ბონუჩი სკუადრა აძურას დაუბრუნდა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე საათის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა..
სკუადრა აძურას შემადგენლობაში დაბრუნდა და ისრაელთან მატჩში იასპარეზებს ლეონარდო ბონუჩი, რომელიც ოჯახური პრობლემების გამო ბოლო დღეების განმავლობაში ვერ ვარჯიშობდა.საქმე იმაშია, რომ ერთი თვის წინ ბიანკონერების ცენტრალური მცველის ვაჟს ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა 1 კვირის წინ მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და “იუვენტუსმა” მოთამაშეს უფლება მისცა, ოჯახის გვერდით ყოფილიყო.საბედნიეროდ, მატეოს მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია და შესაბამისად, ლეო ჯამპიერო ვენტურას განკარგულებაში გამოცხადდა.შეგახსენებთ, რომ ბონუჩიმ “ლაციოსთან” დაპირისპირება ზემოთხსენებული მიზეზის გამო გამოტოვა.
წარმატებები ლეოოოოო
