ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “წაგებიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ”

მასიმილიანო ალეგრი “ინტერთან” ჩატარებული შეხვედრით უკმაყოფილო სჩანდა და განაცხადა, რომ მარცხმა გუნდი უნდა გამოაფხიზლოს..

“პირველი გოლი გავიტანეთ, წინ გავედით და ლიდერობა ორი წუთითაც ვერ შევძელით, ეგრევე გაგვითანაბრეს.მარცხი იმედია კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენი გუნდისთვის, მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს.პიანიჩი ? – ვფიქრობ, მირალემმა დაცვის წინ კარგად იასპარეზა, გასულ მატჩებში კარგი იყო ლემინაც, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მან წინა სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და დიდად დატვირთვა ჯერ სარისკოა.მთავარი პრობლემა იყო ბურთის დაკარგვა, მარტივად ვუთმობდით მოედნის ცენტრს მეტოქეს.არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სეზონში 4-დან სამი ბურთი კუთხურიდან გაგვიტანეს, ამ დეტალზე აშკარად სამუშაოა.ახლა დასვენება და კალიარისთან მატჩისთვის მომზადება გვჭირდება.ეს წაგება ტრაგედია არ არის, საბედნიეროდ, იუვენტუსმა იცის რა უნდა ისწავლოს მარცხიდან და დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი დალაგდება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

62 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
7 years ago

მაქსის გაშვება ახლა სისულელე იქნება, მითუმეტეს ამ ეტაპზე არცერთი ისეთი მწვრთნელი არაა, რომ მოიყვანო. ახალი თაობის მწვრთნელია და კაია. ამის ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ თავს არ იფასებს და სატრანსფერო პოლიტიკაში ცხვირს არ აყოფინებენ. ვისაც უყიდიან უყიდიან, გაუყიდიან გაუყიდიან, რეაქცია მაინც ნოლი აქვს. ბოლოს მასაც გაყიდიან. მაგალითად, კონტეს პირადი მოტხოვნით იქნა შენარჩუნებული პოგბა და ვიდალი თავის დროზე, როგორც კი კონტე წავიდა, ისინიც მიაყიდეს. ამიტომ ალეგრისნაირი ბუნჩულა მწვრთნელი მისწრებაა ნებისმიერი ხელმძღვანელობისთვის… და ვფიქრობ იუვე უკვე სხვა დონეზე გავიდა ნელ ნელა ალეგრიმაც მეტი უნდა მოითხოვოს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რეალურად შევხედოთ.ასეთი თამაშით ლიგის მოგებაზე ფიქრი უაზრობაა.ბარსა,რეალი,ბაიერნი გადაგვივლიან.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იუვეს რომ პირველ ნომრად ეთამაშა დარწმუნებული ვარ მოიგებდა შეიძლება დიდი ანგარიშითაც მაგრრამ ალეგრის შეშინებულმა ტაკტიკამ ინტერს საშუალება მისცა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინა.იუვეს უფრო მრისხანედ უნდა შეეტია და ინტერი საერთოდ აირეოდა.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

პირველ რიგში შენ უნდა ისწავლო მაქს

იუუვე
იუუვე
7 years ago

სანამ მარკიზიო დაბრუნდება თავისუფლად შეუძლია სცადოს ეს სქემა :

ბუფონი – ალვეში(ლიხტა)-კიელინი(ბენატია, ბარძალი)-ბონუჩი-სანდრო – კუადრადო -ხედირა-პიანიჩი- პიაცა – დიბალა-იგუაინი. 4-4-2. დიბალა აიწევს ხოლმე ცოტა უკანაც(ისედაც ეგრეა ახლა).

მარკიზიოს მოსვლის მერე 4-3-1-2ც კარგი იქნება ხედირა-მარკიზიო-ლემინა(სტურარო) და წინ წაწეული პიანიჩი.

ცდად მგონია რომ ღირს. ბევრად უკეთესია სქემები დატესტოს, ვიდრე შემადგენლობები დააყენოს ყოველ თამაშზე ახალ-ახალი.

