ალეგრი : “თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ”
“სასოულოსთან” მოპოვებული სამი ქულის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს გაესაუბრა..
“პირველი 27 წუთში ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი ვარ, კიდევ კარგი, პოლიტანომ მატჩის დებიუტშივე არ გაგვიტანა, თუმცა მეტ პრობლემას გადავაწყდებოდით.ამის შემდეგ გავაანალიზეთ, რომ დაცვაში მეტი ყურადღება გვმართებდა.როცა 3-0 წინ გავედით, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ უკანახაზში გარკვეული შეცდომები გავუშვით.პაულო დიბალა განსაკუთრებით კარგი იყო, იგი ნელ-ნელა ფორმაში დგება.”
“იუვენტუსს ყველა აქებს, პრესა წერს, რომ სკუდეტოს აუცილებლად მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა იტალიაზე კი ფავორიტები ვართ, შექებას შეუძლია ცუდი შედეგი მოგვიტანოს, ფეხბურთელები მეტად მოტივირებულნი უნდა შეხვდნენ თითოეულ შეხვედრას.ამ სეზონში გაშვებული ორივე გოლი კუთხურიდან მივიღეთ, ეს ძალიან ცუდია, ამ დროს მთელი გუნდით ჩვენს ნახევარზე ვართ და უკეთ ასპარეზობა გვმართებს.დაცვაში უნდა იმუშავოს ყველა მოთამაშემ, სამკაციანი უკანახაზი ყოველთვის გამარჯვების გარანტი ვერ იქნება.”
ძირითად შემადგენლობაში კვადვო ასამოას ნაცვლად დღეს მირალემ პიანიჩი გამოჩნდა : “ვცდილობთ, ნახევარდაცვა ხშირად არ შევცვალოთ, პიანიჩს მინდორზე მაქსიმალური თავისუფლება მივეცი და მინდოდა, თამაში მას დაელაგებინა.იგუაინი ? – მთავარია სკუდეტო მოვიგოთ, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მთავარი ტიტულის გარეშე რჩება.”
არც მე არ მომწონს სანახაობრივად ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში, მაგრამ ეს ფეხბურთია ანბანია. როცა 7 დღეში 3 თამაში გაქვს, თან შუაში ჩემპიონთა ლიგა, ენერგიაც უნდა ზოგო და ფეხბურთელებიც. თან ამ დროს დაცვით ტაქტიკასაც ავარჯიშებ. ალეგრი პროფესორია. თან წელს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის.
ალეგრი გთხოვ პროსტა ერთ რამეს ანგარიჰი ათით ნული რო წაიყვანოთ მაინც ჰეტევა რა არ მიყვარს ეს ჰენარჩუნებაზე თამაჰი მიყვარს რო ჩემი გუნდი სხვა მეტოქეს ანადგურებს დაცვას მისახედია ამაჰი მართალი ხარ ჰეტევა და მეკარე კი ლაპრაკი ზედმეტია
ოხ ეს ტოსკანური იუმორი ბოლოს მაინც ჩააქსოვა
სერიოზული მწვრთნელის, ყოველთვის მოზომილად გააზრებულად საუბრობს, მორგებულია კარგად გუნდზე და რაღაც საოცრებას ამზადებს გუნდთან ერთად სერიოზულად ემზადებოდნენ სეზონისთვის და პლიუს რამდენიმე შეცდომაზე კარგი გაკვეთილი ჩაიტარეს და ისწავლეს წინა სეზონში
გაკრიტიკებაში არ ჩამითვალოთ უბრალოდ უცნაურად მეჩვენება
ერთი რაც არ მომწონს ანგარიშის შენარჩუნებაზე რო თამაშობენ
როცა შემოდის ზამენიდან ვინმე ვერანაირად ვერ იყენებს ეგ ფეხბურთელი თავის შანს იმიტო რო თამაშის ტემპს აგდებენ თავის თანაგუნდელები თუ რავი რაც გინდათ ის უწოდეთ.კაი ეხლა ლიგა გვაქ და მაგიტო აი სხვა დროსაც რამდენჯერ მომხდარა ეგრე.ოღონდ ეს ალეგრის ბრალია თუ ფეხბურთელების არ ვიცი, მგონი პირველია სწორი .
აი ამიტომ მომწონს ეს მწვრთნელი, სხვა დამრიგებლებისგან განსხვავებით პრესკონფერენციაზე ყოველთვის ზუსტ დასკვნებს აკეთებს

პიანიჩი ძალიან კლასნიააა
