ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაროლო:”კიელინი ფუნდამენტურია, ხოლო ვერატი უნიკალური”

მართალია იტალიელებმა პირველ წარმატებას მიაღწიეს ვენტურას ხელმძღვანელობით, თუმცა მატჩი აძურისთვის იოლი ნამდვილად არ გამოდგა.. 55 წუთზე იუვეს უკანახაზელმა ჯორჯო კიელინიმ თანაგუნდელები 10 კაცით დატოვა.. საბედნიეროდ იტალიელებმა არათუ შეინარჩუნეს, არამედ ანგარიშის სხვაობა გაზარდეს კიდევაც:

“ჩვენ ვთამაშობდით ყველასთვის.. იტალიისთვის, საკუთარი თავებისთვის და მწვრთნელისთვის.. გვსურდა საკუთარი საუკეთესო თვისებები წარმოგვეჩინა..

ჯორჯო ნაკრებისთვის ფუნდამენტური კადრია და მისი ფუნქცია შეუფასებელია.. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს.. შესაძლოა სწორედ ამ ეპიზოდმა კიდევ უფრო მეტად შეგვკრა.. ფაქტია, მეტოქეზე ვდომინირებდით და შედეგი სამართლიანია.

ვერატის ხილვა კი უდიდესი სიამოვნებაა.. ჩემთვის დიდი პატივია მისი პროგრესით ტკბობა”.

8 thoughts on “პაროლო:”კიელინი ფუნდამენტურია, ხოლო ვერატი უნიკალური”

  1. ვერატი უნიკალურია.. საოცარი პროგრესი აქვს.. იტალიის ნაკრების მომავალია, იმედია ადრე თუ გვიან გადმოიყვანს რომელიმე იტალიური გუნდი, ვერ ვუმუღამებ პსჟში რო თამაშობს

  2. ვახ რატომ არ მახსოვს ის ხალხი ვინც 2 წლის წინ თავგადაკლული მიმტკიცებდა პოგბა ბევრად ძლიერია ვერატიზეო :))))))

  3. ვახ რატომ არ მახსოვს ის ხალხი ვინც 2 წლის წინ თავგადაკლული მიმტკიცებდა პოგბა ბევრად ძლიერია ვერატიზეო :))))))

  4. ვერატი მართლაც რომ მაგარი ბიჭია, აი პოგბას ფულის სრული ინვესტიცია რომ მაგ ფეხბურთელში გააკეთონ, არ დამენანება ნამდვილად. არადა როგორ დავკარგეტ 12 მილიონის გამო თავის დროზე. მასაც უნდოდა თან იუვეში თამაში. ცენტრი მაგრად უჭირავს.
    ნაკრებს რაც შეეხება, ყოჩაღ ვენტურამ გარისკა და გაუმართლა, როცა 10 კაცის მიუხედავად 2 თავდამსხმელი დატოვა და არ გადავიდა ყრუ დაცვაზე. ასეთი რისკი ზოგჯერ გამართლებულია, მითუმეტეს ისრაელის დონესთან.
    ნუ კიელინი ეტყობოდა თავიდანვე რომ აჭრილი იყო რაღაც გუშინ და ბევრ შეცდომებს უშვებდა :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.