ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”დაივიწყეთ სევილიასთან მატჩი, ახლა ინტერის დროა”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას, რომლის დროსაც იუვეს თავკაცმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

“ნებისმიერ მიკრო ინციდენტს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან თითქოს უმნიშვნელო ხარვეზი, შესაძლოა დროთა განმავლობაში გაცილებით მაშტაბურში გადაიზარდოს.. მერწმუნეთ ჩვენთვის სკუდეტოს მოპოვება მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ.. შეიძლება შენ ძლიერი გუნდი გყავს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ტიტული უკვე ჯიბეში გაქვს..

საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში ახლა თითქმის მთელმა გუნდმა მოიყარა თავი.. სტურაროც კი გამოჯანმრთელების გზას ადგას, რომელიც დღეს პრიმავერას რიგებში იასპარეზებს, ხოლო ერთ კვირაში მთლიან ჯგუფთან ერთად დაიწყებს მზადებას.
შემადგენლობა? 100%-ით იასპარეზებს ლიხტშტაინერი.. ერთი ყვველას წინააღმდეგ! ნუ კარგით ხედირასაც დავაწყებინებთ.. დანარჩენს უკვე შემდგომ შეიტყობთ. გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან მოკლე პერიოდში უამრავი მატჩის გამართვა მოგვიწევს.. მე კი თითოეულის გამოყენებას ვგეგმავ.

შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ რომ ფავორიტები ვართ? თქვენ მე გამაგიჟებთ! მასმედიის წარმომადგენლებს დიდი პატივს გცემთ, მაგრამ მუდამ ფავორიტებში გვწერთ.. განურჩევლად როგორი მდგომარეობაა.. შარშანაც ასე იყო, როდესაც სევილიას 2 გოლი გავუტანეთ და მოვიგეთ.. არადა იმ შეხვედრაში მეტოქემ მხოლოდ ორჯერ მოახერხა ჩვენი კარის მიმართულებით დარტყმა.. ახლა კი როდესაც შვიდჯერ დავურტყით, ხოლო მათ არათუ დარტყმა, არამედ ნახევარს ძლივს სცდებოდნენ, მეუბნებით რომ ჩამოსაწერები ვართ? რატომ აღიქვამთ ამას ჩავარდნათ? თუ მართლა ასეთ ფიქრობთ, მაშინ ჭკუიდან შეშლილხართ..

ინტერთან შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, ფაქტია ეს არის დაპირისპირება, რომელიც სკუდეტოს დაგვაახლოვებს.. დიახ, თქვენ არ მოგესმათ.. მიმდინარე სეზონში იქნება 3-4 უმძიმესი მატჩი, რომელიც ტიტულის ბედს განსაზღვრავს.. ნერიაძურისთან გასამართი დერბი დ’იტალია მათ რიცხვში შედის.

დიბალა? არ ვიცი რატომ ვერ იტანს.. ეს ფორვარდისთვის დამახასიათებელია.. ნამდვილად არ შეუცვლია შარშანდელთან შედარებით პოზიცია.. იგუაინთან ტანდემში კი მანჯუკიჩის ხილვა სავსებით ნორმალურია.. ასეთი სტილით უკვე ვიასპარეზეთ ამხანგურებში.. მათ უკან დიბალა? ყველაფერი შეიძლება.. მითუმეტეს გარკვეულ ტაქტიკურ ინოვაციებს გასული დღის მანძილზე მართლაც გავდიოდით.. გეტყვით, რომ კვირას სამი მცველით დავიწყებთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Soni
Soni
8 years ago

Xo ver daartya sevilian kide gamogeyvana erti mcvelic da saertod naxevarzec ver gadmovidodnen :lool: :lool: .erti tamashi ise arapers nishnavs

AnonyMous
8 years ago
Reply to  Soni

არა ეგ უკვე თქვა ნახევარზე ვერ გადმოდიოდნენო )))
ერთიც რომ დაემატებინა საჯარიმოს ვერ გაცდებოდნენ ალბათ.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

სამი მცველი არა ათი კიდე ჰეტევითი ფეხბურთი ითამაჰე და თუ მიხვდები რო თამაჰი რაგაცა კარგად ვერ წავა ცვლილებები დროზე გააკეთე ბოდიჰი ალეგრი მარა სევილიასთან ჰენ ითამაჰე ნიჩია და არა იუვემ დროზე უნდა გამოგეყვანო ფეხბურთელები და მოვიგებდით იმ თამჰს მაგარი ხარ მარა ცოტა მეტი რისკი რა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კაი ეგრეც ნუ უწერ არ წაიკითხოს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:lool:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x