სვანჩიკა
სვანჩიკა
7 years ago

რავიცი ძმაო შენ შენი შეხედულებები გაქ პატივს ვცემ შენს აზრს მაგრამ მაგრად არ გეთანხმები ალეგრის შეფასებაში დაველოდოთ ვისი პოზიცია იქნება მართებული :)))

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

კიელინი მართლა ცუდ ფორმაშია და დასვენება კარგი იქნებოდა,მის გარეშე იუვე ვერცერთ გრანდს ვერ დაამარცხებს,მონტეროს ეფექტიაქვს ძალიან ძლიერია სუფერფორვარდებთან ორთაბრძოლისას

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

გადაწყვეტილების სიწორესთან ერთად მწვრთნელს უნდა შეეძლოს თამაშის მიმდინარეობისას ცვლილების შეტანა თან არააა გამარჯვებულის მენტალიტეტით,ტიაგო სილვა და იბრაგიმოვიჩი ყავდა და პეპემ და პადოინმა მოუგო 2012-ში

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

გმერთმა ქნას მე ვერ ვაფასებდე და წარმატება მოგვიტანოს ალეგრიმ,მაგრამ იუვეს წარმატებებში მისი წვლილი ძალიან ცოტაა,ნ
მთელი კასკადია ხელმძღვანელების სწორი მოქმედების მხოლოდ ალეგრი უნდა ჩაანაცვლონ

სვანჩიკა
სვანჩიკა
7 years ago

უბრალოდ ეს ბბს ყავს სასტავში და ამიტომ არ უნდა ამ დაცვის დაშლა ყველა ხვდება და ატყობს რომ მაგრად არიან შეთამაშებული ერთმანეთში და ბუფონიც დაცულად გრძნობს მათთან თავს თორე ამდენი ხანი გადავიდოდა 4 მცველიან ტაკტიკაზე ჩემის აზრით,პლიუს ამას მარკიზა–სტურარო არ ყავს ასევე აშკარად ესაჭიროება მინიმუმ ერთი სერიოზული ნახევარმცველი თუ ორი არა ხოდა როცა ზამთარში შეიძენენ ნახევარმცველს და მჯერა რომ შეიძენენ აი მაშინ შეიძლება ტაქტიკა შეცვალოს თუმცა ჩემთვის არ აქ მნიშვნელობა გუნდი რა ტაქტიკით თამაშობს მთავარია შედეგი დადონ ბიჭებმა და თუგინდ იყოს ეს ავადსახსენებელი 3–5–2 არაა ეგ პრობლემა ჩემის აზრით ახალწვეულებთან თუ მოიხოდენ ამ სქემაშიც არის მიღწევა საუკეთესო შედეგის

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

მგონი ამ საიტის ხელმძღვანელი დავითია და მაინტერესებს დავით შენ რას ფიქრობ ალეგრიზე

სვანჩიკა
სვანჩიკა
7 years ago

კი ბატონო კონტეს წვლილი იუვეს აღორძინებაში დიდია ნაღდად და ვუფასებთ მას ამ ყველაფერს,მაგრამ ალეგრიზე რომ ვთქვათ არ ვარგა მწვრთნელადო და კონტეს დანატოვარია იუვეს მიღწეავო ჩემის აზრით არაა სწორი მიდგომა,კონტემ აიღო 3 სკუდეტო თავის თასებით ლიგაზე საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა მაგრამ არ ვაკნინებ კიდევ ერთხელ გავიმეორებ მის როლს იუვეს აღორძინებაში და აი ალეგრის მოსვლით იუვემ უკვე აიღო 2 სკუდეთო თავის თასებით და პლიუს პირველ წელსვე ლიგის ფინალი,მან იუვე ჩამოაყალიბა გრანდებთან საბრძოლველად 4-5 გუნდში შედის იუვე ლიგის მოგების პრეტენდეტებში ამას უკვე ყველა აღიარებს ეხლა კი 3 წელია და ვნახოთ რა ტიტულს დადებს მაქსი,მე მჯეროდა და მჯერა მისი ის იუვედანაც რომც წავიდეს (ნაღდად… Read more »

