ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იანვარში “იუვენტუსი” დარმიანის დამატებას შეეცდება

იმ შემთხვევაში, თუ შტეფან ლიხტშტაინერი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს განაცხადებს და გუნდს იანვარში დატოვებს, ჯუზეპე მაროტა მატეო დარმიანის შეძენას შეეცდება..

შვეიცარიელ ფეხბურთელს ტურინული გრანდის დატოვება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს სურდა, თუმცა ბიანკონერებმა მარჯვენა მცველის მილანის “ინტერში” გაშვება არ ისურვეს, აქედან გამომდინარე ლიხტშტაინერი კონტრაქტის ბოლო წელს ატარებს ბებერ ქალბატონში.თუ მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე საერთო ენა ვერ გამონახეს, უკვე იანვარში შესაძლოა 32 წლის ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს და ნერიაძურის მიაშუროს.

რაც შეეხება მატეო დარმიანს, იგი ჟოზე მაურინიოს გეგმებში იდეალურად ნამდვილად ვერ ჯდება და ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.იანვარში ჯუზეპე მაროტა ეშმაკების ხელმძღვანელობას დაუკავშირდება და მცველის თაობაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჭორია ამის ადგილი ზამენაზეც კი არ გვაქვს

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

საზამენოთ წავა რა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ფლანგებზე, სანდო, ევრა, დანი, ლიხტა, კუადრადა და საჭირო დროს კიელინიც ითამაშებს ფლანგს დას ეს რაღა ჯანდაბად უნდათ?

rezi Sekhniashvili
8 years ago

ამის მოყვანას დეშილიო მოიყვანონ ჯობს :blin:

გეგმიური ეკონომიკა
გეგმიური ეკონომიკა
8 years ago

ეს რატომ წამოვა მანიუდან. ხელფასი კარგი აქვს და სკამს ვერც აქ ასცდება. ისე კი მირჩევნია მოიყვანონ ესეც და აქეთა ფლაგზე დე შილიო.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x