ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიელებმა გამარჯვებით დაიწყეს, ხორვატებმა ფრით

სამი ხედირას შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში კიდევ რამდენიმე იუვენტინო ჩაერთო..

უპირველეს ყოვლისა იტალიის ეროვნული ნაკრებით დავიწყოთ, რომლის ძირითად ბირთვს სწორედ ბებერი ქალბატონის ფეხბურთელები წარმოადგენენ.სკუადრა აძურა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად ისრაელს დაუპირისპირდა და 1-3 დაამარცხა მეტოქე.ჯამპიერო ვენტურამ ძირითად შემადგენლობაში ოთხი ტურინელი დააყენა : ჯიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი, სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა დანიელე რუგანი.აპენინელთა მხრიდან გოლები გრაციანო პელემ, ანტონიო კანდრევამ და ჩირო იმობილემ გაიტანეს.აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 55′ წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მინდვრიდან ჯორჯო კიელინი გააძევა.

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე თურქეთს უმასპინძლა და 1-1 ითამაშა.ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ტურინელი შემტევები, მარიო მანჯუკიჩი და მარკო პიაცა.ახალგაზრდა შემტევი 80′ წუთზე შეცვალეს, ხუთ წუთში მინდორი დატოვა ცენტრალურმა ფორვარდმაც.

ხვალ შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება შტეფან ლიხტშტაინერის შვეიცარიის ნაკრებიც, რომელიც პორტუგალიას უმასპინძლებს.ზეგ გამთენიისას კი, ხუან კუადრადოს კოლუმბიის ეროვნული გუნდი დანი ალვეშის ბრაზილიას ესტუმრება.არგენტინელები ვენესუელას ეთამაშებიან, თუმცა, როგორც იცით, პაულო დიბალა დისკვალიფიცირებულია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.