7 years ago

ლიპის და კაპელოს დროსაც ვაგებდით თამაშებს და ცუდ ფეხბურთსაც ვაჩვენებდით. გუნდს ეტყობა რომ ფიზიკურად არაა მზად ასეთი გრაფიკისთვის. ნელ-ნელა მოიხოდებიან. 5 მცველს იმიტო ათამაშებს, რომ bbc-ის ვერ ელევა და ნახევარმცველები გვყავს დამტვრეული. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს კიელინის დავსვამდი სკამზე, საშინელ ფორმაშია.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ კონტეს დალაგებული გუნდი რომ არ დახვედროდა ალეგრის ის ვერცერტ გრანდში ვერ მიაგწევს წარმატებას

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ბბს რომ იყოს მოედანზე ამისთვის ცენტრში პიანიჩი ხედირა ფლანგებზე სანდრო და ალვეში გამთამაშებლად დიბალა და წინ იგუაინი მანჯუკიჩი ,მაგრამ ალეგრი ისეთი მშიშარაა ვერ გაბედავს.როგორი ლეგენდაც არუნდა გყავდეს გუნდში სასტავი მწვრთნელმა უნდა აირჩიოს

juve-10
7 years ago

მოედნის ცენტრს იმიტო უთმობდით და ბურთს იმიტო კარგავდით, რო ბოლო დღეს რო გაახსენდა მაროტას პოგბა რო აღარ იყო და ნახევარმცველი რო გვჭირდებოდა! ჩამოწერილი ასამოა როა ძირითადის ფეხბურთელი მაგიის გამო. მეორე გოლი მთლიანად მაგის ბრალი იყო! ნოლი იყო ნახევარდაცვა.

სვანჩიკა
სვანჩიკა
7 years ago

გუშინ ლამის ალეგრის გაგდება მოითხოვა ხალხმა აქ ეს რა გააკეთაო ინტერთან წააგოო,გასაგებია რომ ინტერთან წაგება და სევილიასთან ფრე ძალიან ცუდია ძალიან ცუდი,მაგრამ გადავხედოთ სატურნირო ცხრილს ვართ მეორე ადგილზე პლიუს ლიგაზე ერთი თამაში ფრე აი არ მესმის რა არის ამაში საგანგაშო და ისეთი კატასტროფა რომ დავიწყოთ ფეღბურთელების გინება და მივაყოლოთ ალეგრი რა მოხდა ასეთი სასწაული???თან გუნდი კვირაში 3 თამაშს თამაშობს და აგერ ხვალ თუ ზეგ თამაშია მეოთხე რობოტები ხომ არ არიან???უბრალოდ ცოტა მოთმინება, აგერ მალე მარკიზა-სტურარო სასტავს შემოუერთდებიან პლიუს გუნდი შეთამაშდება ამდენი ახალწვეული და ამასობაში ზამთრის ტრანსფერებიც გაიხსნება და დარწმუნებული ვარ შეფობა დაიმატებს ნახევარმცველს რომელიც ნამდვილად გვაკლია თუმცა არა ისე რომ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კი ძმაო მართალი ხარ მარა ვერ ეგუება იუვეს ბალეჰიკი ინტრერთან წაგებას რატო არ გესმის მეც მაგ რიცხვჰი ვარ მარა რას იზამ აი იუვემ თუ მილანთან წააგო მერე სად ვიქნები ოჯახის წევრებსაც აღარ ეცოდინებათ ჰეიძლება მტკვარჰი გადავხტე

სვანჩიკა
სვანჩიკა
7 years ago

ღმერთმა დაგიფაროს მეგობარო მტკვარში გადახტომისგან :))) ვხდები რომ იუმორით ამბობ ამას :))) მაგრამ თუგინდ მილანთან წააგოს არც ეგაა პრობლემა თუმცა ნაღდად არ გამიხარდება რაზეა საუბარი, ჩემთვის მთავარია იუვე წლის ბოლოს რა ტიტულებს დადებს თორე წაგება მოგება ჩვეულებრივი პროცესია და ამით არაფერი არ ხდება სასწაული აი წლის ბოლოს ველოდები ლიგას პირადად მე არვიცი ალბათ ოპტიმისტი ვარ მაგრამ ვნახოთ კიდევ და კიდევ ფორცა იუვეს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იმურით ვამბობ თუ სერიუზულად ეს კიდე საკითხავია მილანთან წაგებას ვერ გადავიტან სხვასთან როგორმე კი

