ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო:”ტურინში დაბრუნება?..”

ალესანდრო დელ პიერომ ანდრეა ანიელის და ტურინში შესაძლო დაბრუნების თემაზე ისაუბრა:

“პრესაში ბევრი ჭორი იწერება.. ჩვენ ნორმალურად დავშორდით ერთმანეთს და საკუთარი ცხოვრების გზით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

ტურინში დაბრუნებაზე ბევრს მეკითხებიან და მინდა გითხრათ, რომ რაიმე ზღვარი გავლებული ნამდვილად არ მაქვს.. შესაბამისად პროცესების ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავ.

ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა? დარწმუნებული ვარ სევილიასთან 0-0 გუნდს პროგრესირების მეტ მოტივაციას შეძენს..

ინტერთან მატჩი? ნერიაძურიმ ყველას დაგვანახა, რომ ბრძოლისუნარიანია.. განსაკუთრებით პესკარასთან მეორე ტაიმმა.. თუმცა, დღეისათვის ალეგრის გუნდი შემადგენლობის მხრივ კვლავინდებურად უპირობო ფავორიტა.

იგუაინი? არ ველოდით, რომ იუვე მასში და საერთოდ რომელიმე სხვა ფეხბურთელში 90 მილიონს გაიღებდა. ორი აზრი არაა იგი გუნდს ბევრ სასიკეთოს შემატებას, რადგან კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება.

პიაცა? ბევრი პოპულარული ფიგურა ჩაირიცხა ბიანკონერის რიგებში ზაფხულის პერიოდში და შესაძლოა მარკოს ტრანსფერი დაიჩრდილა, მაგრამ მერწმუნეთ ამ ბიჭს დიდი პოტენციალი აქვს”.

6 thoughts on “დელ პიერო:”ტურინში დაბრუნება?..”

  1. ბიანკონერი წაიკითხე სტატია? სიტყვების მნიშვნელობა არ იცი? წერია მანდ გარკვევით. კი მაგარია იგი მაგრამ სრ ველოდი თუ ვინმე გადაიხდიდა მაგდენსო და განსაკუთრებით იუვეო. მაროტასთან დავრეკოთ და დავანიშნინოთ აქაური სასტავისთვის ხელფასი. არ ვამბობ რომ არ უნდა გადაეხადათ მაგრამ ასე უაზროდ დაცვა სად გინახავთ

    1. 90 იმიტო კიარ გაუკვირდა რო იგუაინი იყიდეს,უბრალოდ არ ჩვევია იუვეს ეგეთი ბობოლა ფულის ხარჯვა და მაგი აღნიშნა :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.