს 2-0 ხამეს როდრიგესისა და მანელი ტორესის გოლებით.კუადრადო 70′ წუთზე ლუის მურიელმა შეცვალა.აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მასპინძლებმა ორი პენალტის გატანა ვერ შეძლეს, ჯერ კარლოს ბაკამ ააცილა, შემდეგ კი როდრიგესმა.კოლუმბია 13 ქულით მესამე ადგილზეა.

იოლი გამარჯვება იზეიმა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომლის შემადგელობაშიც დანი ალვეში გამოდის.სელესაომ სტუმრად ეკვადორს მოუგო 3-0, ნეიმარის გოლისა და გაბრიელ ჟეზუსის დუბლის წყალობით.ტურინელთა მარჯვენა მცველმა მინდორზე 90 წუთი დაჰყო.ლეონარდო ბაკის, იგივე ტიტეს გუნდი 12 ქულით მეხუთე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება წუხანდელ მეტოქეს, ეკვადორის ნაკრებს.აქვე გეტყვით, რომ 7 სექტემბერს კოლუმბიელები ბრაზილიელებს დაუპირისპირდებიან, ანუ ალვეში კუადრადოს წინააღმდეგ იასპარეზებს.

იტალიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა.ბარიში გამართული შეხვედრა სადებიუტო იყო ჯამპიერო ვენტურასთვის, გამოცდილმა სპეციალისტმა სამწუხაროდ მარცხით დაიწყო.ბიანკონერებიდან ძირითად შემადგენლობაში ჯიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი იმყოფებოდნენ, ამ უკანასკნელმა მატჩი სრულად ჩაატარა, დანარჩენი ორი მოთამაშე კი მეორე ტაიმში შეცვალეს.ოფიციალურ შეხვედრას იტალიელები 5 სექტემბერს ჩაატარებენ ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ.

ალბანეთთან მეგობრული მატჩი ჩაატარა მაროკოს ნაკრებმა, თუმცა მწვრთნელმა მეჰდი ბენატიას დასვენების საშუალება მისცა.შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.მაროკოელები 4 სექტემბერს აფრიკის თასის კვალიფიკაციაზე საო ტომეს და პრინციპეს ეთამაშებიან.

გერმანელებმა 2-0 დაამარცხეს ფინეთი, ეს ბასტიან შვაინშტაიგერის ბოლო მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში და ძირითადი აქცენტი სწორედ ბასტიზე გაკეთდა.სამი ხედირა სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მინდორზე არ შემოსულა.4 სექტემბერს გერმანელები ნორვეგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, ეს უკვე ოფიციალური შეხვედრა იქნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მაქს
მაქს
8 years ago

ტიპს მესის გვერდით ტამაშის გამო ერექცია ქონია და თავი გაიგდიო ამისგამოო, ვერ გაუძლო მის სიახლოვესო – იწერებიან დიბალაზე და მართალია ტუიცით :chuvak:
ჩუკენა დიბალას, რომ მესის ადარებენ აქანა პრიკოლია :boli:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაშინ ბრაზილიის ნაკრების თამაშს უყურე ჟორიკ და ნახავ სად თამაშობს ჟეზუსი ზუსტად რომ გამოკვეთილი ცენტრ ფორვარდია

გეგმიური ეკონომიკა
გეგმიური ეკონომიკა
8 years ago

ამას ხომ არ დაუტოვა ძაძამ თავისი რადიაცია. აბა ტიპი ჭიანჭველას არ ადგამსო ფეხს რომ იტყვიან ეგეთია და რა ჩეხაობა აუტყდა.

ცოტნე სამსონაშვილი

დიბალა დიდი კაცი გაიზრდება, ზუსტად იმას აკეთებს იუვეში რასაც მესი ბარსაში, სიღრმიდან იწყებს შეტევას დაჟე არგენტინაში მესი მაღლა თამაშობდა და უკან დიბი ჩამოდიოდა

loscafeteros
loscafeteros
8 years ago

კუადრადოზე ჩაააწორეთ
ძირითადში არ ყოფილა, სათადარიგო სკამზე იჯდა და 70 წუთზე შევიდა მოედანზე მიურიელის მაგივრად

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რაც შეეხება იმას რომ ბრაზილიელები ვერ თამაშობენ იუვეში ბავშური სისულელეა და მეტი არაფერი სანდრო ვერ თამაშობს თუ ალვეში ვერ ითამაშებს? ერთი დიეგოთი არაფერი არ იზომება

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჟორიკა სხვაგან ხარ მე პიაცას არ შევხებივარ

ჟორიკა
ჟორიკა
8 years ago

ვიცი რო არ შეხებიხარ. მე შევეხე ) და გეუბნები რო მაგის ალტერნატივად მოიყვანეს პიაცა ზუსტად. გუნდს ცენტრ ფორვარდი ჭირდებოდა და მაგიტო მოიყვანეს იგუაინი ჯესუსი მეორე ფორვარდია და მარცხნიდან თამაშობს. ეგ და დიბალა ერთად ვერ ითამაშებდნენ იმიტო რო არცერთია ცენტრ ფორვარდი გამოკვეთილი

8 years ago

აკი მესი ნაკრებიდან წავიდაო და პანიკაში რომ იყვნენ არგენტინის ფანები, ღადაობა იყო?

კაია, დიბალას ეგ წითელი, დაისვენებს და პახოდუ ჭკუას ისწავლის და იუვეში აღარ დაემართება ეგეთი რამე

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to 

მესიმ წააგო ფინალი, იტირა, წავიდა ნაკრებიდან, მერე ნახა რო იგუაინი აღარ შეიყვანეს განაცხადში და დაბრუნდა :D ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჩააკითხა ბარსელონაში და დაარწმუნა რო დაბრუნებულიყო.. მთელი არგენტინა კი ატირა რო დაბრუნებულიყო ნაკრებში და..

forza bianconeri
8 years ago
Reply to 

დიბალა უსამართლოდ გააგდო სუდიამ :blin:

ჟორიკა
ჟორიკა
8 years ago

ჯესუსი მოყავდათ მარა მაგის ალტერნატივა ნახეს პიაცაში. ბრაზილიელები ვერ თამაშოენ იუვეში. პიაცა არავიზე არაფრით ნაკლები ბიჭი არაა. ბრაზილიის ჩემპიონატში რომ ეთამაშა სადაც ბურთს არ ართმევენ ლამის ერთმანეთს ჯესუსზე მაგარი სტატისტიკა ექნებოდა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ელემენტალურად რომ დავფიქრდეთ ხალხო 90-ად სამი ფეხბურთელის მოყვანა შეეძლოთ ჟეზუსის ისკოსი და ვისტელის ან (ფაბრეგასის) და რომელი ჯობდა? იგუაინი? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს პირადად მე მხოლოდ ჟეზუსი ასი თავით მირჩევია იგუაინს მისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იგუაინის მაგივრად ჟეზუსი უნდა მოეყვანათ მითუმეტეს რომ შეეძლოთ თავისუფლად იმის ნახევარ ფასში რაც იგუაინში გადაიხადეს ჟეზუსის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლებოდა აი ნახავთ ჟეზუსს მსოფლიოში საუკეთესო გახდება, 28 წლის იგუაინში 90 ის გადახდა დეგენერატობა იყო და ყველაზე დიდი შეცდომა ჟეზუსის ხელიდან გაშვება ამ ყველაფრის შემდეგ ბოდიში მაგრამ მე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას დადებითათ ვერ შევაფასებ პოგბაზე და მისი შემცვლელის მოყვანაზე რომ არაფერი აგარ ვთქვა!!!

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x