ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო კარის დარაჯად დასახელდა

კიდევ ერთი სასიამოვნო აღიარება, რომელიც ბუფონს ხვდა წილად:

ხმების საერთო რაოდენობის შედეგად 59%-ით ჯანლუიჯი ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო კარის დარაჯად დასახელდა.

ბიანკონერის პირველმა ნომერმა ბაიერნის მეკარე ოლივერ კანი დაამარცხა.. გამოკითხვა ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზე – ტვიტერზე მიმდინარეობდა. საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 58 000 მომხმარებელმა.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად ასეთი აღიარებისა ჯიჯიმ ლიგის თასის აღმართვა ჯერჯერობით ვერ მოახერხა..

16 thoughts on “ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო კარის დარაჯად დასახელდა

  1. ყველა ტიტული, ყველა დიდი გამარჯვებაც რომ დავივიწყო, მარტო იმიტომ ვიქნები ბედნიერი რომ ყველა დროის ყველაზე დიდი კიპერის ეპოქას მოვესწარი ჩემს საყვარელ გუნდში.
    გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე, როცა ახალგაზრდა ჯიჯი მოიყვანა მოჯიმ.
    მარტო ამ ტრანსფერის გამოა ეს კაცი ტრანსფერების გურუ.
    დღევანდელი ფასებით 100 მილიონის ტოლფასია მაშინდელი გასროლილი ფული. რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მეკარეში დღესაც არავის გადაუხდია ამდენი.
    მერე იტყვიან იუვე ფულს არასდროს არ ხარჯავდა ტრანსფერებზეო.

    გვიყვარხარ და გვეამაყები ჯიჯი…!
    ალეს წასვლა ახლაც გულზე მაწვება და როცა ვხვდები, რომ შენც მალე გახვალ “პენსიაზე” ძალიან ვითრგუნები:-(

  2. ჯიჯი უდიდესი ხარ უდიდესთა შორის,მაგრამ აქ ვიღაც ვიღაცეები კარიდან გამოსვლას რომ გიწუნებენ???ამ საიტზე შემოსვლა და დაპოსტვა ლამის შემძულდა,იმის გამო არა,რომ საიტი ცუდად მუშაობს,ან ადმინისტრაციას აქვს რამე ხარვეზი,არა პირიქით,ძალიან მაგრები ხართ და პლიუს გარკვეულები ფეხბურთშიც და კლუბის სიყვარულშიც,უბრალოდ იმდენი იუზერი მოგროვდა ძალად გულშემატკივრები და იმდენი მარაზმი იწერება რომ ცოტა გაკონტროლება არ აწყენდათ,აქ კლუბს იმის გამო კი არ გულშემატკივრობენ რომ იუვე ქვია,არამედ იმის გამო იყიდიან თუ არა მათ სასურველ ფეხბურთელს,ან თუ ვინმე გაყიდეს ვისზეც მზე და მთვარე ამოსდით ლამის გადაყვნენ იქეთ,სხვა კლუბში,ბევრს პესში ერევა სატრანსფერო მიმოსვლა და ლამის ულტიმატუმად აქვთ გარკვეული ფეხბურთელების მოსვლა წასვლა დაყენებული,ერთი სიტყვით ხშირად დიდი დომხალია საიტზე ამ მხრივ,ვერ გაიგებ ვინ ვის გულშემატკივრობს,მე უფრო გერმანიის ბალეშიკების შემოტევა მგონია :)

