ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი : “იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ”

შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 119 წუთში გონსალო იგუაინმა სამი გოლის გატანა მოახერხა, შესანიშნავი შედეგია.არგენტინელმა ფორვარდმა მატჩის დებიუტშივე “სასოულოს” დუბლი შეუსრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.ჟურნალისტებმა დაპირისპირების შემდეგ პიპიტას ინტერვიუ ჩამოართვეს..

“რაც მთავარია, გავიმარჯვეთ და აქტივში სამი ქულა ჩავიწერეთ.გოლებმა ძალიან გამახარა, თუმცა მთავარი შედეგია.ახალ გუნდში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩავატარე, ადაპტაცია კიდევ უნდა გავიარო, დრო მაქვს.მინდორზე ყველაზე კარგად პაულო დიბალას ვუგებ, ტურინში უბედნიერესი ვარ.სასოულოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მათ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა, რთული მატჩი იყო, თუმცა გავიმარჯვეთ და სევილიასთან შეხვედრამდე კარგი განწყობა შევიქმენით.ჩემპიონთა ლიგა საოცარი ტურნირია, განსაკუთრებით მოტივირებულნი ვხვდებით.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

http://www.calcioweb.info/video/video-di-francesco-la-juve-e-219612/
თარგმნეთ ძმებო რას ამბობს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ისე ცოტა შემეცოდა
ჩვენი ჯგიტი ნეროვერდი.
იგუს თამაშს ათი წუთი
ვუყურე და გამოვყlევდი.
იუვეს ისტორიაში
იწერება დიდი გვერდი.
“ფორცა, იგუ”,”ყოჩაღ, იგუ”,
“იგუ, საღოლ და ხოშგელდი”.

AnonyMous
8 years ago

საღოლ კაი მელექსე ხარ :lool: :juvee:
ნიკი შეგირჩიე. “მკვლელი მელექსე” :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  AnonyMous

:mrgreen:

ირაკლი
ირაკლი
8 years ago

90 მილიონზე არასდროს მილაპარაკია. თუმცა იგუს იმედი არ მქონდა. უნდა ვაღიარო რო შევცდი. ასე ვიყავი ტევესის დროსაც. მაშინაც შევცდი. მაგრამ ახლა ცოტა უფრო უკეთესს ველოდი იგუს ვიდრე მაშინ ტევესს და საბოლოოდ ისეთი გაიჩითა… უმაგრესია. აი პიანიჩისაც მაგრად გამისწორდა და დიბის გოლი კიდევ ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ თვითონ ამის გამო წნეხს არ განიცსის. მთავარია შედეგი და არა კონკრეტული ფეხბურთელის გოლი. თან პაულო აშკარად ქმნის ხიფათს თავდასხმაში და რაც მთავარია ძალიან დიდ თავისუფალ სივრცეს, რასაც იგუ აშკარად იდეალურად იყენებს.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვასაც გონია იუვემ ამ ფეხბურთელჰი ფული რო გადაყარა აი გოლები პასუხი იგუანისგან ჯიგარი ხარ იგუ უნდა ვაღიარო ვერ გიტანდი როცა ნაპოლის მაისურით უტანდი გოლს იუვეს მარა უკვე ჩემიანი ხარ გააგრძელე მინიმუმ ასე სევილიასთან იცოდე ჰენ გატანას ავიღებ და ან იუვეს ჰანდიკაპით მოგებას ისი დიბალას გოლი დაუგვიანდა და მგონია სევილიას ჰეუგდებს

lasha naxucrishvili
8 years ago

სვანჩიკა
ხოდა მაგას ვამბობ და ვგულისხმობდი მეც ჩემ დაწერილ კომენტარში რო ტოპ ფეხბურთელებში შედის :)

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

კი ძმა ნაღდად ასეა :)

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

იგუანზე კოშკების აგებას არ ვფიქრობ ნაღდად,მაგრამ მაროტას და იუვეს შეფებს მის არჩევანში არ შეშლიათ,ეს შემდგომ თამაშებში კიდევ უფრო გამოჩნდება,ამიტომ გადაიხადეს მასში 90 მილიონი,იცოდნენ მისი შესაძლებობები აშკარად

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

მეგობარო ვერანაირად დაგეთანხმები,რომ იგუანი უბრალოდ კარგი ფეღბურთელია და არა საუკეთესო თუმცა შენს აზრს პატივს ვცემ,მაგრამ იგუანის შეფასებაში ნაღდად არ გეთანხმები,ტიპი არის მგელი თავდასხმაში, კიდევ და კიდევ შევა ფორმაში უბრალოდ არ დაიმტვრეს……………

lasha naxucrishvili
8 years ago

ძმა საერთოდ ვერ მიხვდი რა ვიგულისხმე მე :)
არსებობს მესი რონალდო რომლებიც მასზე მაღლა დგანან და კიდევ ბევრზე, მე სხვა არაფერი მიგულისხმია.ეს რთული მისახვედრი არანაირად არ იყო.

