ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ქასრას წინასამატჩო მიმოხილვა

…საინტერესოდ მიმდინარეობს იუვენტუსისათვის 2016-2017 წლების სეზონის კალენდარი:


უკვე ზედიზედ სამი ტურია, ბიანკონერი 20:00 საათზე მართავს მის მატჩებს. ამჯერად მათი მეტოქე მილანის ინტერია, რომელმაც ჯერ პესკარაში შემოატრიალა წაგებული მატჩი, შემდეგ კი ევროპულ ასპარეზზე შეირცხვინა თავი. აქვე მინდა, ასევე ავღნიშნო, კალენდარის სირთულე, ფიორენტინასთან და სასულოსთან მატჩებს, დავუმატოთ ლაციოსა და ინტერში გასვლითი მატჩები, პლიუს ჩემპიონთა ლიგა და გამომდინარე იქედან, რომ მომდევნო ტურის დაპირისპირებები შუა კვირაში იმართება, (21.09.16 იუვენტუსი – კალიარი) გამოდის რომ 11 დღეში, იუვენტუსს 4 მატჩის გამართვა მოუწია, რაც დამეთანხმებით ძალზედ რთულია. მაგრამ ალეგრის აქვს ფუფუნება იმისა, რომ როტაციებს მიმართოს და საჭიროებისამებრ გადაახალისოს შემადგენლობა.

ახლა კი დღევანდელ მატჩზე ვისაუბროთ, შემადგენლობებსა და მოლოდინზე…

პრესკომფერენციაზე, ალეგრიმ განაცხადა, რომ ითამაშებს 3 მცველიანი ტაქტიკით, შესაბამისად ბუფონის წინ BBC განლაგდება. მან ასევე განაცხადა, რომ ძირითადში ვიხილავთ ლიხშტაინერს და სემი ხედირას, დანარჩენები კი ინკოგნიტოდ დატოვა.

იუვენტუსი: (3-5-2) ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, ალექს სანდო, ხედირა, ჰერნანეში, პიანიჩი, იგუაინი, მანძუკიჩი

სათადარიგოთა სკამი: ნეტო, აუდერო, ბენატია, რუგანი, ალვეში, ევრა, ლემინა, ასამოა, კუადრადო, პიაჩა, დიბალა

ვფიქრობ, გამართლებული იქნება ჰერნანეში-პიანიჩის ერთად ხილვა, ასევე ძირითადიდან თუ დაიწყებს მარკო პიაცა, საინტერესოა კუადრადოს დაბრუნების ხილვა, ველოდებით დიბალას გოლს.

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, დიდი იტალიური დერბი, ინტერი – იუვენტუსია.

წარმატებები ჩვენს ბიჭებს. ფორცა იუვე, ფორცა ტუტი იუვენტინი ❤

კეთილი სურვილებით, თქვენი Qasra

13 thoughts on “ქასრას წინასამატჩო მიმოხილვა

  1. ეს ინტერი ისეთი ნაგავია დღეს თავს მოიკლავს რა. და მერე ჰაპოელებთან წააგებს :)))))))))))) დღეს უნდა გადავუაროთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.