ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ინტერი” მზადაა ბროზოვიჩი ლიხტშტაინერში გაცვალოს

მარსელო ბროზოვიჩსა და მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება..

ხორვატი ნახევარმცველი დღეს გასამართ დერბი დ’იტალიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მთავარმა მწვრთნელმა იგი არაპროფესიონალური საქციელის გამო განაცხადში არ შეიყვანა, რამაც ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია.ნერიაძური მოთამაშეს ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს და თან, გაყიდვაზეც უარს აცხადებს, ზაფხულში ბროზოვიჩის შეძენა რამდენიმე გუნდს სურდა, მათ შორის ბებერ ქალბატონს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელებმა შესაძლოა ჯუზეპე მაროტას ბროზოვიჩი შტეფან ლიხტშტაინერის სანაცვლოდ შესთავაზონ, შეგახსენებთ, რომ იდეალური ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან არც შვეიცარიელს აქვს, სეზონის ბოლოს მას კონტრაქტი უმთავრდება, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში კი მარჯვენა მცველი საერთოდ ვერ მოხვდა.

წყარო : Football Italia

24 thoughts on ““ინტერი” მზადაა ბროზოვიჩი ლიხტშტაინერში გაცვალოს

  1. ერთხელ ასე ვითამაშოთ რა

    …….პიაცა-იგუაინი-კუადრადო
    ……..ასამოა-პიანიჩი-ხედირა
    სანდრო-კიელინი-ბონუჩი-ლიხშტა
    ………………..ჯიჯი

  2. რა სასტავს დაცილდა და ვის შეუერთდა,არადა ამ იუვეს + პოგბა იქნებოდა რაღაც არაამქვეყნიური…

  3. პოგბას ერთადერთი შანსი პირადი წარმატებისა,იუვეში ჰქონდა,სადაც ლიდერად მოიაზრებოდა და 10-იანი ეცვა.სხვა გუნდში ოქროს ბურთის მოპოვების არის 0.00001% )) შეიძლება ხვდება უკვე,მაგრამ გვიანია აწი…

  4. სრულდება რასაც ვამბობდი. მანჩესტერს კიდე ბევრჯერ ამოტენიან და დაუბრუნდება მოუ თავის საყვარელ ავტობუსს. შედეგად შემტევებს დასვამს სკამზე. პოგბა თუ მოხვდა სასტავში მოუწევს დაცვაში თამაში. ასე რომ ოქროს ბურთს შეუძლია დაემშვიდობოს.

  5. ასამოას და ერნანეშს რო დაიტოვებ გუნდში და პერეირას რომ გაყიდი ნიჭი უნდა. კაი ბიჭია რობერტო, მაგრად ითამაშა დღეს, გუნდის ლიდერია.

    1. ეგ იცი რატო ძმა რატო მოხდა მასე :) იმიტო რო არასწორი გათვლები გააკეთეს, ეგონათ რო გავყიდით ამას იმას და ვინმეს მოვიყვანთო ხოდა ის ვინმე ვერაფრით მოიყვანეს და გამოვიდა რო ფერეირა სულ ტყუილად შეეწირა! ჰერნანესზე დიდად თავი არ მოუკლიათ ალბაათ იმიტო რო ბევრს არავინ გადაიხდიდა მაგაში თან + მგონი თვითონაც ატკაზი დაარტყა.ფერეირა იყო ზედმეტი გუნდში მარა მის გაყიდვის შემდეგ აუცილებლად უნდა მოეყვანათ ვინმე.

  6. ბაზარი არაა იუვედან ვინც მიდის ხოლმე თითქმის ყველას ვგულშემატკივრობ მერე მარა პოგბას წარმატება არ გამიხარდება არასდროს :lool:

  7. თქვენი არ ვიცი და მე უკვე შევწყვიტე ნერვიულობა ამათ ტრანსფერების პოლიტიკაზე შემდეგ ზაფხულამდე.

    მოუ-პოგბა გამოიღეთ!!!!!! აუ მოურინიოს რო ვერ ვიტან ისე არცერთი მწვრნელი არ მიშლის ნერვებს.ტიპი იმენა სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ითხოვს ფეხბურთელს რომელიც მას სურს წესით უფრო მეტ ტიტულს უნდა იგებდეს ჩემი აზრით.რაც ფხბურთელების მოთრევა დაიწყო პრეზიდენტების მილიონების ხარჯზე თითქმის ვერცერთხელ მოახეხა ვერაფერი.ინტერში იყო საუკეთესო.

  8. პოგბას გამუღონ რა, ღრმად აქვს უკვე!
    არასოდეს არ გამხარებია პიროვნულად ასეთი რამე,,მაგრამ პოგბა ღირსია! 2-3 წელი ჩემპ. ლიგაზე ვერ მოხდეს მინდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.