ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩმა და ლიხტშტაინერმა პირველ მატჩებში იმარჯვეს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში კიდევ ორი იუვენტინო ჩაერთო..

ბოსნიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესტონეთს უმასპინძლა და მეტოქე 5-0 გაანადგურა.მირალემ პიანიჩი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა.ჰერცოგოვინელები ბელგიასთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან, გიბრალტართან და ესტონეთთან ერთად H ჯგუფში იმყოფებიან.

გამარჯვებით დაიწყო შესარჩევი ეტაპი შტეფან ლიხტშტაინერის შვეიცარიის ნაკრებმაც.ტურინელთა მარჯვენა მცველმა მინდორზე 70 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი პორტუგალია 2-0 დაამარცხა.

პიანიჩიც და ლიხტშტაინერიც ხვალ ვინოვოს ბაზაზე მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში დაბრუნდებიან.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
pepe
პეპე
8 years ago

პიანიჩი იყო სუპერ. არავითარი პოგბა. პოგბას ბოლო ორ თამაშს რომ ვუყურე დიდი არაფერი უქნია. პიანიჩი გუშინ იყო მოვლენა, სასწაული, პასების მანქანა.სულმოუთქმელად ველი მის გამოჩენას იუვეს რიგებში :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

პიანიჩმა მაგარი ჩაატარა. ხუტი გოლიდან 4-ში საგოლე პასი გააკეტა, ერთი მაგან დაიწყო. მონა ეგეთებს ვერ აკეთებდა

juveboy-leo
8 years ago

cuadrado gaichiteba xo turinshi male…
iuve sul sxvaa mastan ertad da mis gareshe :forza:

piero10
sandro bliadze
8 years ago

სასუელოს 3-0 წაგება რატომ ჩაუთვალეს ხომ არ იცით ვინმემ?

VIKING
VIKING
8 years ago
Reply to  sandro bliadze

განაცხადში დაგვიანებულად შეყვანილი ფეხბურთელი ათამაშეს.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  VIKING

მადლობთ :))

გეგმიური ეკონომიკა
გეგმიური ეკონომიკა
8 years ago

მე მაროტას იმის გამო ვსაყვედურობ რომ ცენტრისთვის ვერავინ იყიდა და არა პოგბას გაყიდვის გამო. და რასაც ვსაყვედურობ მხოლოდ იმიტომ რომ ტრამვიანები არიან ჩვენი ცენტრის ბიჭები, თორემ ბევრი გუნდი კი ვერ დაიკვეხნის მარკიზიო-ხედირა-პიანიჩის დონის ცენტრით. მაგრამ დიდი შანსია ამ სამიდან ორსაც კი არ მოუწიოს სეზონში ერთდოულად მოედანზე ყოფნა 10 და მეტ შეხვედრაში. ნეტა არ დაიმტრვნენ. ნაკრებებში არ გაუშვან ჰონდურასებთან სათამაშოდ და ალეგრიმაც დაზოგოს ცენტრის ხალხი თორემ ცუდად წავა საქმე.

VIKING
VIKING
8 years ago

კარგად იქნება ყველაფერი ძმაო :forza:

lasha naxucrishvili
8 years ago

წეღან ვუყურე გოლებს ეს რეები ჩაიდინა პიანიჩმა :wow:
გირჩევთ ნახოთ :)

იუუვე
იუუვე
8 years ago

უკვე ხედირა-პიანიჩს ვიხილავთ ერთად, იმედია მალე მარკიზიოც შეუერთდებათ და მთელ სეზონს ჩაატარებენ სამივე იძულებითი დასვენებების გარეშე. ამ სამი კაცის ერთად მწყობრში ყოფნაზე იქნება ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ამ სეზონში. თუ ტრავმების მხრივ გაგვიმართლა და ძირითადი ბირთვი გადაგვირჩა სერიოზულ პრობლემებს, მერე შეიძლება მართლა გავიწიოთ ლიგის თასისკენ. :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x