ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Qasra და მისი სებასტიან ჯოვინკო

იუვენტინოები მიდიან, ზოგი რჩება ჩვენს გულებში, ზოგიც კი გინების კორიდორს გადის წასვლისას…


მე მინდა იმ პატარა ,,ატომურ ჭიანჭილაზე” მოგიყვეთ, რომელიც ჩემს გულშია, რომელსაც იმ მთვარიან ღამეებში ვგულშემატკივრობ, როდესაც სხვებს ტკბილად სძინავს, მე კი, წითელ 10 ნომრიან მაისურში გამოწყობილ სებას გატანილი გოლებით, საგოლე გადაცემებით, სოლო რეიდებითა და ტექნიკის დემოსტრირების ყურებით ვტკბები.

მან უკვე მოიპოვა ყველა ინდივიდუალური ჯილდო. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იყო:

,,Sebastian Giovinco Is The Best Player In MLS History”

ასევე გახდა ,,მლს” ისტორიის საუკეთესო გოლეადორი + ასისტი და ტორონტოს არსებობის ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდირი.

ახლა კი მის წლევანდელ შანსებზე მინდა გიამბოთ:

ამერიკის ,,მლს” ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. წინ 5 ტურია დარჩენილი, სადაც სებასტიან ჯოვინკოს ტორონტოს დიდი შანს აქვს, ჩემპიონობა იზეიმოს.

ამ მომენტისათვის ტორონტო გათამაშების ლიდერია და მდევრებს, 2-2 ქულით უსწრებს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტორონტოს კონკურენტებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და დარჩენილი 5 დაპირისპირებიდან, 4ს შინ გამართავს. ბოლო ტურში კი მონრეალს ეწვევა.

19 სექტემბერს შესაძლოა საჩემპიონო კითხვას, პასუხი გაეცეს, რამეთუ ტორონტო შინ დაუხვდება მე-2 ადგილოსან ნიუ იორკ რედ ბულს. მატჩი 01:00ზე დაიწყება.

ტორონტო – 28 მატჩი # 46 ქულა
ნიუ იორკ რედ ბული – 29 მატჩი # 44 ქულა
ნიუ იორკ სიტი – 29 მატჩი # 44 ქულა

25.09.16 ტორონტო – ფილადელფია
29.09.16 ტორონტო – ორლანდო
02.10.16 ტორონტო – დანდ იუნაიტედი
16.10.16 მონრეალი – ტორონტო

მინდა წარმატებები ვუსურვო ტორონტოს და განსაკუთრებით სებასტიან ჯოვინკოს, რომლის გამოდაც ვგულშემატკივრობ ამ გუნდს. ❤ ❤ ❤

პ.ს. იმედია ბევრი დავრჩით სებას გულშემატკივრები და სწორედ თქვენ, ეს სტატია ჩემგან.

კეთილი სურვილებით, თქვენი Qasra

19 thoughts on “Qasra და მისი სებასტიან ჯოვინკო

  1. სება ძან მევასებოდა მარა ვერ რისკავდა თავის თავზე თამაშის აღებას რამაც დაღუპა ჯუვეში მარა თავის კლუბში წარმატებებს ვუსურვებ იმიტო რო სება ჯუვეს ერთგული იყო და ამას ნუ დავივიწყებთ მას სულ უნდადა ჯუვეში ეთამაშა მილანი და ასე შემდეგ სხვა გრანდები იტალის არ აინტერესებდა და ყველამ ვცთ პატივი ამ კაცს ვინჯუვეს ფანებიო ვართ მე იშვიათათ კომენტარი რო დავწერო მარა ამ ბიჯს ძან დიდი პატივს ვცემ მე პირადათ. ფორზა ჯუვე :forza: :forza:

  2. ბევრი გულშემატკივრობდა ჯიოვინკოს, ისევე როგორც მე, მაგრამ სამწუხაროდ იუვეში ვერ ითამაშა ისე როგორც ველოდით, არ მეგულება ევროპული გრანდი რომელშიც უპირობო ლიდერი იქნებოდა სება, იმ დროინდელი პარმა და ეგეთი გუნდები კი ბატონო )) ზუსტად ეგაა რო ამერიკაში უმაღლეს დონეზე თამაშობს, მანდ ბევრად ნელ და განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, არც დონეა ევროპის მსგავსი, არც სისწრაფე და ეგეთი რაღაცეები..

  3. ძაან გული დამწყვიტა ამან რომ დაგვტოვა ძაან ვბალეშიკობდი იუვეში

    პესს რომ ვთამაშობდი ეს მყავდა N1 ფორვარდი რა მაგრად მევასებოდა :blin: :blin: მალე დაბრუნდეს რა სამშობლოში,თუნდაც რომაში აან მილანში,არ მინდა მისმა კარიერამ 9 მთას იქით გრძელდებოდეს ადრეულ ასაკში.დაბრუნდიიი რა,ამდენი პრიზი აიღო + ფულიც იშოვა მეტი რაღა უნდა იქ.ჩემი აზრით მომავალ სეხონიდან ძაან მალე იტალიაში უნდა ველოდოთ :forza: :forza: :forza:

  4. მე სებას ჯერ კიდევ პრიმავერიდან ვბალეშიკობ და დიდი სიამოვნებით ვათევ ღამეს სიმი თამაშების საყურებად.

  5. სებაზე ნიჭიერი იტალიელი ბევრი არ მინახავს უბრალოდ ზედმეტად ეგოისტი და ფიზიკურად სუსტი მოთამაშეა. ყოველთვის ვუქომაგებ ყველგან მაგარი კაცია და იუვეშიც დავაბრუნებდი სიამოვნებით

  6. სება სასწაულებს აკეტებს ამერიკაში ცუდია რომ იტალიაში ვერ ითამაშა .. ეგ ესპანეთშიც მაგრა ითამაშებდა… ტიპზე სულ ფოლს იღებდნენ არ ათამაშეს ფეხბურთი იტალიაში რა..

  7. დზალიან მომწონდა სულ,სამწუხაროდ ამისთანა რომანტიული მოთამაშეების დრო წავიდა .დელ პიერო ბოლო იყო ვინც ამ სტილს თამაშობდა ,ახლა ეგეთები არ არიან საერთოდ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.