ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” “სასოულოსთან” მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ეროვნულ ნაკრებებს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები მზადებას განაგრძობენ..

მასიმილიანო ალეგრიმ მინდორზე გუნდი შუადღით გაიყვანა და სრული დატვირთვით ავარჯიშა.ვინოვოზე დღეს გამოჩნდნენ კლაუდიო მარკიზიო და სტეფანო სტურარო, ის ორი ნახევარმცველი, რომელიც ამ მომენტისთვის ლაზარეთში იმყოფება.ტურინელთა 27-ე ნომერი მწყობრში სექტემბრის ბოლოს უნდა ჩადგეს, პრინჩიპინო კი ოდნავ მოგვიანებით, ოქტომბრის შუა რიცხვებში.

გარდა ზემოთხსენებული შუახაზელებისა, ვინოვოზე იმყოფებოდნენ ნეტო, ევრა, ალექს სანდრო, ერნანეში, ასამოა და იგუაინი.დღესვე ტურინში დაბრუნდა მეჰტი ბენატია, მაროკოელს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა და იგი სასოულოსთან დაპირისპირებისთვის მოემზადება.სავარაუდოდ ხვალ, ალეგრის განკარგულებაში უნდა გამოცხადდეს პაულო დიბალა, რომელმაც ურუგვაისთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და შემდეგი შეხვედრისთვის დისკვალიფიცირებულია.

აქვე გეტყვით, რომ სასოულოსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ გონსალო იგუაინს, რომელიც როგორც სჩანს, ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

პაოლოს იუვეში უნდოდა დაბრუნება და წითელი აიკიდა.

8 years ago
Reply to 

ან იგუმ თხოვა კავანის მოტეხე ფეხიო. :)
ხუმრობის გარეშე, ტყუილა მისცა ორივე ყვითელი.

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

jjj jjj
8 years ago

ვაა, პაულომ რის გამო მიიღო ნეტა წითელი ბარათი? :vaime:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x