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

ძმა მესი და რონალდო საუკეთესო კიარა უცხოპლანეტელებს ვუძახი მე(ამას რათქმაუნდა ხუმრობით გეუბნენი)ამ პლანეტიდან არ არიან ისეთი შესაძლებობების იგროკებია ორივე,აი იგუანი კი მათ გარდა იმენნა საუკეთესოებში შედის,ეს ჩემი პირადი აზრია რათქმაუნდა :up: :up: :up:

8 years ago

რა ვიცი, მსუქანიაო და ფული გადავყარეთო იძახდნენ ვირაც-ვიღაცეები. :)

lasha naxucrishvili
8 years ago
Reply to 

ხოდა იძახონ იმ ვიღაც ვიღაცეებმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს

lasha naxucrishvili
8 years ago

ყველაზე ძაან რამაც დღეს გამახარა იყო ის რო დავინახე რაღაც საოცარი სისწრაფით გადაადგილებას აკეთებდნენ დაცვიდან! მხოლოდ გოლის მომენტში არ მომხდარა ეს, ბევრჯერ გაიმეორეს ეს რაც იმას ნიშნავს რო შემთხვევითობა არ იყო!

lasha naxucrishvili
8 years ago

ძალიან ძვირი დაჯდა მაგრამ ხელმძღვანელობის დადანაშაულება არ შეიძლება რამოდენიმე მიზეზის გამო.იგუაინი რო ძაან მაგარია მაგას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება :) მაგარი ფეხბურთელია ძალიან მაგრამ არა საუკეთესო.ხედირას რა ეტაკა წელს ე ? ვაფშე სხვა ფეხბურთელია ტო :love: ღმერთო ოღონ ეგ კარგად იყოს და ყველაფერი მაგრად იქნება :(
ტიპი გიჟივითაა გეგონება ხელახლა დაიბადა განახლებული ვერსიით 1.2 :D კარიერა ახალი დაწყებული აქვსო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.ვინმეს რო უთხრა ისეთს რომელიც იუვეს თამაშებს არ უყურებს შეიძლება გიჟად ჩაგთვალოს.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

სხვათაშორის ბევრ იგროკს დაემართა ეგრე,ანუ ვეღარც რო წარმოედგინა საფეხბურთო სამყაროს იმის გამოცოცხლება იუვეში გამოცოცხლებულან,ტევესის მაგალითი ავიღოთ(კიდე ბევრია ეგეთი).კიდე ვისაც გონია რომ იგუაინში ბევრი გადაიხადეს ძაან ცდებიან,ჯერ მარტო მაისურების გაყიდვით ამოქაჩეს ეგ ფული და გამოდის თითქმის უფასოდ იყიდეს,ამას მარკეტინგული გათვლა ქვია და ძალიან ხშირად მიმართავენ რეალი და ბარსელონა ამ ხერხს.აქაც თუ დაინერგება ეს ტენდენცია იუვე მოგებული დარჩება ყველა კუთხით :forza:

osvaldo ardiles
osvaldo ardiles
8 years ago

გონზო შე ძაან მაგარო. :forza: :forza:

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

ორი გოლი,რომ გაიტანა ამ თამაშში ამის გამო არ დავუწყებ იგუანს ქებას ეს მოსალოდნელიც იყო,უბრალოდ ტიპი მართლა მაგარია რაა,მგელია თავდასხმაში და აშკარად რაც აკლდა იუვეს ის არის,დიბალასთან ერთად თვითონაც ამბობს ამ ინტერვიუში ყველაზე კარგად ვუგებო,იმენნა მაგარი დუეტი დადგება დროთა განმავლობაში,უფრო შეთამაშდებიან და უფრო გაიხსნებიან,პოგბას წასვლამ გუნდი დააზარალა,მაგრამ ჩემის აზრით იმ ფეღბურთელიბით რაც იუვემ მოიყვანა ვგულისხმობ პიაცა,იგუანი,ალვეში,ბენათია,კუადრადო,პიანიჩი გუნდი უფრო ძლიერია ვიდრე აქამდე,ამას უკვე ბევრი აღიარებს,მჯერა რომ ზამთარში თუ დაიმატეს და დაიმატებენ კიდევაც 1-2 ნახევარმცველს ლიგის სერიოზული პრეტენდენტია იუვე იმ სამ გუნდთან ერთად ვგულისხმობ რეალი,ბავარია,ბარსა

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x