ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო პოგბაზე, იუვეზე და სერია ა-ზე..

ანდრეა პირლომ პოგბას ტრანსფერზე, იუვენტუსსზე და სერია ა-ზე ისაუბრა:

“გვერდიდან, რომ შევხედოთ აღმოვაჩენთ კალჩოს რამდენიმე პლიუს.. ასე რომ მხოლოდ ცუდზე და ნეგატივზე ფოკუსირება არ შეიძლება..

რაღაცით სერია ფრანგულ ჩემპიონატს ემგვანება, რომელიც უკომპრომისოა.. ლიდერიც გამოკვეთილი ჰყავთ.. მათ პსჟ, ხოლო ჩვენ იუვენტუსი..

პოგბას ტრანსფერი თუ გავითვალისწინებთ შენაძენებს ვიტყვი, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა.. პირიქით ტურინელებმა ძლიერი გუნდი ააწყეს.. აშკარაა, რომ იუვე აქცენტს ლიგის მოგებაზე აკეთებს.

მილანურ კლუბებზე რა უნდა ითქვას.. მორატის და ბერლუსკონის წასვლა საწყენია, მაგრამ ჩინელები.. დაველოდოთ და ერთად ვიხილავთ შეძლებენ თუ არა აზიელები ეფექტურად მუშაობას.

ინტერი? მათგან კონკრეტული შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ამერიკაში დარჩენა ვამჯობინე”.

9 thoughts on “პირლო პოგბაზე, იუვეზე და სერია ა-ზე..

  1. პოგბაზე დაიწყეს უკვე ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებსო ))) ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი გავყიდეთ (თუ ინიესტას არ ჩავთვლი) და მალე უბრალოდ კარგი ნახევარმცველი გახდება პოგბა ოქროს ბურთს ვერასოდეს მოიგებს მანჩესტერში …

      1. თუ იგივე პოზიციაზე ათამაშეს რაც სიტისთან ითამაშა შემოდგომაზე დათვლა ვერ უშველის. არ გამოსდის ეს მცველების წინ თამაში თორემ მარკიზიოს კი არ ჩაწევდნენ პირლოს წასვლის შემდეგ. ცადეს მაგ პოზიციაზე იუვეში და მეც მეგონა რომ პირლო უნდა შეეცვალა თავისი ტექნიკით და ტალანტით მაგრამ ვერ გაამართლა. მაგისთვის იდეალური პოზიციაა წინ აწეული ნახევრმცველი. ჩემი აზრით იუვეს ტაქტიკას ერგებოდა ყველაზე მაგრად იმიტომ რომ ეგ ისწავლა მარტივად და ეხლა მოუწევს სხვა პოზიციაზე თამაში რაც ნაკრებში ვერ შეძლო . იმედია არ ჩაქვრება როგორც ბერვ ამომავალ ვარსკვლავს დაემართა და იპოვის თავის ტამაშს. ცოდია ესეთი ტალანტის გაფუჭება.

  2. დღეს რომელ თამაჰ ვუყურო ვერ გადავწყიტე ხვალ თავისთავად ისედაც იცით აქ რომ ჰემომდივარ ჩემ საყვარელ იუვეს საიტზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.