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:up:

rivaldo
:)))))
7 years ago

კაი უაზრო სატრანსფერო პოლიტიკა აქვს იუვეს. რა ჯანდაბად უნდოდათ კუადრადოს ყოდვა როცა 3-5-2 – ში იგივე პოზიციაზე გუნდში იყო უკვე ორი მაღალი დონის იგროკი. ალვეში და ლიხშტაინერი. ამ დროს გუნდს აქვს პრობლემა ნახევარდაცვის ცენტრში და შემოქმედი ნახევარმცველის დეფიციტი და სატრანსფერო ბაზარზე არსებობს, ფაბრეგასი, იაია ტურე, ვასკესი, განსო, პასტორე, ლუკას მოურა, გიოთსე. სადაც საჭირო იყო ის პოზიცია არ გაუძლიერებია იუვეს. მითუმეტეს პოგბას წასვლის მერე

vakhtang karchava
7 years ago
Reply to  :)))))

კუადრადო თვითონ გამოიქცა და ხო ვერ გააგდებდნენ)) უყვარს კაცს იუვე…

DP10
DP10
7 years ago

ვინც გინდა ყოფილიყო, თუნდაც კროტონესთან წაგვეგო, ოღონდ ინტერი არა.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  DP10

მე ყველასთან წაგებას გადავიტან მძიმედ მარა მილანთან წაგებას მირჩენვია იმ დღეს მოკვდე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მე ასე მგონია წელს სკუდეტო იუვესი ვერ იქნება აი ლიგა კი უეჭველი ვიცი ჩვენია თუ სკუდეტო არ დაიდო მითუმეტეს

vakhtang karchava
7 years ago

საკმაოდ თამამი განცხადებაა))

იუუვე
იუუვე
7 years ago

შემადგენლობა ნამდვილად არგვყავს ცუდი, ყოველშემთხვევაში ამ ფეხბურთელებით გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეიძლება. ალეგრიმ ცოტა მეტი კრეატიულობა უნდა გამოიჩინოს. ამ ფორმაციის გუნდი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ სქემაზე ჩაციკლული და მითუმეტეს მთელი 90 წუთის განმავლობაში. წყობის და სტრატეგიის შეცვლა თამაშის მიმდინარეობამ უნდა უკარნახოს მწვრთნელს, ეგაა მუღამი მწვრთნელობის. იმედია მარკიზიოს დაბრუნების შემდეგ 4-3-1-2 ისევ გამოიყენებს და ზოგადად ჩამოყალიბდება ერთ ძირითად შემადგენლობაზე და ყოველ თამაშში სხვასხვა ხალხს არ დააწყებინებს. (რა შუაში იყო პიანიჩის დასვენება სევილიასთან, მაგალითად). ის რომ გუნდი განწირულია და უბედურების ზარმა ჩამოკრა, რა თქმა უნდა ზედმეტია. კარგად თამაშობენ და ვარსკვლავები გვყავს და თუ თამაში ჩააგდეს დიბალაც საშუალო დონეა, იგუაინიც, პიანიჩიც და… Read more »

vakhtang karchava
7 years ago

სხვათა შორის,3-5-2 ალეგრის ინიციატივა არ ყოფილა,ეგ ძველი გვარდიის(ბუფონი-ბონუჩის) მოთხოვნა იყო,შარშან ჩავარდნის დროს გამოვიდნენ ბიჭები და ღიად დააფიქსირეს,რომ ბბს მაგარი შეთამაშებული იყვნენ და ჯობდა ამ სქემაზე გადასულიყვნენ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ხო ჩამოხვალ ინტერ ტურინჰი იქ გაგცემთ პასუხს 1 ნოლია ჰენს სასარგებლოდ მარა რევანჰს მალე ავიღებთ

| Newsphere by AF themes.
62
0
Would love your thoughts, please comment.x