    1. ხო აქვე დავწერ,დელ პიეროს 10-ნის ამოღების მომხრე არ ვარ არანაირად,უბრალოდ ძალიან მიკვირს ბევრ გამოცდილებსაც კი რომ ერევათ დელ პიეროს წვლილი იუვეს მიმართ და ადარებენ პლატინს და ბაჯოს,კი ბატონო მსოფლიო ფეხბურთში პლატინსაც და ბაჯოსაც ალბათ მეტი აქვთ გაკეთებული,მაგრამ განსხვავება არის და თან ძალიან დიდი,პლატინიც და ბაჯოც იუვეში ლამის ჩამოყალიბებული ვარსკვლავები მოვიდნენ,დელ პიერო კი თინეიჯერის ასაკში,პლატინიც და ბაჯოც ადრევე წავიდნენ იუვედან,თან რობერტომ არაერთი კლუბი გამოიცვალა მას შემდეგ,დელ პიერო კი რომ არა გაურკვევლობა სიკვდილამდე აქ იქნებოდა,თან ლამის კარიერადასრულებული წავიდა,ამიტომ იმ გულშემატკივრებისიც მესმის ვინც ითხოვს ნომრის ამოღებას,ამოღება არა მაგრამ ასე საგლახაოც არ იყო 10 ნომერი ხან იმას ეცვას და ხან ამას,მაგას მართლა სჯობდა დალოდებოდნენ დიბის და თუ დაიმსახურებდა მერე მიეცათ,ან თუნდაც სხვა ვინმეს,დელ პიერომ მთელი თავისი კარიერა და შეგნებული ცხოვრება იუვეს მიუძღვნა,მასთან ერთად ჩაიძირა და აღზევდა,რასაც ვერ ვიტყვით პლატინი-ბაჯოზე,შეიძლება სიტუაციამაც მოიტანა და მაგ. პლატინიც ეგრე მოქცეულიყო,მაგრამ რაც რეალობაა ესაა და დელ პიეროს ეკუთვნოდა ელემენტარული დაფასება,მის ნომერს ანუ,ამიტომაა რომ გველაპარაკება ქარაგმებით და არა ბოღმის გამო :forza: :forza: :forza:

      1. მერე რო ხვდები მაგაის მითხარი რომელი დღეს იუვეჰი ის ფეხბურთელი ათიანი რო ჩააცვა ახლა ალბათ მეტყვი დიბალაა მარა ის არგენტინელია და არ იქნება მანდამაინც სწორი გადაწყვეტილება ძალიან მაინტერესებს ჰენი აზრი ვინ იმსახურებს ამ იუვეჰი ათ ნომერის ჩემი აზრით არავინ და ეს პირდაპირ ამბობს იმას რო იუვე დელპიორეს პატივს არ ცემდა საერთოდ 10 უნდა გაუქმდეს როგორც 11 ნომერი და ჯიჯი რო წავა ის ნომერიც რაც ჰეეხება ბალეჰიკობას ბოდიჰი ჰენთან მე იმ კაცის დედა ვატირე რო კლუბს ფეხბურთელის გამო ბალეჰიკობს ჯერ გუნდია და მერე სხვა დანარჩენი

        1. ვერ გავიგე რატომ დამიწერე,მე ვთქვი რომ ვინმეს უნდა ეცვას?მე ვამბობ რომ თუ ვინმე დაიმსახურებს თავისი თამაშით და ერთგულებით იმას უნდა მისცენ რომ ხელიდან ხელში არ გადადიოდეს,თან მეთანხმები და თან თითქოს მეწინააღმდეგები,ვერ გაგიგე,არადა ერთნაირად ვფიქრობთ მგონი :) …რაც შეეხება ამოღებას თუ ამოსაღები იყო აქამდე 6 ნომერი უნდა ამოეღოთ,გაეტანო შირეა იმსახურებდა ამას,მითუმეტეს ტრაგიკულად დაიღუპა,მთელი კარიერა იუვეში გაატარა და ცენტრალური მცველისთვის უნიკალური მიღწევა ქონდა,წითელი არ მიუღია კარიერაში….იმერელი…

    2. ჯიჯის რო მეკარეობას დაუწონებ არც მეკარის ცნობა იცი არ ჯიჯი არ იცი ვინაა და საერთოდ იუვეს ბალეჰიკი კი არა ფეხბურთის აზრზ არ ხარ ამაჰი გეთანხმები ძმაო

  3. ჯიჯი ლეგენდაა ) და ყველა დიდ პატივს სცემს ) გერმანიასთან წაგებული თამაშის მერე ნახევარი გერმანისს ნაკრები იტალისს გასახდელში იყო ჯიჯისთან ერთად ფოტოებს იღებდნენ )) შვაინემ ეგრევე ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო კომენტარით დიდებული სპორცმენი !!! ბუფფონით ყველა აღტაცებულია იქნება ეს იუვეს გულშემატკივარი თუ ნეიტრალური )) უეფამ შარშან წინ ბოლო 50 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელაა ) იმსახურებს ეს კაცი ჩემპიონთა ლიგას და კარგი იქნება თუ ლიგის თასით დაამთავრებს თავის დიდებულ კარიერას , თუმცა მე არ მინდა მაგ დღის წარმოდგენა ჯიჯი რო აღარ იქნება იუვეს კარში (

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.